თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, „მეზღვაურის განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" კანონში ცვლილებით მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემა ერთიან სტანდარტში მოექცა. მისივვე ინფორმაციით, რეესტრში 20 000 მეზღვაურია რეგისტრირებული ღირსეული დასაქმება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ცვლილება 800 ქართველ მეზღვაურს პოზიციის ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, კაპიტნის და უფროსი მექანიკოსის დონემდე.
იოსელიანმა სამშაბათს აღნიშნა, რომ საქართველოში გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატებს აღიარებულია მსოფლიოს 75 ქვეყანა აღიარებს.
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თანახმად, იმ პირებს, რომლებმაც 2017 წლამდე მიიღეს საზღვაო საშუალო პროფესიული ან საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია (გემთწამყვანი და გემთმექანიკოსი) და მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია განუახლოს ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი.
ცვლილება დაახლოებით 800 ქართველ მეზღვაურს აძლევს შესაძლებლობას, აიმაღლონ პოზიცია კაპიტნის და უფროსი მექანიკოსის დონემდე, რაც ასეთ შემთხვევაში საქართველოსთვის ყოველწლიურად %55 მლნ-ის შემოსავალს უტოლდება.