GE EN
სხვა სიახლეები
სახაზინო ვალდებულებების მოცულობა 22%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის წილი სახაზინო ვალდებულებების მფლობელთა სტრუქტურაში 2 388 600 000 ლარია და წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 23%-ით არის გაზრდილი. წინა თვესთან შედარებით კი ცვლილება არ ფიქსირდება.საქართველოს კომერციული ბანკები, ჯამში ფინანსთა სამინისტრო 4 328 800 000 ლარის ფასიან ქაღალდებს ფლობენ, რაც 2022 წლის ნოემბერთან შედარებით 13%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1,7%-ით არის გაზრდილი.საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები, წინა წელთან შედარებით  ორჯერ და მეტად გაიზარდა  (+104%) და 1 019 900 000 ლარს შეადგენს. მონაცემები, წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.სახაზინო ობლიგაციების მფლობელთა სტრუქტურაში, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 9%-ით შემცირდა არარეზიდენტი კლიენტების ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდები და ამჟამად 234 000 000 ლარის ფასიან ქაღალდებს ფლობენ. 

1701425425

ბანკების 10 თვის წმინდა მოგება 2,3 მლრდ ლარამდეა

1.11.2023- ის მდგომარეობით, სექტორის მთლიანი აქტივები 76 მლრდ ლარამდეა. სისტემა უკვე 16 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი. აქედან 2 ციფრული ბანკია  "პეისერა" და "ჰეში"."ჰეშმა" ლიცენზია ნოემბერში მიიღო და  2024 წლის ივნისამდე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს. რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობა ეზღუდება.11m/2023-ის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 11.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.4%-მდეა .

1701423257

„წერეთლის მექსიკურის“ ბრენდის მოპარვისთვის კომპანიები დააჯარიმეს

სააგენტოს ცნობით, მათ შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა, დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებისა და ქმედების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 5 მოკვლევა - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედან, 1 შემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, 1 შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, 3 შემთხვევაში დარღვევა დადგინდა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. მოკვლევა ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, საზღვაო გადაზიდვების, ავტოტექნიკური ინსპექტირების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.ამავე პერიოდში, 6 საქმეზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ დროსთვის, სააგენტო ფარმაციის, კინოთეატრების ელექტრონული რეალიზაციის, ავტოსადგომების და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით ოთხი მოკვლევის პროცესს აწარმოებს.

1701420790

სები ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20–გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი. საიტზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებგვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება. 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ.).სები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.

1701419461

Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორაციული სოციალ...

1992 წლიდან Euromoney-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა საბანკო და საფინანსო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენასა და აღიარებას, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.წელს განსაკუთრებული ყურადღება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას დაეთმო. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დასახელდა.საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, როგორებიცაა განათლების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.ამ კუთხით, ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის, განათლების მიმართულებით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს.ფინანსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნაა.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს. ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 8 რეგიონში უკვე 20 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-მე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებსა და  პროექტორებზე. ასევე, იდეათეკებში შექმნილია STEM კუთხეები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღების შესაძლებლობას.ამასთან, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება სამი - ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში.საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ბანკმა სულ ახლახან, სასტიპენდიო პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, 14 პარტნიორ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული პრიორიტეტული მიმართულებით სწავლისას. პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებისა და STEM მიმართულებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM-ის ონლაინ სკოლის პროექტს ახორციელებს.გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს სხვადასხვა ოლიმპიადას, განათლების ფესტივალს, გამოფენასა თუ ჰაკათონს. წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველო ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა.ეს საქართველოს ბანკის პორტფოლიოში არსებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას, ყოველწლიურად იზრდება განხორციელებული პროექტების მასშტაბები და იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლისთვისაც საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს ქმნის.საქართველოს ბანკი არ ჩერდება და სფეროს ექსპერტებთან გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობის შედეგად მრავალი ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. 

1701419000

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია გაა...

შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, რომელმაც 2023 წლის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები შეაჯამა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის მომავალი გეგმები გააცნო.„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, ჩვენ შევაჯამეთ 2024 წლის ტურიზმის სტრატეგია, კერძო სექტორთან ერთად დავგეგმეთ საერთო აქტივობები, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია, გავხსნათ ახალი მიმართულებები, მოვიზიდოთ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ტურისტები. ძალიან მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია კერძო სექტორის ხედვასთან და ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ  ძალიან მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა ვიმსჯელეთ ტურიზმის აღდგენის დინამიკის, მარკეტინგული კამპანიების, ტურისტული ბაზრების შესახებ, თუ რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი. ასევე გავეცანით სტატისტიკურ მონაცემებს, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი და კომუნიკაცია გვქონდა სახელმწიფო ორგანიზაციებთან“, - განაცხადა სასტუმრო Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure-ის წარმომადგენელმა ალექსანდრა პოპსუევამ.ამერიკის სავაჭრო პალატის ტურიზმის კომიტეტის შეხვედრას სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიებით, ახალი ავიარეისების დანიშვნით და ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებით.

1701418575