თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-მა (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) კაპიტალის შემცირების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 349 887 სახაზინო აქცია გააუქმა.

20 აგვისტოს დაწყებული კაპიტალის შემცირების ₾98 მლნ-იანი პროგრამა ჯგუფმა უკვე ამოწურა და მისი ₾51.5 მლნ-ით გაზრდის გადაწყვეტილება 20 ნოემბერს მიიღო. ჯგუფი გაფართოებული პროგრამის დასრულებას 2026 წლის ყოველწლიურ საერთო კრებამდე, სავარაუდოდ მაისამდე გეგმავს.

აღნიშნული გაფართოებული პროგრამის ფარგლებში ჯგუფმა ნოემბრის ბოლოს 67,774 ჩვეულებრივი აქცია გააუქმა, რის შემდგომაც 27 ნოემბრის მდგომარეობით ჯგუფს 43,510,333 ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქცია ჰქონდა გამოშვებული. 1 დეკემბრის მდგომარეობით კი ხაზინაში არსებულ 3 ათასზე მეტ აქცია 9,356 -მდე გაზარდა და ხმის უფლების მქონე აქციების რაოდენობა 43,504,333 -მდე შეამცირა.

20 ნოემბერსვე, ჯგუფმა 3Q25-ის დივიდენდის განაწილების გადაწყვეტილებაც მიიღო, თითო აქციაზე ₾2.65, რომელიც 19 დეკემბრისთვის არსებულ აქციონერებზე 9 იანვარს განაწილდება.