GE EN
სხვა სიახლეები
დიდთოვლობა და IT ხარვეზი საბაჟოზე „დარიალი“ – საქართველო–რუსეთის საზღვ...

„საქართველოს სასაზღვრო სამმართველოს თხოვნით, ინფორმაციულ სისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე „დარიალი“ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა საგანგებო განკარგულების გაცემამდე დარჩება ძალაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

1702017407

მიმოქცევაში ლარის მასა შემცირდა

ბოლო 2 საანგარიშო თვეში, წინა 9 თვისგან განსხვავებით გაყიდვები ჭარბობდა. იანვარ-სექტემბრის წმინდა შესყიდვები კი $1.472 მილიარდს შეადგენდა.ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა ₾18 მლნ -ით შემცირდა, ნოემბერში კი განაღდებებმა დაიკლო 100 მლნ-ზე მეტით. შესაბამისად მიმოქცევაში ლარი, 5.5 მილიარდამდე შემცირდა.ოქტომბერ-ნოემბერში განაღდებებებით და სხვა ოპერაციებით სისტემას ₾1 მილიარდზე მეტი მოაკლდა, მათ შორის  სავალუტო აუქციონებზე სებ-ის ტრანზაქციებით,230 მლნ ლარამდე.თუმცა ამასთან სხვა ინსტრუმენტებით და კომპონენტებით, მათ შორის რეფინანსირების და ერთთვიანი სესხებით (400 მლნ-მდე) 650 მლნ ლარზე მეტი ლიკვიდობა მიეწოდა.სებ-ის  "თვის მიმოხილვით" ოქტომბერში მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 125.6 მლნ ლარით, 147.3 მლნ ლარამდე გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონით 84.9 მლნ აშშდოლარი გაყიდა. ~მთლიანობაში, ოქტომბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 35.6 მლნ ლარით, 1.07 მილიარდამდე გაზარდა.

1701962940

სათხილამურო სეზონი 20 დეკემბრიდან იხსნება - აბონემენტი 5 ლარიდან იწყებ...

საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში, დამსვენებლები 9 დეკემბრიდან ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.მათ შორის, კურორტ გოდერძიზე, 9 დეკემბრიდან ჩაირთვება საბაგიროები: ჭანჭახი და ზანკა, გაიხსნება ტრასები: იაილა და იაილა 1, რომლებიც ორშაბათი-პარასკევი 10:00-16:00, ხოლო შაბათი და კვირა - 10:00-17:00 იმუშავებენ.ხოლო გუდაურში დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.აბონემენტი ხელმისაწვდომია კურორტის სალაროში. გასული სეზონების მულტიქარდის მფლობელები ახალი აბონემენტის გააქტიურებას იმავე ბარათზე შეძლებენ6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.ერთჯერადი ასვლა 5 ლარი ღირს, ერთდღიანი 30 ლარი, ერთკვირიანი 160 ლარი, ხოლო სეზონური 210 ლარი. ოთხი კურორტის სეზონური მულტიპასი 650 ლარია.

1701953954

ბაიდენი ამერიკელ სტუდენტებს თითქმის $5 მლრდ–ის სესხს გაუნულებს

აშშ-ის განათლების მდივანმა მიგელ კარდონამ თავის განცხადებაში ახსენა, რომ ხელისუფლებაში ბაიდენის მოსვლამდე არსებობდა მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა უფლებამოსილ პირებს მიეღოთ სტუდენტური ვალის შეღავათი. იგი ხაზს უსვამს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ვალების განულების მოცულობა უპრეცედენტოა.გარდა ამისა, 34 400 მსესხებელს, რომლებიც საჯარო სამსახურში ათი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, $2,6 მლრდ–ის სესხი გაუუქმდებათ, განაცხადა აშშ-ის განათლების დეპარტამენტში.ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ დროისთვის, 3,6 მილიონზე მეტ ამერიკელს,  თითქმის 132 მილიარდი დოლარის სტუდენტური დავალიანება გააუქმა.შეგახსენებთ, რომ ამერიკაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს იგეგმება.  ,,ეს ქმედებები, სავარაუდოდ,  პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელახალ არჩევაში დაეხმარება“, – ამბობს უმაღლესი განათლების ექსპერტი მარკ კანტროვიცი.რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატები სტუდენტური სესხების პატიებას ეწინააღმდეგებიან.ნიუ ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა კრის კრისტიმ განაცხადა, რომ ბაიდენს არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა სტუდენტური დავალიანება კონგრესისგან წინასწარი ნებართვის გარეშე.შეგახსენებთ რომ ბაიდენმა 2022 წელს სტუდენტური სესხის პატიების გეგმა წარადგინა, რომელიც უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ  უარყო. ეს გეგმა დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ღირებულებით, ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი უნდა ყოფილიყო.ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მხარი დაუჭირა.„უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ პრეზიდენტ ბაიდენს არ შეუძლია წაშალოს ასობით მილიარდი, შესაძლოა ტრილიონი დოლარი სტუდენტური სესხის ვალი, რაც ძალიან უსამართლო იქნებოდა მილიონობით ადამიანის მიმართ, რომლებმაც შრომისმოყვარეობითა და მონდომებით გადაიხადეს ვალი“, - თქვა ტრამპმა ივნისში საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე.ცნობისთვის, მსგავსი პროექტი 15 სექტემბერს საქართველოში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააანონსა. მისი თქმით, სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ. ეს განცხადება მან მთავრობის მთავრობის სხდომაზე გააკეთა."ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მინდა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ამის შესახებ და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება", - აცხადებდა 15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი.

1701947958

წყლის რესურსების მართვის რეფორმა - ჯივიპიმ და USAID-ის ეკონომიკური მმა...

შეხვედრის მიზანი მედიისთვის წყლის რესურსების მდგრადი მართვის  პოლიტიკისა და  წყლის რესურსების ეფექტური გამოყენების მნიშვნელობის შესახებ ღირებული ინფორმაციის გაზიარება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე სიახლეები  ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა,  USAID/საქართველოს კერძო სექტორის განვითარების ოფიცერმა ჯორდი არიმანიმ, USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა და  ჯივიპისა და USAID-ის წარმომადგენლებმა გააცნეს.,,USAID-თან ერთად მედიის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ინფორმაცია წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ. აღნიშნული კანონი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საქმიანობასა და ზოგადად, წყლის სექტორზე საქართველოში.კანონი ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს წყლის რესურსების მართვისა და მოხმარების მიმართულებით. მიმდინარე ცვლილებები მომდევნო წლებში სრულად დაარეგულირებს წყალმომარაგების სექტორს.” - ხოსე მიგელ სანტოსი, ჯივიპის გენერალური დირექტორი.,,USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა მხარს უჭერს წყლის რესურსების ახალი კანონის შემუშავებას, კანონი ნერგავს ეფექტურ მექანიზმებს, იმისთვის, რომ მოხდეს წყლის რესურსების სწორი მართვა და გამოყენება, ამ სამუშაოების ფარგლებში ჩვენ  ვთანამშრომლობთ ჯივიპისთან, რომლის ახალი მფლობელის, აქუალიას გლობალური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კანონმდებლობის დანერგვის პროცესში.დღევანდელი ღონისძიება დიდი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ამოცანაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წყლის რესურსების მდგრად მოხმარებასთან დაკავშირებით.“ - USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე,ნინო ჩოხელი.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ყოველდღიურად 600 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, შესაბამისად, ნებისმიერი სახის რეფორმა, რომელიც ეხება წყლის რესურსების მართვას, გავლენას ახდენს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოების ინფორმირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“ - ზურა ალფაიძე, ჯივიპის ტექნიკური განვითარების და სისტემების დირექტორი.2023 წლის მარტში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს წყლის რესურსების მართვის რეფორმის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ. მედიასთან გამართული ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასა და gwp-ს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ნაწილია.

1701945413

ირაკლი ქარქაშაძე 2023 წელს ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიულს უ...

,,სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ავიაციის სექტორში დასაქმებულ ყველა პროფესიონალს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიას. წლევანდელი წელი კი ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო და კომერციული ავიაციისთვის, რომელსაც 100 წელი შეუსრულდა, ნამდვილად ისტორიულია.ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ბევრი გამოწვევითა თუ გამარჯვებებით, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით. მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამოქალაქო ავიაციისთვის  ყველაზე მთავარი გამოწვევა - COVID პანდემია. თუმცა, ავიაციის სექტორში დასაქმებულმა თითოეულმა პროფესიონალმა ღირსეულად გადალახა პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენები და დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში გვაქვს პირდაპირი საჰაერო წვდომა 35 ქვეყნის 67 ქალაქის მიმართულებით. საქართველოს ბაზარზე, ამ ეტაპზე, ოპერირებს 50 სამგზავრო ავიაკომპანია, რომელთა მიერ ქართულ ეკონომიკაში შეტანილი წვლილი დიდია.კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს. მადლობა თქვენ, რომ ყოველდღიურად მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი მონდომებით, ღირსეულად უწყობთ ხელს საჰაერო რეისების უსაფრთხო და თანმიმდევრულ განვითარებას. სწორედ თქვენს წარმატებულ საქმიანობაზეა დამოკიდებული სხვა სექტორების მუშაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.“ 

1701942538