
შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.ეკონომიური გუნდის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ADB-სგან იღებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მათ შორისაა: საგზაო, რეგიონული და მუნიციპალური, ურბანული, ენერგეტიკისა და განათლების პროექტები. ხაზი გაესვა ADB-ის როლს კერძო სექტორის განვითარებაში.მინისტრებმა მაღალი რანგის სტუმარს გააცნეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკური, ისე ტურისტული პოტენციალის გაზრდისკენ, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად.ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნების მშენებლობის კუთხით, აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარების საქმეში, ასევე, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც მომავალი წლის მაისში თბილისი უმასპინძლებს.
1701445920

Q3/2023-ის მონაცემებით, გაფუჭებული სესხების უმეტესობა, 34,6 მლნ ლარის საცალო პორფტელია, მ.შ. 18 მლნ ლარამდე სამომხმარებლო კრედიტებია. Q3/2023-ის მდგომარეობით, 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას (მ/ო) 1.645 მლრდ ლარის 858 000 სესხი საქვს გაცემული და მ.შ. ყველაზე მეტი 654 000 სალომბარდე კრედიტია. სესხებიდან სექტორის საპროცენტო შემოსავლები 317 მლნ ლარია. წმინდა მოგება 81.2 მლნ ლარი.
1701442860

მათ ისაუბრეს საქართველოს და ჩეხეთს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე. ~ნათია თურნავამ პეტრ კუბერნატს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა საქართველოს მთავარი მიზანია.მან ჩეხეთის ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე რეგიონში ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით.კუბერნატს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრების განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მ.შ. ციფრული ლარის პროექტი და ღია ბანკინგის სტანდარტის წარმატებით დანერგვა.თავის მხრივ, პეტრ კუბერნატმა ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე პოზიციას ფინტექის მიმართულებით.მხარეებმა მიმოიხილეს ჩეხეთის ეროვნულ ბანკთან შესაძლებლობების განვითარების მიმდინარე პროგრამა, ისაუბრეს მის მნიშვნელობასა და მომავალში გაგრძელების აუცილებლობაზე. აღნიშნული პროგრამა ტრენინგების, ვორკშოპებისა და სემინარების ჩატარებას გულისხმობს.ჩეხეთის მხარემ საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და EBRD-თან ერთად მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავებაში, ასევე ფინანსური და ეკონომიკური სისტემების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში გაუწია დახმარება.
1701442140

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და თბილისში სკოლის მოსწავლეებთან STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრები გაიმართა.შეხვედრაზე სპიკერები ახალგაზრდებს STEM მეცნიერების მნიშვნელობის, თანამედროვე სამყაროში მისი გამოყენების შესაძლებლობების და STEM ოლიმპიადის შესახებ ესაუბრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ესწრებოდნენ მასტერკლასებს, სადაც STEM სკოლის მასწავლებლები ბავშვებს STEM პროექტებს აცნობდნენ და მათი შექმნის სპეციფიკაზე ესაუბრებოდნენ. ამასთან, ახალგაზრდებისთვის გაიმართა სახალისო შემეცნებითი თამაშები, გამარჯვებულებს კი მიკროკონტროლერი Arduino გადაეცათ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, საკუთარი STEM იდეები რეალობად აქციონ.სპიკერებს შორის იყვნენ ჯუანშერ ჯეჯელავა - ილიაუნის ასოცირებული პროფესორი; დემეტრე ფიფია - Google-ის თანამშრომელი; გუგა ბურდული - საქართველოს ბანკის მონაცემთა უფროსი მეცნიერი, ფიქრია ელიზარაშვილი - ელექტრული სისტემების ინჟინერი და გიორგი ლომიძე - კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი.შეხვედრებში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო.რა არის STEM ოლიმპიადა?STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ინტერესის გაღრმავების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით 19 იანვარს დაიწყება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 100 გუნდი მიიღებს. ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ექვსი წევრისგან დაკომპლექტებული, ერთი გუნდი და მენტორი უნდა წარადგინოს.STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1701433184

კურსები განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლის ხანგრძლივობა კურსების მიხედვით განსხვავებულია და 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება. პროგრამები სრულად ფინანსდება თიბისისა და USAID-ის მიერ.გაეცანით კურსებს და გაიარეთ რეგისტრაცია 25 დეკემბრის ჩათვლით.1. iOS Development | რეგისტრაცია2. React | რეგისტრაცია3. Introduction to Python | რეგისტრაცია4. Advanced Python | რეგისტრაციაპროექტი „თიბისი x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა თიბისისა და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.პროგრამები წარიმართება თიბისის IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.„თიბისი x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.
1701432566

საუბარი შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს, ასევე ინფლაციის შეკავების თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკას. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა სების ინოვაციურ პოლიტიკაზე, მათ შორის ფინტექ ეკოსისტემისა და ელექტრონული სერვისების განვითარების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისკენ მიმართულ პროექტებზე.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის აქტივაციის დაჩქარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, ასევე იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამს.მხარეებმა ისაუბრეს ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე, როგორც ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების, ისე განხორციელებული რეფორმების წარმოჩენის მიმართულებით. სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. 2024 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას.„ADB-ისა და საქართველოს პარტნიორობა თითქმის სამ ათეულ წელს ითვლის. აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია. მომავალ წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად გაიმართება აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. საქართველო უმასპინძლებს მაღალი რანგის დელეგაციებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ჩვენს ქვეყანაშივე მოგვეცემა საშუალება გლობალურ პლატფორმებზე წარმოვაჩინოთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და დავამყაროთ ახალი კონტაქტები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, ADB-ის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და დელეგაციის სხვა წევრები, ასევე სების ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ.
1701430173
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ფილიალები რეგიონებშიც იხსნება
1701080978
კონკურენციის სააგენტომ „რუსთავის ავტობაზრობის“ და სოდის საწარმოს მოკვლ...
1700552015
რამდენია ქართული აფთიაქების მოგების მარჟა
1701085579
ტიმიოს კირიაკოპულოსმა TBC PLC-ის 3000 აქცია იყიდა
1700574540
ლირამ მორიგი ფსკერი გაარღვია
1701171405