თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 2024 წლის მაისის დასაწყისში დაინიშნა.
მანამდე იგი იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
ფინანსთა სამინისტრო გასული წლის მაისში წერდა, რომ ბარნაბიშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, მათ შორის, 2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.