
საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას."გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს", - განაცხადა ნათია თურნავამ."ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა შედგა. ჩვენი შეხვედრის და დისკუსიის თემა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა იყო. განვიხილეთ ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღინიშნა ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა სებ-სა და გერმანიის ცენტრალურ ბანკს-ბუნდესბანკს შორის. ახლა, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსის და ევროკავშირის წევრობისკენ ნაბიჯებს დგამს, გვინდა, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაფართოოთ. ასევე ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და ვაფასებ პირველი ვიცე-პრეზიდენტის დეტალურ განმარტებას, რომელიც მან მომაწოდა“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა. გერმანიის ბუნდესბანკის ექსპერტებმა ეროვნულ ბანკს უდიდესი დახმარება გაუწიეს და მხოლოდ მათი დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 2012 წელს თანამედროვე სტანდარტების საკასო ცენტრის მშენებლობა და ფუნქციონირება.
1695391459

თუმცა ჯერ უცნობი რჩება 27 სექტემბრის ფსკ-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გაუძღვება თუ რომელიმე შემდეგი.ტრადიციულად კონფერენციას პაპუნა ლეჟავა უძღვებოდა. საბჭოდან გასულ ლეჟავას უფლებამოსილება ნოემბრის ბოლომდე უგრძელდება, თუმცა ფსკ-ს გაძღოლის ვალდებულება არ აქვს თუ თავად არ მოისურვებს.რეგულაციის შემსუბუქების საფუძველი მოთხოვნის მხრიდან რისკების განეიტრალებაა.თუმცა სამომხმარებლო დაკრედიტების წლიური ზრდა კვლავ მაღალია 21%-ს აღწევს.მარეგულირებელი მთლიანი დაკრედიტების ზრდის მაჩვენებლით ხელმძღვანელობს, რომელიც 14-15%-ის ფარგლებშია, რაც მდგრადად მიიჩნევა. სამომხმარებლო სესხები 8.6 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანად ბანკების საცალო პორტფელი კი 18 მლრდ ლარს აღემატება.
1695390211

CITYZEN Central Park-ის ფინანსური მხარდაჭერისთვის, კომპანიამ თიბისისთან და საქართველოს ბანკთან 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც კერძო სექტორსა და ორ ბანკს შორის გაფორმებული ყველაზე მასშტაბური პარტნიორობაა.CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4 საცხოვრებელ ბლოკს და ერთ ბიზნეს თაუერს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უნიკალური მოვლენაა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სართულების მაქსიმალური რაოდენობა 22 იქნება. პროექტს, უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა, განსაკუთრებული ლოკაცია, ხედები, მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა გამოარჩევს. კომპლექსის D და C ბლოკების გაყიდვა უკვე დაწყებულია. A, B და T ბლოკების გაყიდვა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.„გუნდში ხშირად ვახსენებთ და გვინდა ეს ჩვენს მომხმარებელსაც კარგად გავაგებინოთ, რომ „სითიზენი“ არაა უბრალოდ საცხოვრებელი ადგილი. ეს ცხოვრების ახალი სტილია, სრულიად ახალი გამოცდილება და საშუალება, რომ ადამიანმა ისე იცხოვროს, როგორც თავად უნდა. კომპლექსი თბილისის ცენტრალურ პარკთან ძალიან ახლოსაა - ის თბილისის ორი ცენტრალური უბნის, საბურთალოსა და ვაკის მიჯნაზე შენდება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ორი უდიდესი ბანკის, თიბისისა და საქართველოს ბანკის მხრიდან ერთობლივი მხარდაჭერა გვაქვს“, - გოგა მაჭავარიანი, „სითიზენის“ დირექტორი.„სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორიც CITYZEN Central Park-ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.„ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბ-ბინის - ეგრეთ წოდებული „ზაკვოს“ უფუნქციოდ დარჩენილი შენობა, თიბისის მხარდაჭერით, სულ მალე ახალ დატვირთვას და სიცოცხლეს შეიძენს. მოხარული ვარ, რომ „სითიზენისა“ და თიბისის პარტნიორობის ფარგლებში იქმნება პროექტი, რომელიც მოსახლეობას საცხოვრებლად თანამედროვე დიზაინისა და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მულტიფუნქციურ გარემოს სთავაზობს, სადაც ტერიტორიის ნახევარი რეკრეაციულ ზონას უკავია. თიბისიში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად, ერთიანი სისტემა მოქმედებს, რომელიც სრულ ჯაჭვს გულისხმობს: არამარტო მშენებლობის დაფინანსებას, არამედ პროექტის რისკების შესწავლას, მონიტორინგსა და ბოლოს იპოთეკური ცენტრითა და შეთავაზებებით გაყიდვებში მხარდაჭერას. სწორედ ამ მიდგომით ვთანამშრომლობთ „სითიზენის“ პროექტთან“, - ნათია სონიშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.
1695387558

ასოციაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოზიდული პრემიის მოცულობით სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (მოზიდული პრემია 1 909 925 ლარი, გადაზღვევის პრემია – 1 527 940 ლარი), სადაზღვევო კომპანია ალდაგი (მოზიდული პრემია 1 810526 ლარი, გადაზღვევის პრემია – 899 274 ლარი) და სადაზღვევო კომპანია უნისონი (მოზიდული პრემია 1 049 812 ლარი, გადაზღვევის პრემია – 787 401ლარი) ლიდერობენ.სადაზღვევო კომპანიები "ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში" მოზიდული პრემიებით:
1695379183

მხარეების განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას.კამპანიის „შენი მოედანი“ ფარგლებში, ასევე განხორციელდება არსებული სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და კომპლექსური ექსპლუატაცია; სპორტულ აქტივობებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ფენების მაქსიმალური ჩართვა; ეზოებსა და უბნებში სხვადასხვა ფორმატის საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფორმირება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ვოლონტიორული მოძრაობის და ტერიტორიული პრინციპით სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ორგანიზება.აღნიშნული აქტივობები მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და კამპანიაში ჩართული კომპანიების ფინანსური რესურსით განხორციელდება. თბილისის საკრებულო მხარს დაუჭერს ბანკს სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აღნიშნული კამპანიის ფარგლებში მოეწყობა, მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კამპანიის „შენი მოედანი“ წარმდგენები აიპ „მომავლის კალათბურთი“, მისი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი და კომპანია „Renew Holding“ არიან.„საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს საქართველოში სპორტული სახეობების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტების მთავარი მხარდამჭერია. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სპორტის განვითარების და ახალი პოტენციალის გამოვლენისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ზურაბ ქოქოსაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
1695378741

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის კერძო პარტნიორის შესარჩევ მე-2 ეტაპზე 2 კომპანიის შვეიცარიულ-ლუქსემბურგულის და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის გადასვლაზე, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით მოსმენის ფარგლებში განაცხადა.ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებისთვის გოცირიძემ დაადანაშაულა ქუმსიშვილის შემდეგ მოქმედი ყველა მინისტრი, მ.შ. ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირების წესში ფარცხალაძისთვის გამონაკლისით, მისივე თქმით, „ჩამოაქცია მთელი საფინანსო სისტემა“.გოცირიძის და სხვა ოპოზიციური დეპუტატების თქმით, ანაკლიის პორტის 12 წლით გაჩერებით ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე ათეული მილიონი. პორტი კი კარგავს გეოპოლიტიკურ ფუნქციას და რჩება მხოლოდ ჩინური ტვირთების გამტარად."და აქ ჩინოფობია არაფერ შუაშია“, - გოცირიძის თქმით, აბრეშუმის გზის კონცეფციის პრიორიტეტი ქვეყანას 90-იანი წლებიდან აქვს და მხარს უჭერს. საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა დაიწყო ახირებული თეზისით: „რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში“.ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების შეფასებები თითქმის იდენტური იყო. ანაკლიის პორტის აშენებაში ყველას ეჭვი ეპარება, მიაჩნიათ რომ „ბლეფია“.ამასთან, დეპუტატების ნაწილი ითხოვს ნათია თურნავას პრეცედენტული ცვლილების ამოღებას სანქცირების რეჟიმების აღსრულების წესიდან, რადგან ამ მიდგომით, ხაზარაძე/ჯაფარაძეც უნდა დაეცვა კონსტიტუციას.
1695378516