თბილისი (GBC) - სტამბოლში გამართულ საერთაშორისო ფინანსურ ფორუმზე Global Banking & Markets 2025 თიბისი ბრინჯაოს სპონსორად იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მაღალი რგოლის მენეჯერებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და თურქეთიდან. გლობალურ ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი საერთაშორისო და რეგიონული ბანკები, საინვესტიციო ფონდები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი დონის დიალოგს, ახალ პარტნიორობებსა და კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

გლობალურ ფორუმზე თიბისი კაპიტალისა და თიბისი აქტივების მართვის გუნდმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო საინვესტიციო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან. განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და რეგიონული კაპიტალის ბაზრების განვითარების პერსპექტივები.

საერთაშორისო ღონისძიებაზე, სპეციალურ სტენდთან თიბისი ჯგუფის საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა 1000-ზე მეტ მონაწილეს ჰქონდა, რომლებიც რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს ფინანსურ კორპორაციებში წამყვან თანამდებობებს იკავებენ.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოებაზე კი თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით გამოშვებულმა ობლიგაციებმა “წლის გარიგების” ნომინაციაში გაიმარჯვა.

ჯილდო კომპანიამ Georgia Global Utilities (GGU) მოიპოვა, რომელმაც გასულ წელს $300 მლნ-ის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები გამოუშვა.

(R)