GE EN
სხვა სიახლეები
ღარიბაშვილმა პატრიარქს მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პრო...

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა.„ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,"- წერს პრემიერ-მინისტრი.

1670325595

თიბისის მხარდაჭერით ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო - „მონარქი“ აშენდა

შენობას, რომელიც „ინს გრუპმა“ 2020 წელს თიბისის დახმარებით შეისყიდა, დღეს ქალაქისთვის ისტორიულად დამახასიათებელი, ტრადიციული არქიტექტურის იერი დაჰკრავს, რაც, მდებარეობასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებულობასთან ერთად, სასტუმროს ზოგადი კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტია.ოთხვარსკვლავიან, 66 ნომრიან სასტუმროში, რომლის მომსახურე პერსონალიც მფლობელებმა მის გახსნამდე დიდი ხნით ადრე საგანგებოდ შეარჩიეს, „ინს გრუპმა“ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კარგად გაწერილმა გეგმამ, კონცეფციამ და საქმეში ჩადებულმა შრომამ, როგორ მოსალოდნელი იყო, შედეგიც მალე გამოიღო და გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში  მფლობელები უკვე „მონარქის“ წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ:„უკვე შეგვიძლია თქმა, რომ ამ პროექტმა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მთელი ზაფხული დიდი დატვირთვით ვმუშაობდით და სისტემატურად ვიღებდით და ვიღებთ მაღალ შეფასებებს ჩვენი მომხმარებლისგან პლატფორმებზე: booking.com, hotels.com, Agoda.com. ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვიმაღლებს და გვარწმუნებს, რომ პროექტმა გაამართლა, რაც, მიმაჩნია, რომ ერთნაირადაა ჩვენი და თიბისის წარმატება, რადგან თიბისი სწორედ იმ პერიოდში გვენდო და გამოგვყვა პარტნიორობაზე, როცა დიდად საიმედო სიტუაცია არ იყო სასტუმროს ბიზნესის სფეროში, ვგულისხმობ პანდემიის პერიოდს. ჩვენ ერთობლივად განვახორციელეთ ეს პროექტი და დღეს უკვე სამომავლო სიახლეებზე ვმუშაობთ, რომლებიც მომავალი წლისთვის უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს,“ -ამბობს „ინს გრუპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „მონარქის დირექტორი, გია ლომინაძე.4500 კვ.მ-ზე განთავსებული სასტუმროს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი შიდა სივრცე 66 ნომერს, მიმღებს, ლობი-ბარს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოსა და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 70 ადამიანზე გათვლილი, ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, რომლით სარგებლობაც გარე მომხმარებელსაც შეუძლია. „მონარქის“ ძირითადი სეგმენტი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე, უმეტესად უცხოელი სტუმარია, რომელთაც ჯამში 30-ზე მეტი, საგანგებოდ გადამზადებული თანამშრომელი ემსახურება.2023 წლისთვის „მონარქს“ უკვე ექნება საკუთარი სივრცე რუფ ტოპ ბარისთვის, სპისთვის, ფიტნეს-დარბაზი, საბილიარდო დარბაზი, გასართობი კუთხეები ბავშვებისთვის, ისევე, როგორც საუნისა და მასაჟისთვის განკუთვნილი სივრცეები.

1670322840

ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული“ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერ...

ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც, დღეისათვის, გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება.კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ჩატარდა ლექცია-სემინარი ქართული ღვინის 8000 წლიანი ტრადიციის შესახებ.ადგილობრივი ღვინის ექსპერტების შეფასებით, თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოს გერმანიის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია.ბერლინში გამართული „ქართული ღვინის კვირეული“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ბუნებრივი ღვინოების მოყვარულთა წრეში, ქვევრის ღვინის მწარმოებლებს დაეხმარება სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში.

1670322728

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მდგრადი განვითარების...

სხდომის მონაწილეებს რევაზ ჯაველიძესთან ერთად, გახსნითი სიტყვით მიმართა  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ. საბჭოს წევრებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს ადამიანური კაპიტალისა და სოციალური კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარების, კარგი მმართველობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.დღესვე, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ სხდომის მონაწილეებს საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფების 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. აღინიშნა, რომ გეგმის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, ისე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში. სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დამტკიცდა თემატური სამუშაო ჯგუფების 2023 წლის სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების კოორდინაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა.

1670322356

6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 0...

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.წყარო:სებ

1670321158

ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყი...

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.690 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.841 პროცენტით განისაზღვრა. წყარო:სებ

1670319234