თბილისი (GBC) -  შეერთებულმა შტატებმა აკრძალა ხუთი ჩინური კომპანიის ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობის გაყიდვა და იმპორტი. აღნიშნული რეგულაცია შემდეგ კომპანიებს შეეხოთ:  Huawei,ZTE, Hikvision, Dahua და Hytera. 

ეს სამი უკანასკნელი ვიდეოსათვალთვალო აღჭურვილობასა და რადიო სისტემებს აწარმოებენ.

Reuters ცნობით ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს მარეგულირებლები უსაფრთხოების მიზნით  მსგავს ნაბიჯებს დგამენ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას Hikvision გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პროდუქცია არ წარმოადგენს საშიშროებას აშშ-ს უსაფრთხოებისთვის.

აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) განაცხადა, რომ მისმა წევრებმა  ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი რეგულაციების დაწესებას.