თბილისი (GBC) – ილონ მასკის გუნდი ტვიტერის ახალი აქციების გაყიდვაზე ფიქრობს, $3 მლრდ–ის მოსაზიდად, რათა კომპანიის $13–მილიარდიანი ვალის ნაწილი დაფაროს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, მასკის წარმომადგენლებმა ინვესტორებთან მოლაპარაკებები დეკემბერში გამართეს და განუმარტეს, რომ მოზიდული სახსრები ტვიტერის ხელმძღვანელს ყველაზე ძვირი კრედიტების დაფარვაში დაეხმარება. საერთო ჯამში მასკმა ტვიტერის შესაძენად $13 მლრდ ისესხა და დასაფარი აქვს $3–მილიარდიანი არაუზრუნველყოფილი სესხი.

მასკის თანაშემწეები ამ პრობლემის მოგვარებას დეკემბრის ბოლოსთვის ვარაუდობდნენ.

მანამდე მასკმა ტვიტერი ჩამოვარდნილ თვითმფრინავს შეადარა, რომლის ძრავებიც ცეცხლშია გახვეული და ელვის სისწრაფით მიექანება მიწისკენ.

ბიზნესმენმა ტვიტერის შეძენის $44–მილიარდიანი გარიგება 27 ოქტომბერს დახურა და მალევე სამსახურიდან კომპანიის მმართველი გუნდი გაუშვა თავად გახდა ერთპიროვნული მმართველი.