GE EN
სხვა სიახლეები
ლომბარდიდან მისოების შემოსავალი გაზრდილია - მ/ო რეიტინგი

მისოების დაბანდებაში კორპორატიული სესხების წილი კვლავ მცირეა.წინაპერიოდთან შედარებით შემცირებულია. ოქტომბრის მდგომაეროპებით თუ 1 200 სესხი იყო გაცემული. 01.01.2024-ისთვის, სულ 1 000 ერთეული სესხია, 25.6 მლნ ლარის მოცულობით. თუმცა საცალო პორტფელშიც არის კრედიტები სამეწარმეო მიზნობრიობით. ასევე მეწარმე ფიზიკური პირების სესხები, რომლის დაფინანსების წყარო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალია.მ/ო-ს კლიენტებს შორის, ლომბარდით მოსარგებლე  ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელია. 01.01.2024-ისთვის 833 მლნ ლარის, 645 700 სესხია გაცემული. მისოების მთლიანი პორტფელის (₾1.7 მლრდ) თითქმის ნახევარი.მიკროსაფინანსო ბაზარზე  სებ-ში რეგისტრირებული 34 სუბიექტია, მათ შორის ორს, კრისტალს და MBC-ის მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი აქვს სებ-ში წარდგენილი.

1709131865

ბაზისბანკმა იანვარი 8 მილიონის მოგებით დაასრულა

ჰუალინგ ჯგუფის ბანკი (ჩინური კაპიტალის) ბიზნესის დაკრედიტებით №3-ა. მთლიანი საკრედიტო დაბანდებით კი  4.7%-იანი წილით მე-4 ადგილზე პოზიციონირებს.ასევე მეოთხეა ანაბრების პორტფელით. იურიდიული პირის დეპოზიტებში BB-ის საბაზრო წილი 6%-ს აღემატება. აქტივების მიხედვით ბანკის საბაზრო წილი 4.5%-მდეა.

1709130300

იანვარში უძრავი ქონების ბაზრის ზომამ $234 მლნ–ს მიაღწია

ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა და ფაქტობრივად წინა თვის დონეზე დარჩა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.ბაზრის მოცულობამ $234 მილიონი შეადგინა და 2023 წლის იანვართან შედარებით 11%-ით გაიზარდა.გასაქირავებელი ფასი $12.0-ს გაუტოლდა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება, ხოლო წლიურად 4%-იანი კლება დაფიქსირდა. თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.5% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (-0.2პპ თ/თ)სტატისტიკა ძველი და ახალი ბინების მიხედვით2024 წლის იანვარში 638 ახალი ბინა გაიყიდა და წინა თვესთან შედარებით 4%-ით შემცირდა. თუმცა, 2023 წლის იანვართან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა (+16%).ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 2,329 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 23%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 2%-იანი გაიზარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ბინებზე მოთხოვნა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, მათი წილი მთლიან გაყიდვებში 22%-მდე გაიზარდა.საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+14%), ისე ძველი (+9%) ბინების შემთხვევაში.თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 0.5%-ით შემცირდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ფასმა 0.8%-ით მოიმატა.2023 წლის იანვარში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 41% შეადგინა (+1 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა.მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 15% შეადგინა, რაც 2023 წლის იანვართან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით მეტია.ტრანზაქციები თბილისის უბნების მიხედვით2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (25% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (15%).ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდით სამგორი გამოირჩა. ახალი ბინების გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ დიღომში დაფიქსირდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა დიდ დიღომში, ნაძალადევში, დიდუბესა და გლდანში შეიმჩნევა.იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკეში კვლავ $2,000-ის ფარგლებში მერყეობდა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ჩუღურეთი (+24%), ნაძალადევი (+21%) და გლდანი (+19%) გამოირჩეოდა.

1709120168

ფინანსთა მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით უნგრეთის მხარდაჭერას.ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომლითაც საქართველოს გავლით, სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება.ფინანსთა მინისტრმა უნგრელ დიპლომატს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება და 2024 წლის მაკროეკონომიკური და საბიუჯეტო პარამეტრები.შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

1709114799

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტურ...

საქართველომ ორი წლის განმავლობაში, წარმატებით უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს. უმაღლეს დონეზე ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება საქართველოსადმი. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის: (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება ხვდა წილად.ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა, შეჯიბრი  კი  მათი ეგიდით ტარდება.ღონისძიებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“ საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი პოზიციონირდა, ფრირაიდის მოყვარულთათვის, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს, აღნიშნული ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით.  გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და უფრო მიმზიდველს გახდის  ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორია კომპანია “თი ბი სი” , პარტნიორი კი  USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და “ანდერსენ ჯორჯია”.

1709113622

Pepperboy - პანაზიური სამზარეულოს და მიქსოლოგიის ჰაბი თბილისში, თიბისი...

უმთავრესი მაინც რესტორნის გასტრონომიული კონცეფციაა. Pepperboy პანაზიური რესტორანია და მენიუსგეოგრაფიული, კულტურული თუ საგემოვნო მრავალფეროვნება აზიური კერძების ყველაზე მომთხოვნ დაგამოცდილ მოყვარულებსაც, ორიგინალური გადაწყვეტებით და მუდმივი სიახლეებით აკვირვებს. პანაზიურიგულისხმობს არა აზიის რომელიმე ქვეყნის ეთნიკურ სამზარეულოს, არამედ მენიუს, რომელიც აერთიანებს კერძებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ესენია: იაპონია, კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და სხვა.Pepperboy ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, როგორც პანაზიური კულინარიის პიონერი.  მან,მანამდე უცნობ კერძებთან და კულტურებთან ზიარებით, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთ სივრცეშითავმოყრით, განსხვავებული კულინარიული გამოცდილების შექმნა შეძლო.თინა ხაფავასთვის რესტორანი გახსნისთანავე საყვარელ ადგილად იქცა, რომელსაც მეგობრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა. პანდემიამ მთელი კულინარიული ინდუსტრია დააზარალა და გამონაკლისი არც Pepperboy აღმოჩნდა. სწორედ პანდემიის პერიოდში გაიცნო თინამ რესტორნის დამფუძნებელი და შეფი ანა დონდუა და ზუსტად მაშინ გაჩნდა Pepperboy-ს ბაზარზე დაბრუნების იდეა.„ეს ყველაფერი იოლი არ იყო. გახსნას წინ ერთწლიანი მოსამზადებელი პერიოდი უძღოდა. სწორედ ეს დროდასჭირდა კონცეფციის და მენიუს განახლებას, რებრენდინგს, დიზაინის და, რაც მთავარია, ინვესტიციის მოძიებას.2018-ში გახსნილ რესტორანს სამზარეულოს მრავალფეროვანი და მდიდარი  კონცეფცია გამოარჩევდა.პარტნიორებმა, დიდი ფიქრის და მსჯელობის შედეგად, გადაწყვიტეს  ახალ რესტორანს ბარის და კერძოდ მიქსოლოგიის კონცეფციაც ასეთივე მრავალფეროვანი ჰქონოდა და რესტორნის სტუმრებისთვის, სასმელების შემთხვევაშიც, გასტრონომიული გამოცდილების მთელი პალიტრა შეეთავაზებინათ.დამფუძნებლებმა ოქროს შუალედის პოვნა მოახერხეს – მათ განაახლეს კონცეფცია და თავიანთი ხელწერა კიდევუფრო მკაფიო გახადეს, როგორც სამზარეულოს მიმართულებით, ისე ბარის მრავალფეროვანი შეთავაზებებით დაუნიკალური კოქტეილებით. რა თქმა უნდა, ბრენდის ფილოსოფია კვლავ უცვლელი რჩება და დამფუძნებლებიც და სრულიად „ფეფერბოის“ გუნდიც ბრენდის ცენტრალურ იდეას ერთგულად ემსახურება. „ფეფერბოი“  ცდილობს მის სტუმრებს შესთავაზოს დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება გამორჩეული და საინტერესო კულინარიული და მიქსოლოგიური გადაწყვეტებით, განსხვავებული და მეგობრული მომსახურებით და გარემოთი.„ჩვენ მუდმივად საკუთარ  თავზე ვმუშაობთ, გვსურს, რომ ყოველი სტუმრის ვიზიტი სასიამოვნოგამოცდილებად ვაქციოთ, და ჩვენი მიზნის და ჩვენი საოცარი მეგობრების ერთგული ვრჩებით. ჩვენი მიზანია საქართველოს გასტრონომიულ სცენაზე ლიდერები გავხდეთ, შევქმნათ ყველასთვის საყვარელი ბრენდი და ადგილი, სადაც ახალი აღმოჩენებისთვის ისევ და ისევ ბრუნდები“, - ამბობს თინა.პირველი, რასაც რესტორნის სტუმარი ამჩნევს, მენიუს მრავალფეროვნებაა - იაპონური რამენი, კორეული ფერმენტირებული კიმჩი, ტაივანური ფაფუკი ბაოები, პად ტაი და სხვა. „ჩვენი მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის - სეზონების და ინსპირაციების მიხედვით იცვლება, მუდმივად ახალი და საინტერესო კერძები ემატება “ - ამბობს თინა და აგრძელებს - „ჩემი პარტნიორი და „ფეფერბოის“ შეფი დეტალურად სწავლობს ყველა კერძის დამზადების ტრადიციული ხერხებს, მის წარმომავლობას და, მათზე დაყრდნობით, რეცეპტებს თანამედროვე ხედვით და უნიკალური გადაწყვეტებით ქმნის“.კერძების ინგრედიენტების ნაწილი აზიიდან ჩამოდის, ნაწილს - ადგილობრივ ბაზარზე იძენენ, ორგანული სალათები და იშვიათი დასახელების აზიური მცენარეები კი თავად რესტორანში მოჰყავთ - „Spacefarms“-ის „Dots by Spacefarms“-ის მდგრად მოდულარულ ფერმაში.გემრიელი კერძები რესტორნის ერთადერთი ღირსშესანიშნაობა არაა. სივრცე და ინტერიერის დიზაინი ასევეაღნიშვნის ღირსია. Pepperboy ორი, ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებული სივრცისგან შედგება. შიდასივრცე უფრო მონოლითურია, გარე სივრცე კი ბუნებასთან მეტადაა შერწყმული – აქ სტუმარს თბილისურ გარემოსთან ინტეგრირებული აზიური ელემენტები ხვდება.რესტორნის სტუმრები, ასაკობრივად თუ საქმიანობის მხრივ, ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებიან, მაგრამ ყველა მათგანზე ერთის თქმა შეიძლება – Pepperboy-ს სტუმრებს ახალი გემოების აღმოჩენა სურთ და, უმეტეს შემთხვევაში, დარწმუნებული არიან, რომ რესტორანი იმედს არ გაუცრუებთ.„როცა ადამიანებისგან ვისმენთ, რომ ეს მათი საყვარელი ადგილი გახდა, ვხვდებით, რომ სწორ გზას ვადგავართ.შესაბამისად, უფრო მეტი შრომა და თავდადება აღარ გვეზარება. ცხადია, გაფართოებაზეც ვფიქრობთ.დაახლოებით ერთი წელია, რაც თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. თიბისი და „აწარმოე საქართველოში“ ჩვენიბიზნესპარტნიორები არიან. ჩვენი ბიზნესის იდეურ და გეოგრაფიულ გაფართოებაში მათი როლი გადამწყვეტიიქნება“.

1709112126