სხვა სიახლეები
Superflex - მანქანის ფლობის ინოვაციური გზა Europcar-ისგან

თუკი მომხმარებელს ავტომობილის ყიდვისას საბანკო, სალიზინგო ვალდებულებების აღება ან ბიუჯეტის ერთიანად მობილიზება უწევდა, Superflex საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდოს ეს პროცესები და სასურველი ავტომობილით მისთვის მისაღები პერიოდით ისარგებლოს, ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულების გარეშე. Superflex-ის მომხმარებელი მხოლოდ შესაბამისი პაკეტის ყოველთვიურ საფასურს გადაიხდის და შეძლებს გამოიყენოს სხვადასხვა მარკის ავტომობილი.Superflex-ში ავტომობილები 4 კატეგორიადაა დაყოფილი. ესენია: Family Class, Business Class, Premium და Elite Class. Elite Class-ის კატეგორიაში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ისეთი მოდელები, რომლებიც დღიური გაქირავების სერვისში ხელმისაწვდომი არ არის. მათ შორის, პორშეს ავტომობილები და ტოიოტა LC300. Superflex-ის მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა მიეცემა, შეცვალოს ავტომობილი. მაგალითად, Family კლასის შემთხვევაში, თვეში 3 დღის მანძილზე შეუძლია ისარგებლოს როგორც ბიზნესკლასის, ისე პრემიუმ- თუ ელიტკლასის მანქანებით. „ევროპქარის“ დირექტორი სანდრო საყვარელიძე: „მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ავტომობილის ფლობის მსგავსი მოდელი საკმაოდ პოპულარულია. გვიხარია, რომ საშუალება მოგვეცა, ეს პროდუქტი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გავხადოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ  Auto subscription თანამედროვე და ინოვაციური მიდგომაა, რომელიც ცვლის ავტომობილის შეძენისა თუ მოხმარების ტრადიციულ გზებს და მომხმარებელს გაფართოებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. SuperFlex-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია სხვადასხვა კლასის მანქანებით და მაქსიმალური მოქნილობისთვის მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, სურვილისამებრ შეცვალოს და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოცადოს სხვადასხვა მოდელი. თითოეულ კატეგორიაში ქვეჯგუფებად არის წარმოდგენილი ელექტრომანქანები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია ქვეყანაში მნიშვნელოვანია“.Superflex-ით სარგებლობა მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს გულისხმობს, ისეთს, როგორიცაა სასურველი მანქანის შერჩევა, დაზღვევა, მანქანის სრული სერვისი, ტექნიკური მხარდაჭერა 24/7-ზე და სეზონური საბურავები. მანქანის ცვლილების შემთხვევაში კი სასურველ დროსა და ადგილას მანქანის მიყვანის სერვისი. Auto Subscription-ის მომხმარებელს, ლიზინგისა თუ სხვა საბანკო პროდუქტებისგან განსხვავებით, არანაირი ხანგრძლივი ვალდებულება არ გააჩნია და მინიმალური ქირავნობის პერიოდის გასვლის შემდეგ თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში არ უწევს ჯარიმის გადახდა. ამასთანავე, საოპერაციო ლიზინგისგან განსხვავებით, პროდუქტით სარგებლობის საშუალება უკვე ფიზიკურ პირებსაც აქვთ.Superflex მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად გამოცადოს სხვადასხვა ავტომობილი, ისიამოვნოს მართვის უნიკალური შესაძლებლობებით და თავიდან აირიდოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზრუნავი.Europcar-ის Auto Subscription-ით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.---Europcar Georgia საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის, ასევე სატრანსპორტო მომსახურება და ახლა უკვე საქართველოში პირველად Europcar-ი თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

1664806531

გლობალური პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე - „თეგეტა მოტორსმა“ ლუის ჰამილ...

Petronas-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოო ჯამში, „თეგეტამ“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა.„ბოლო პერიოდის განმავლობაში „პეტრონასთან“ თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით მათ ოფიციალურ წარმომადგენლობებთან. როგორც მოგეხსენებათ, „თეგეტა ჰოლდინგი“ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს. საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებაზე „თეგეტა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც ზრუნავს. მათთვის მნიშვნელოვანი იყო მსხვილი, სანდო და გამოცდილი პარტნიორი, შესაბამისად, არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, თუმცა შევძელით, გვეჩვენებინა ჩვენთან თანამშრომლობის  უპირატესობები“, - აცხადებს თენგიზ ლელუჩაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.„თეგეტა მოტორსში“ უკვე შესაძლებელია Petronas-ის მსუბუქი ავტომობილების პრემიუმ ხაზის ზეთების Syntium-ის შეძენა, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Petronas Syntium Cooltech+ გაგრილების ტექნოლოგიით შექმნილია იმისათვის, რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს ძრავის პოტენციური ენერგია. 3%-ით უფრო ეფექტური წვის მეშვეობით კი ძრავის ეფექტიანობა მაქსიმალურია,  რის შედეგადაც უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება ნაკლები წვითაა შესაძლებელი.სწორედ ამიტომ Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas Syntium-ის მომხმარებელია. ავტომრბოლელი თავის სარბოლო Mercedes-ის ძრავის ავტომობილში სწორედ Syntium-ის ზეთს იყენებს, რაც მის ისედაც ძლიერ ავტომობილს, დამატებით, გამარჯვებისთვის საჭირო შესაძლებლობებს სძენს. „გაგრილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი პოტენციალი ვაჩვენოთ. უნდა ვაკონტროლოთ სიმხურვალე და შევინარჩუნოთ სიგრილე. მეტი ენერგია და ნაკლები დაბინძურება“, - ასე აფასებს F1-ის ლეგენდარული პილოტი ლუის ჰამილტონი Syntium-ს.აღსანიშნავია, რომ Syntium ასეთი მაღალი ეფექტიანობით არა მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს, არამედ მსუბუქ ავტომობილებსაც უზრუნველყოფს. მისი უპირატესობა ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და ფასია. რაც შეეხება მახასიათებლებს, გასათვალისწინებელია ის, რომ „პეტრონასის“ ზეთი ყველა საავტომობილო ბრენდში გამოიყენება.PETRONAS SYNTIUM-ის ასორტიმენტი, რომელიც პირველად 1997 წელს გამოჩნდა, დღეს აღიარებული, დამტკიცებული და აკრედიტებულია ძირითადი ავტომწარმოებლების მიერ. ძრავის ზეთების მაღალი ხარისხი ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს აჭარბებს, როგორებიცაა ILSAC GF-4 და API SM.„შემდეგი ეტაპი უკვე ასორტიმენტის გაზრდაა, რაზედაც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ „პეტრონასის“ სხვადასხვა ძირითადი ხაზის პროდუქციის შემოტანასაც, ისეთების, როგორებიცაა სატვირთო და სპეცტექნიკისთვის საჭირო საპოხი საშუალებები“, - ამბობს „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.კომპანიასთან „თეგეტა“ არა მხოლოდ ასორტიმენტის ზრდაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, არამედ ამბიციური გეგმის განხორციელებასაც გეგმავს, რომლის თანახმადაც, „თეგეტა“ Petronas-ს მთელ რეგიონში წარმოადგენს.„პეტრონასისთვის“ ჩვენი რეგიონი საკმაოდ საინტერესოა. ბრენდი  არაერთ მსხვილ ქალაქშია წარმოდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რომ „თეგეტა“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში იყოს მათი პარტნიორი. „პეტრონასთან“ ერთად, რეგიონის ბაზარზე გასვლა ჩვენი სამომავლო, ამბიციური გეგმის ნაწილია“, - აცხადებს ლელუჩაშვილი.ცნობისთვის, დღეისათვის „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც ბაზარზე თითქმის 30 წელია ოპერირებს, 300-მდე საერთაშორისო ბრენდის პარტნიორია და რეგიონში 150,000-მდე დასახელების პროდუქტის მიმწოდებელია. „პეტრონასთან“ პარტნიორობა „თეგეტას“ პორტფელში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მომხმარებლებისთვის, დამატებით, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებას გულისხმობს.1974 წელს დაფუძნებული „პეტრონასი“ კი, გლობალური მასშტაბით, ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიას შორის წამყვან პოზიციას იკავებს. „პეტრონას ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი PETRONAS LUBRICANTS INTERNATIONAL (PLI) ფლობს და ოპერირებას უწევს შერევისა და შევსების 10 ობიექტს მთელ მსოფლიოში. მათი ჯამური კომბინირებული წლიური წარმადობა კი 800,000 ტონაა. Petronas-ის 30-ზე მეტი წარმომადგენლობა 23 ქვეყანაში მუშაობს.--„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

1664800450

დუმამ უკრაინის 4 რეგიონის რუსეთისთვის მიერთება დაამტკიცა

ხელშეკრულებებს კრემლში 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი.დუმის მიერ რატიფიკაციის შემდეგ, სამშაბათს, 4 ოქტომბერს, დოკუმენტები ფედერაციის საბჭომაც უნდა დაამტკიცოს.უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიამ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კვირას საგანგებო სხდომაზე დაუჭირა მხარი. 

1664798516

1 კგ ალექსანდროულის და მუჯურეთულის სუბსიდია 4 ლარს შეადგენს

კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით.ამასთან,  სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა  ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთვლის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო)  პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ.

1664796512

რუსეთში უმდიდრესი ადამიანების დანაკარგები დაითვალეს

3 ოქტომბრის მდგომარეობით რეიტინგში რუსეთის 27 მოქალაქე შედის, რომელთა კაპიტალის ჯამური მოცულობა $299,34 მლრდ–ს შეადგენს. მათ შორის ყველაზე მდიდარია ნორნიკელის მფლობელი ვლადიმირ პოტანინი: წლის დასაწყისიდან მისი ქონება $2,17 მლრდ–ით შემცირდა $28,7 მლრდ–მდე. ყველაზე მეტი იზარალა რენოვას მფლობელმა ვიკტორ ვეკსელბერგმა – მისი ქონება $7,24 მლრდ–მდე შემცირდა.Forbes–მა სექტემბრის ბოლოს განაახლა უმდიდრესი ამერიკელების რეიტინგი. ტოპ–400–ში პირველ ადგილზე ილონ მასკია $251 მლრდ–ით. მეწარმემ პირველი ადგილი Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს წაართვა, რომელიც ზედიზედ 4 წლის განმავლობაში ლიდერობდა რეიტინგში.

1664793437

უკრაინის ომის შედეგებზე რეაგირება IFC-ის ახალი რეგიონული დირექტორის პრ...

როგორც ევროპის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო გარსია მორამ აღნიშნა: „რანა კარადშეს დიდი ცოდნა და გამოცდილება უმნიშვნელოვანესი აქტივი იქნება ისეთ დროს, როცა COVID-19-ით უკვე დასუსტებული ევროპა არაერთი შოკის წინაშე დგას - ომი უკრაინაში, ენერგეტიკული კრიზისი, ფინანსური პირობების გამკაცრება და სხვ.  დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით IFC შეძლებს ღონისძიებების დაჩქარებას კერძო სექტორის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გააფართოებს პროგრამას რეგიონის „მწვანე“, მედეგი და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად.“რანა კარადშე შეერთებული შტატების და იორდანიის მოქალაქეა. მას საერთაშორისო ფინანსების სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს და  არც თუ დიდი ხნის წინ ეკავა IFC-ის მრეწველობის, აგრობიზნესის და მომსახურების რეგიონული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში. მანამდე ის IFC-ის მენეჯერი იყო სინგაპურში.ქ-ნი კარადშე ფლობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში. ახალი რეგიონული დირექტორის პრიორიტეტებს შორის იქნება მაღალი შედეგების მქონე ე.წ. „მწვანე“ პროექტები, ასევე ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიები და ფინანსური ინკლუზიურობა.ახალ როლის შესახებ რანა კარადშემ აღნიშნა: „ომის ფონზე, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევს ევროპაში COVID-19-ის გრძელვადიან ზემოქმედებასთან ერთად, IFC-ისთვის მნიშვნელოვანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა კერძო სექტორის, მთავრობის და პარტნიორების ჩათვლით. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონის ქვეყნებს კრიზისიდან გამოსვლაში, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნაში.“მან ასევე განაცხადა: „IFC-ის მიზანი მცირე ბიზნესის, რეგიონის ეკონომიკის საყრდენის,  მათ შორის, ქალი მეწარმეების მხარდაჭერაა, რაც მათთვის დაფინანსებაზე წვდომის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე მნიშვნელოვანია კლიმატზე ორიენტირებული ინვესტიციები, სამუშაო ადგილების და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, და გრძელვადიან პერსპექტივაში დეკარბონიზაციის და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის ამაღლების ჩათვლით.“განვლილი ფისკალური წლის განმავლობაში (რომელიც 30 ივნისს დასრულდა), ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე IFC-მ რეგიონის კერძო სექტორში დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. კლიმატზე ორიენტირებულმა ინვესტიციებმა რეგიონში IFC-ის გრძელვადიან ინვესტიციებში რეკორდულ ნიშნულს - 74 პროცენტს მიაღწია. გარდა ამისა, IFC-მ 128 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ღირებულების  საკონსულტაციო მომსახურება გასწია 62 პროექტის ფარგლებში. ამ პროექტების მიზანი რეგიონში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ბაზრის შექმნა იყო.IFC-ის შესახებ:IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2022 საფინანსო წლის განმავლობაში, IFC-მ განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში რეკორდული, 32.8 მილიარდი აშშ დოლარის  მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რათა კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი შეესრულებინა უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში, სხვადასხვა კრიზისების შედეგებთან ქვეყნების ბრძოლის პარალელურად.

1664791443