GE EN
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე - „კემპზე" რეგისტრაციის დასრულებ...

„კემპის" ახალი სეზონი სულ მალე დაიწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა. პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები. პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ. ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდი. აქ პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავ და ასევე გაიცნობ „კემპის" შარშანდელ გამარჯვებულებს, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში: https://tbccapital.ge/en/about-us/career/youth-programme

1669727328

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას აფერხებს

29 ნოემბერს ნატოს მინისტერიალზე,ანკარამ შეაჩერა სკანდინავიური ქვეყნების ნატოში მიღების პროცესი და უფრო დიდი პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდა. 

1669726934

ბიზნეს ასოციაცია: წამლების ფასის რეგულირება რისკებს შეიცავს

ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ რომ აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანი რისკების წყარო შეიძლება გახდეს როგორც ფარმაცევტული კომპანიებისათვის, ასევე თავად მომხმარებლებისათვისაც, მათ შორის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მათი ხარისხის კუთხით.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს საკანონმდებლო ხელისუფლებას, რომ ცვლილებათა პაკეტის განხილვა არ მოხდეს დაჩქარებული წესით. კომიტეტის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, ამჯერად დარგის სპეციალისტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართოს კონსულტაციები, რათა სრულყოფილად იქნას გააზრებული და გაზიარებული ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა წამლის ფასის რეგულირების ნაწილში. ასევე, სათანადოდ იქნას შეფასებული ის რისკები, რაც შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო სისტემის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაზე სახელმწიფო ზედამხედველობის და დიდი ფინანსური სანქციების შემოღებამ. მსგავსი ფორმულირებით კანონის მიღება არაპროპორციულია იმ მიზნებთან, რაც კანონპროექტითაა გათვალისწინებული, რადგანაც სასამართლოს ნებართვის გარეშე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევასთან კავშირში მყოფი ნებისმიერი ბიზნეს სუბიექტის შემოწმება, საქმიანობის შეჩერება, დაჯარიმება და სხვა აღსრულების ზომების განხორციელება, არსებით რისკებს ქმნის მთლიანად სექტორის გამართული საქმიანობისათვის.ვფიქრობთ, ფარმაცევტული მიმართულებით, რისკების სწორი შეფასება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის. მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებების მიმართულებით აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობა, ვინაიდან დაცული იქნას ამ სექტორში მოღვაწე ბიზნეს ოპერატორების ინტერესები“ - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

1669724443

გასულ წელს საქართველოში ახალგაზრდების 26.8% არც მუშაობდა და არც სწავლო...

„ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის სწრაფი ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალგაზრდები არ არიან გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კადრები, რაც მათ შედარებით დაუცველს ხდის პანდემიასა და მის გამო გამოწვეული რეგულაციების მიმართ. ამასთანავე, ახალგაზრდები, ზრდასრულებთან შედარებით, როგორც წესი, უფრო ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილებს. ეს, შესაძლოა, დამატებითი მიზეზი იყოს ახალგაზრდების უმუშევრობის შედარებით მაღალი დონისა“, - განმარტავენ PMC კვლევით ცენტრში.გაანალიზებულ პერიოდში უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად შემცირდა შრომის ბაზარზე აქტიური ახალგაზრდების რაოდენობაც. უფრო კონკრეტულად, ეს მაჩვენებელი 2017 წელს იყო 207,312, ხოლო 2021 წელს - 129,718 (შემცირდა 37.4%-ით). გარდა ამისა, ახალგაზრდების დასაქმების დონე 2021 წელს 18%-ამდე შემცირდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 18 პპ-ით ჩამოუვარდება. შეიძლება ითქვას, რომ 2017-2019 წლებში ახალგაზრდების შრომის ბაზრის მაჩვენებლები უარესდებოდა, ხოლო, 2020-2021 წლებში COVID-19 პანდემია მაჩვენებლების გაუარესების დამატებითი ფაქტორი გახდა.გასულ წელს საქართველოში ახალგაზრდების 5.7% ერთდროულად მუშაობდა და სწავლობდა; 13.8% მუშაობდა თუმცა არ სწავლობდა; 53.7% არ მუშაობდა და სწავლობდა ხოლო 26.8% არც მუშაობდა და არც სწავლობდა.„გაანალიზებულ პერიოდში, მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება იმ ახალგაზრდების კატეგორიაში, რომლებიც მუშაობენ და არ სწავლობენ - ამ კატეგორიის წილი 2021 წელს 13.8% იყო, რაც 2017 წელთან შედარებით, 9.4 პპ-ით დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ 2017-2021 წლებში, საკუთარი არჩევანით თუ საჭიროებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებისთვის მუშაობაზე პრიორიტეტული სწავლა იყო“, - განმარტავენ PMCG-ში.

1669724119

ოქტომბერში იმპორტული სიგარეტის ფასი 21%-ით გაიზარდა

საანგარიშო პერიოდში, იმპორტირებული სიგარეტის ფასი საშუალოდ 20.7%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან 1 კოლოფი იმპორტირებული სიგარეტის ფასი $0.29 იყო, წელს მისი ფასი $0.35-ია.ტოპ საიმპორტო ქვეყნები კი ასეთია:1 თურქეთი - $5.6მლნ-ს 13.4მლნ კოლოფი.2 სომხეთი - $1.5მლნ-ს 7.2მლნ კოლოფი.3 პოლონეთი - $1.2მლნ-ს 2.7მლნ კოლოფი.

1669722245

1-22 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 17 false მოემსახურება

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1669721520