GE EN
სხვა სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ მდგრადი განვითარების...

სხდომის მონაწილეებს რევაზ ჯაველიძესთან ერთად, გახსნითი სიტყვით მიმართა  გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლიმ. საბჭოს წევრებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილეს ადამიანური კაპიტალისა და სოციალური კეთილდღეობის, ეკონომიკური განვითარების, კარგი მმართველობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით.დღესვე, მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნომ სხდომის მონაწილეებს საბჭოს თემატური სამუშაო ჯგუფების 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. აღინიშნა, რომ გეგმის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, ისე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა. სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში. სხდომის დასასრულს, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დამტკიცდა თემატური სამუშაო ჯგუფების 2023 წლის სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების კოორდინაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა.

1670322356

6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 0...

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.წყარო:სებ

1670321158

ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაყი...

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 42 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.690 პროცენტით, მაქსიმალური 9.940 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.841 პროცენტით განისაზღვრა. წყარო:სებ

1670319234

მსოფლიო ბანკი აქვეყნებს ქვეყნის ეკონომიკურ მემორანდუმს კონკურენტუნარია...

ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმრათულებით, რათა ქვეყანამ შეძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც. კერძოდ, ანგარიში აღწერს მცირე,  მაგრამ ღია და მდგრადი ეკონომიკის ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მშპ-ის ზრდისა და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა მაინც შეზღუდულია პროგრესი პროდუქტიულობის ამაღლებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად გაზარდოს თავისი პოტენციალი (i) მიმდინარე სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნის ხელშეწყობით; ii) პროდუქტიულობის ამაღლებით დარგების  და ფირმების დონეზე; iii) კავშირების და საგარეო ვაჭრობის გაფართოებით; და iv) ადამიანური რესურსების განვითარებით და უკეთ გამოყენებით.გაურკვევლობით და გამოწვევებით სავსე გარემოს პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს COVID-პანდემიამდე არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მნიშვნელობას, რაც შექმნის უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილებზე წვდომის შესაძლებლობას.„საქართველომ წარმატებული ეკონომიკური ზრდა განიცადა გასული ათი წლის განმავლობაში, თუმცა ქვეყანა ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გააგრძელოს თავისი ეკონომიკის მოდერნიზება და რეფორმირება კიდევ ერთი წარმატებული ათწლეულის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. მისივე თქმით: „მეტი შესაძლებლობების, კავშირებისა და უფრო მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე ქვეყანა უკეთ შეძლებს ორიენტაციას ეკონომიკური ვარდნის გლობალური ტენდენციების, მზარდი ვალის, ღირებულების გლობალური ჯაჭვების გამოწვევების, თანამედროვე ტექნოლოგიების და კლიმატის ცვლილების პირობებში, რომელთაგან თითოეული შეიძლება რისკს უქმნიდეს ეკონომიკურ ზრდას, ან სწორად მართვის შემთხვევაში, გვთავაზობდეს პოტენციურ შესაძლებლობებს.“ „უკანასკნელ წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ აღნიშნული წარმატება და გავაძლიეროთ ძალისხმევა პროდუქტიულობის ამაღლებისთვის საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, საერთაშორისო კავშირების გასაუმჯობესებლად, საქართველოს ინტეგრაციის გასაზრდელად ღირებულების გლობალურ ჯაჭვებში, ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად და დიგიტალიზაციისა და ინოვაციებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოში სტრუქტურული და სივრცითი გარდაქმნა მიმდინარეობს, თუმცა დასაქმების დაახლოებით ერთი მეხუთედი ისევ სოფლის მეურნეობაზე მოდის. სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკის სხვა დარგებში დასაქმებულ პირთა გამომუშავებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურული გარდაქმნის პოტენციალი ჯერ ამოწურული არ არის. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, დინამიურობის გაძლიერებას ქალაქებში და თბილისის უკეთესად მომზადებას მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გარდაქმნის დასაჩქარებლად.„მომავალში ეკონომიკური ზრდა საქართველოში სულ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული კომპანიების პროდუქტიულობის მატებასა და გარე ბაზრებზე არსებული შესაძლებლობების გამოყენების უნარზე. ამასთან ერთად, გაცილებით აქტიურ და მაღალკვალიფიციურ მუშახელს შეუძლია არსებული დემოგრაფიული ტენდენციების კომპენსირება და პროდუქტიულობის ამაღლება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ევგენი ნაჟდოვმა.დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რამდენიმე დაბრკოლებას, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს პროდუქტიულობაზე, მათ შორის, დაფინანსებასთან წვდომაზე, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილზე, კონკურენციაზე, ისევე როგორც ფირმების შესაძლებლობებზე, როგორებიცაა, მაგალითად, მართვის უნარები და ინოვაცია. ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ხაზს უსვამს, რომ ქართული ფირმები უნდა გახდნენ უფრო მეტად ექსპორტზე ორიენტირებულნი და ყურადღებას ამახვილებდნენ უკეთესი კავშირების დამყარებაზე.ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმის რეკომენდაციაა დანაზოგების ზრდა ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლების აღსადგენად ვალის ზრდის გარეშე. აღნიშნულის მიღწევა შეიძლება გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით, კორპორაციული მართვის გაძლიერებით და სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ზრდით, შინამეურნეობების ფინანსური წიგნიერების ამაღლებით, განსაკუთრებით, განათლებასთან და ჯანდაცვასთან დაკავშირებული გრძელვადიანი გადაწყვეტილებების თვალსაზრისით.და ბოლოს, ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ყურადღებას ამახვილებს უნარებზე და შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და მიუთითებს -  i) შექმნილ სამუშაო ადგილებსა და შრომითი რესურსების განათლების პროფილს შორის შეუსაბამობაზე; ii) უნარ-ჩვევების დეფიციტზე, რაც მომდინარეობს სწავლების სუსტი პრაქტიკიდან და დამსაქმებლებთან არსებული სუსტი კავშირებიდან; და iii) შრომის ბაზრის არასაკმარისად განვითარებულ ინსტიტუტებზე, რომლებიც ზღუდავს ინფორმაციასთან წვდომას და დასაქმების სერვისების შეთავაზებას.

1670318532

სახელმწიფო,კომპანია ,,ლიჩელისგან’’ 1.7 მლნ ლარის 109000 კილოგრამ ხორცს...

ტენდერი მოიცავს 1.7 მლნ ლარის ღირებულების  109 000 კგ საქონლის ხორცის შეძენას (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 80,000; შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი - 15,000კგ; შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - 3,000კგ; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 11,000კგ).ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ,,ლიჩელი’’ მოგების შემთხვევაში დავალებას 1.6 მლნ ლარად შეასრულებს.ტენდერის დოკუმენტაციის მიხედვით მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების ოდენობის არანაკლებ ნახევრის (არანაკლებ 50%) ღირებულების (ლარის) ადამიანისათვის საკვებად ვარგისი პროდუქტების მიწოდების გამოცდილება.,,ლიჩელი’’ დაარსებულია 2011 წელს, ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 15.8 მლნ ლარია (74 ტენდერში).კომპანიის  100% წილი ოთარ ლომიძეს ეკუთვნის.

1670318182

კონკურენციის სააგენტომ ნოემბერში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართ...

მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%,  აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 5%, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები 2%.ერთი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 80%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს.მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით,  ამ ეტაპზე, თბილისი 96%-ით ლიდერობს.ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო  საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს  ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

1670313083