GE EN
სხვა სიახლეები
ეკატერინე მიქაბაძემ G&T -ის და USAID-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობ...

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გალტ & თაგარტის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ორგანიზებულ, საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაჩენის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ძალისხმევას კაპიტალის ბაზრის რეფორმების წარმართვის კუთხით.ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის - სეკიურიტიზაციის - შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა. ახალი სამართლებრივი ჩარჩო სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებულ რისკებს არსებითად ამცირებს და ინვესტორებისთვის ტრანზაქციის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორისთვის. ახალი კანონი საშუალებას მისცემს ბიზნეს სუბიექტებს სამომავლოდ მისაღები თანხების სტაბილური ნაკადები  მიმდინარე ლიკვიდურ აქტივებად გარდაქმნან და ამის საფუძველზე გააფართოონ თავიანთი საქმიანობა.კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგებს საქართველოში სეკიურიტიზაციის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავდა სეკურიტიზაციის განვითარების ტენდენციებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და ამ ანალიზის საფუძველზე სეკიურიტიზაციის პერსპექტივებს საქართველოში.

1709228640

აზერბაიჯანელებმა და ამერიკელებმა გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოება გ...

„გაზის სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს სხდომის წინა დღეს აშშ–ის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილეს კიმბერლი ჰარინტგტონს შევხვდით და ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოების, მწვანე ენერგეტიკაში პროექტების რეალიზების და სხვა საკითხები განვიხილეთ“, – წერს მინისტრი.გაზის სამხრეთის დერეფნის მეშვეობით აზერბაიჯანული „ცისფერი საწვავი“ საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნებს მიეწოდება.2923 წელს ამ დერეფნით აზერბაიჯანმა ევროპას 12 მლრდ კბ/მ გაზი მიაწოდა, რაც მისი მთლიანი ექსპორტის დაახლოებით ნახევარია. 

1709212521

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

„მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საშინაო უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საქმეთა კომიტეტზე რუსეთისთვის, დაწესებული სანქციების თავიდან არიდების საკითხებზე მსჯელობისას, სენატორების - რონ ჯონსონისა და რიჩარდ ბლუმენთალის, ასევე სხდომაზე მოწვეული ექსპერტების მიერ, გაკეთებული განცხადებების მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს,  შემდეგს:კომიტეტზე დასახელებული საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო სტატისტიკა არ ასახავს რეალურ მონაცემებს. გარდა ამისა, კომიტეტზე არ წარმოდგენილა არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის შემთხვევას.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა უკვე მიმართა ამერიკელ კოლეგებს და მოთხოვნილია განმარტება თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთდა საქართველოსთან მიმართებით აღნიშნული განცხადება. კონკრეტული მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, ამერიკულ მხარეს ეთხოვა მათი გაზიარება ქართული მხარისთვის.შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ მიმართულებით.ამ ეტაპისთვის, არ არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი არცერთი შემთხვევა. კოლეგების მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

1709211024

მ/ო ბაზარი პატარავდება - ToP *10 მისო საკრედიტო პორტფელით

შარშან ბაზარი უფრო მეტი სუბიექტით, 36 მისოთი და 1,574 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებით იყო წარმოდგენილი.პორტფელის 1/2 ზე მეტი, 53% -მდე 2 მსხვილი მისოზე  მოდის. რომლებიც განსხვავებული სტრატეგიით ოპერირებენ. რიკო ლომბარდზეა ორიენტირებული, კრისტალი სამომხმარებლოსთან ერთად ბიზნესესხებსაც გასცემს. ასევე MBC.ეს არის მთავარი პირობა, რაც მისოს მიკრობანკად ტრანსფორმაციის შესაძლებლობას აძლევს. ამ დროისთვის სებ-ში ლიცენზიაზე განაცხადი MBC-ის და კრისტალს აქვს წარდგენილი.მ/ო ბაზრიდან აღნიშნული სუბიექტების გასვლის შემდეგ, საფინანსო სისტემაში მისოების ისედაც მცირე 2.4%-იანი წილი უფრო შემცირდება, ბანკების 91.4%- იანი კი გაიზრდება.მიკრობანკის ლიცენზიის მაძიებელი მისო და ახალი მოთამაშე სალიცენზიო მოსაკრებელს, თანაბარი განაკვეთით იხდის –₾ 100 000, მისოს ლიცენზია 50 000 ღირს, კომერციული ბანკის ₾200 000.

1709204984

ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძნებელი ქართული გუნდის მხრიდან მზადებაა მაღალ...

“დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ ღონისძიების დროს ხალხმრავლობა იქნება. ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია. ჩვენ ვიმუშავეთ სამთო პატრულთან და ,,ემ თი ეის" გუნდთან ერთად, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. მოხიბლულები ვართ თქვენი მასპინძლობით. აქ ყველაფერია, რაც გვჭირდება საქართველოში პირველი წარმატებული შეჯიბრების ჩასატარებლად”, განაცხადა ფრირაიდ ვორდ ტურის დამფუძბელებლმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძიებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა, ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია “თი ბი სი” , პარტნიორიკი  USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და “ანდერსენ ჯორჯია”.

1709202309

თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება

,,თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, რომელმაც ძალიან საინტერესო პროექტი შემოგვთავაზა.მინდა მივულოცო გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლის სხვადასხვა არქიტექტურული პროექტები ბათუმის MC Donald-ის შენობა, თბილისში Meama-ს ოფისი, დასასვენებელი კომპლექსი და ღვინის საწარმო ქედაში და სხვა, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. უახლოეს მომავალში ჩვენ თელავის აეროპორტის ტერმინალის მშენებლობას და ამ ულამაზესი პროექტის ხორცშესხმას დავიწყებთ, რომელიც მჯერა, რომ კახეთის რეგიონს საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთმანეთს საჰაერო გზით დაუკავშირებს და რეგიონისთვის არამხოლოდ აეროპორტი, არამედ შეხვედრების მნიშვნელოვანი ადგილი გახდება“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. ,,ჩვენი შემოთავაზებით, კონცეპტუალურად დამკვეთს ვიზუალურად გახსნილი შენობა შევთავაზეთ, ადგილიდან გამომდინარე, გარშემო ხედვის არეალები გახსნილია და სივრცე -ალაზნის ველის ხედი, მთლიანობაში კახეთში ჩამსვლელი თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენი გადაწყვეტით, ინტერიერში შემოგვაქვს ფაქტობრივად, მთლიანი გარემო, რაც კახეთში არის. თავად კონსტრუქცია რკინა-ბეტონის არის, თუმცა ეს მძიმე მასალა გეომეტრიულად ისე გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ჰაეროვანი ფორმა ნარჩუნდება. ფერების კუთხითაც ვეცადეთ, უფრო დამჯდარი და ბუნებრივი ტექსტურა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა პროექტის ავტორმა გიორგი ხმალაძემ.კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება. თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის ღირებულებაში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დღგ-ის გარეშე 296 000 ლარს გადაიხდის. 

1709201821