
სანქცირებული ვითიბის შარშანდელი ეფექტის (01.05.22-ის 47 მლნ-იან ზარალი) გამორიცხვით 33%-იანი ზრდაა. 01.05.2022-ისთვის ბაზრის 14 მონაწილიდან 3 იყო ზარალზე, მათ შორის რუსული ვითიბის შვილობილი, 47 მლნ ლარამდე ზარალით.01.05.2023-ის მდგომარეობით კი ზარალზე 2 ბანკია "სილქ ბანკი" და ახლადლიცენზირებული ციფრული, "პეისერა" ბანკი, რომელსაც საოპერაციო საქმიანობა ჯერაც არ დაუწყია.ბაზრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა "კრედოს" 125%-იანი ზრდა. ყოფილი მისო გაერია სისტემურ ბანკებში, რომლებსაც "კრედოსგან" განსხვავებით, სებ-ი კაპიტალის დამატებით ბუფერებს სთხოვს.
1685371026

მოთხოვნამდე ტიპის ანაბრისგან განსხვავებით, ვადიანი სავალუტო დეპოზიტის განაკვეთი არ შეცვლილა. აშშ დოლარსა და ევროში 2.15% და 1.65%-ით განისაზღვრება (1-წლიანის, ვადის ბოლოს გატანით). ლარში წლიური სარგებელი 11.6%-ია.ბიზნესპარტნიორის ინფორმაციით, გერმანული საბანკო ჯგუფის ბანკის წილი დეპოზიტების მიხედვით 2.05%-ია, მათ შორის საცალო ანაბრებით 1.75%.
1685368425

საელჩოს ინფორმაციით, დემარშის მიზეზი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.ეს ჰერჩინსკისგან დემარშის მეორე შემთხვევაა.შეგახსენებთ, პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში თებერვალში გადასცა.
1685364604

“ნაცვლად იმისა, ქვეყანაში შემოსვლას უზღუდავდნენ სანქცირებულ პირებს, რომლებიც პუტინთან და მის გარემოცვასთან არიან დაახლოებული, მათ შორის, ლავროვის შვილს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დანაწევრების და ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, ოპოზიციონერ დეპუტატებს უზღუდავენ ბიუროზე დასწრებას. სანქციები მათ არა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, არამედ პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ უნდა გამოიყენონ, როგორც ამას მთელი თავისუფალი სამყარო აკეთებს. ნაცვლად ამისა, სანქციებს იყენებენ დეპუტატების მიმართ, მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელიც პატიმრობაში ჰყავთ, მედიამენეჯერების მიმართ, რომელიც პატიმრობაში ჰყავთ, საკუთარი ძალისხმევით არჩეული პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც იმპიჩმენტით ემუქრებიან, აშანტაჟებენ. ეს არის რეჟიმი, რომელიც დღითი დღე უფრო ავტოკრატიული ხდება და უფრო და უფრო პრორუსული, ჩვენ ვხედავთ ქვეყნის რუსიფიკაციას, რადგან ერთადერთ რამეს, რასაც ვითხოვდი ბიუროს სხდომაზე იყო ის, რომ განხილულიყო კანონპროექტი, რომელიც მათ შორის, სანქცირებულ პირებს შეუზღუდავდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. რა თქმა უნდა, მისი მორიგ ჯერზე თაროზე შემოდება გადაწყვიტეს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ბოკუჩავამ.
1685363416

ბირჟის ინფორმაციით გერმანიის მზის პანელების წარმოებამ 40,919 მეგავატი შეადგინა.ბირჟა ასევე იტყობინება, რომ აღნიშნული რეკორდი ქვეყანამ ნაშუადღევს დააფიქსირა.გერმანია ევროპას ლიდერობს განახლებადი ენერგიის წარმოებით. ქვეყანამ ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ფაზაში დააანონსა გეგმა, რომელიც 2035 წლისათვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.BloombergNEF-ის პროგნოზით, ქარის და მზის ენერგია 2030 წლისთვის მთლიანი გერმანიის გენერაციის 76%-ს მიაღწევს.
1685361970

დღეიდან, მომხმარებლებს, რომლებმაც გასულ კვირას აბონემენტის მოგება ვერ შეძლეს, ისევ ეძლევათ შანსი, ჩაერთონ მეორე კვირის თამაში და დასაჩუქრდნენ. აქვე მოკლედ შეგახსენებთ თამაშში მონაწილეობის წესებსაც: აბონემენტის მოსაგებად, ყოველ კვირა, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უნდა შეასრულო ციფრული ბანკის ყოველდღიური მისიები. თუ ექვსივე დღის მისიას წარმატებით შეასრულებ, ბოლო, კვირა დღეს, შეძლებ მონაწილეობა მიიღო კვირის ფინალურ მარათონში, სადაც გამარჯვებული 125 მონაწილე საჩუქრად მიიღებს ფესტივალის აბონემენტს. თითოეული დღის მისიის შესასრულებლად ზუსტად ერთი კალენდარული დღე, ანუ 24 საათი გექნება. თუ დღის განმავლობაში ვერ მოასწარი მისიის სრულყოფილად შესრულება, ან დღის მისია გამოტოვე, ყოველკვირეულ თამაშს გამოეთიშები და მიმდინარე კვირაში ბილეთების მოგების შანსს დაკარგავ. ამიტომ მისიები რომ არ გამოგრჩეს, ყურადღებით ადევნე თვალი ციფრულ ბანკს. კამპანიის ფინალი იქნება 10 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი 125 მონაწილე, რომელიც ფინალურ დღეს ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს. გაითვალისწინე, თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 წლის და ზევით. უფრო მეტ ინფორმაციას ამ ვებგვერდიდან მიიღებ: ციფრული ბანკის თამაში. განაახლე ციფრული ბანკი და ჩაერთე თამაშში.
1685358666
ბაქო–ანკარას თვითმფრინავი იძულებული გახდა თბილისში დამჯდარიყო
1684146387
BOGG ნახევარწლიურ დივიდენდებს ანაწილებს
1684343532
საქართველოში რუსებს შესაძლოა უძრავი ქონების შეძენა აეკრძალოთ
1684229390
ს&ბ-ი მომხმარებელს კიბერთალითობის ახალ სქემაზე აფრთხილებს
1684328037
იტალიაში 2,7 ტონა კოკაინი ამოიღეს, რომელიც ბათუმის პორტში და შემდეგ სო...
1684236186