GE EN
სხვა სიახლეები
ძვირი ფული ჯობს უფულობას - გააჩნია რა შემთხვევაში

01.11.2022-ის  მდგომარეობით, ბანკების სამომხმარებლო პორტფელი 7.5 მლრდ ლარს შეადგენს და მთლიანი დაკრედიტების (₾ 43.2 მლრდ) 17.3%-ია (01.11.2021 – 5.8 მლრდ; 13.97%). წლიური ზრდა კი 29.3%.კალიბრაცია, ეს მოქნილი კალათა, ბანკების ზედამხედველობაში 2016 წელს გამოჩნდა და 2022 წელს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ის გულისხმობს სხვადასხვა პარამეტრების ცვლილების საზედამხედველო პაკეტს. აქ შედის  ბოლო დროის სასესხო რეგულაციები, მ.შ  PTI –ის 50%-დან  25% -მდე შემცირების, ნაკლებშემოსავლიანი მსესხებლისთვის (≤ ₾1 500); ცვლადგანაკვეთიანი სესხის  3% -იანი გადაზღვევის (მსესხებელს რომ მეტობით შემოსავალი მოეთხოვება: გადახდისუნარიანობის +3%-ით შეფასება, სესხის გაძვირებისას 1,2 ან 3%-ით დაფარვა რომ არ გაუჭირდეს); იპოთეკის 15-დან 10 წლამდე და სამომხმარებლო სესხის 4-დან 3 წლამდე დამოკლევადიანების; ლარის პორტფელიანი (სესხი/დეპოზიტი) ბანკების წახალისების და სავალუტოს შეზღუდვის... ამავე კალათაშია კაპიტალის ბუფერები, მ.შ. სისტემური ბანკებისთვის (TBC/BOGG/LB). მალე კალათას კონტრციკლური  ბუფერიც დაამძიმებს. რაც მსესხებლის ტვირთსაც ამძიმებს, იმის მიუხედავად, რომ სებ-ს ეს მათი ტვირთის შესამსუბუქებლად უნდა.სებ-ის პრეზიდენტს ბევრჯერ უთქვამს, რეალობა როცა ქმნის ერთადერთ გამოსავალს, ფულის გაძვირება ჯობს უფულობასო. მაგრამ მსესხებლისთვის არა. ₾1 500 შემოსავლიანისთვის გამოსავალი არ არსებობს, რადგან გამოუვალ მდგომარეობაშია. გაძვირებულ სესხს თუ აიღებს, დასაფარი ფული აღარ ექნება.სებ-ის სტატისტიკით, ბანკების საცალო პორტფელში ყველაზე მეტი გაფუჭებული სესხი სამომხმარებლოა (6% - 400 მლნ ლარის ფარგლებში). მ.შ. ყველაზე მეტი - 4.4% ლიბერთის პორტფელში. 

1670000880

ევროკავშირის ახალი კანონმდებლობით რუსული აქტივების ჩამორთმევა მარტივდე...

კანონპროექტის მთავარი მიზანია სანქციების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად აქციოს - წერს Bloomberg.აღნიშნული ინიციატივის კიდევ ერთი მიზანია, გაკონტროლდეს რუსული ფულადი ნაკადები. ამჟამად ევროკავშირის მასშტაბით ანტირუსულ სანქციებზე სხვადასხვა წესებია, რაც ართულებს როგორც დასანქცირებას, ასევე სანქცირებული აქტივების მართვას.

1669986469

პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის – ომის პარალელურად

პუტინის პრეს–მდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი ,,გახსნილი იყო და არის მოლაპარაკებისთვის’’.

1669985955

პუტინს რუსები ნაკლებად, მაგრამ მაინც ენდობიან

პუტინის მოღვაწეობას დადებითად რუსეთის მოსახლეობის 74,1% აფასებს.რუსეთის მთავრობის საქმიანობით მოსახლეობის 48%, ხოლო პრემიერ მიშუსტინის მუშაობით 51,6%–ა კმაყოფილი. 

1669984019

ირაკლი ლექვინაძეს საერთაშორისო ფორუმზე კონკურენციის პოლიტიკის რეფორმირ...

ირაკლი ლექვინაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.„კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით, სააგენტოსა და სექტორის მარეგულირებელ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2020 წელს, კონკურენციის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მარეგულირებელი ორგანოები  საკითხს სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით შეისწავლიან.კანონმდებლობის შესაბამისად, მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა საკითხის შესწავლის ყველა ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს. ეს იქნება საქმის მასალებზე წვდომა, ახსნა-განმარტებით და შემაჯამებელ მოსმენებში მონაწილეობა თუ შესაბამისი პოზიციების, გადაწყვეტილებების გაზიარება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი პირი ესწრება.გლობალური ფორუმი ყოველწლიურად პარიზში იმართება და კონკურენციის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

1669982957

თიბისის მხარდაჭერით „პლანტველის“ ბიომეურნეობა კიდევ უფრო გაიზრდება

მანამდე კი იყო ბიომერუნეობის გაშენების რთული, მაგრამ გამოცდილებებით სავსე მცდელობები: 2018 წელს, ადგილობრივ სანერგეში ნაყიდი ჟოლოსა და მაყვლის ნერგები, რომლებიც კომპანიამ ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით 3 ჰა მიწაზე გააშენა, დაავადებული აღმოჩნდა, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს ერთ წელიწადში ბაღების მთლიანად ამოთხრა და დაავადებული ნიადაგის მკურნალობა მოუწიათ.თუმცა, მანანა ანჯაფარიძე ზარალს და წარუმატებლობას არ შეუშინდა და იტალიელი კონსულტანტის, ფრანკო ზენტის რჩევით და დახმარებით, იგივე მიწაზე, ახლა უკვე იტალიური მარწყვის რემონტანტული ჯიშის ნერგების გაშენება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანა და ერთი წლის თავზე ყველა დაარწმუნა, რომ მის მიერ დაწყებული უკომპრომისო, შრომატევადი და სირთულეებით სავსე საქმე - ბიოპროდუქტის წარმოება - სასარგებლოს გარდა მოგების მომტანიც იყო.თიბისისა და ბიომეურნეობა „პლანტველის“ ურთიერთობა სწორედ 2019 წელს დაიწყო, როცა მანანა ანჯაფარიძე მარწყვის მეურნეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაზე ზრუნვას შეუდგა, თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტით მეურნეობა ტრაქტორით, ღობით, შიდა გზებით, 150 მეტრიანი ჭაბურღილითა და  რეზერვუარებით, სველი წერტილებითა და საჩრდილობლით აღჭურვა და მეურნეობაში ადგილობრივები დაასაქმა.პარტნიორობა ამით არ დამთავრებულა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მარწყვის  ძირები გაცილებით ჯანმრთელი და ნაყოფიერი იქნებოდა, თუკი მას იტალიურივე კონსტრუქციით გადახურავდნენ. თბისისი მხარდაჭერითა და ფრანკო ზენტის რჩევით, „პლანტველიმ“ ეგრეთ წოდებული გვირაბული სისტემის სათბურები იტალიიდან საქართველოში ჩამოიტანა და ნატახტრის ბიომეურნეობაში დაამონტაჟა.„ჯიშებმა, რომლებიც ჩვენ იტალიიდან ჩამოვიტანეთ, ნატახტარში ძალიან კარგად იხარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ მაინც უჭირთ ზაფხულის ცხელი დღეების, ჭარბი ნალექებისა და ქარების გაძლება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ცოტა ჩვენც დავეხმაროთ მარწყვს იმ პროცესების გავლაში, რაც მას  სჭირდება იმისთვის, რომ უხვი და ჯანსაღი ნაყოფი მოგვცეს. გვირაბული სათბურები სპეციალურად მარწყვის კულტურაზეა გათვლილი, მას აქვს სპეციალური, დამცავი ფირი და მზისგან დამჩრდილავი ბადე, რომელიც იცავს მას ზედმეტი სიცხისგან. მარწყვი დაცულია, ასევე, სეტყვისგან და ქარისგანაც, რომელიც განსაკუთრებით საშიშია სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო. თიბისის დახმარებით შარშან დავამონტაჟეთ ეს სათბურები და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს პრობლემებიც მოგვარებულია. პირველი წელია, რაც მოსავალი მივიღეთ - 1ჰა-ზე 20ტ. მარწყვი, რაც საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი რაოდენობაა. ამავდროულად, პირველი წელია, მოგებაზეც გავედით. მომავალ წლებში კი უფრო მეტ მოსავალს ველოდებით,“ - ამბობს მანანა ანჯაფარიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორი ტექნოლოგიის და მეთოდების გამოყენებით მარწყვის მეურნეობა გაცილებით მომგებიანი ბიზნესი გახდება, ვიდრე დღეს არის.თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, შემდეგ წლებში „პლანტველი“ მარწყვის რემონტანტული ჯიშებისგან კიდევ უფრო მეტ მოსავალს ელოდება. გეგმა კი სათბურებში დამატებით სავენტილაციო სისტემის დამონტაჟებას გულისხმობს, რომლის დახმარებითაც შიდა სივრცეში ტემპერატურის გაკონტროლება იქნება შესაძლებელი. ამ სისტემამ კი მზის ენერგიაზე უნდა იმუშაოს, შესაბამისად, მანანა ანჯაფარიძე „პლანტველის“ მეურნეობაში მზის პანელების დამონტაჟებასაც აპირებს.გარდა ამისა, კომპანია მეურნეობის გაფართოებას და ბიზნესის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს. მალე „პლანტველი“ ტურისტებსაც უმასპინძლებს.

1669982556