თბილისი (GBC) – „აზოვის“ პოლკის სპეციალური ოპერაციების ძალები ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცალკეული მოიერიშე ბრიგადა.

ამის შესახებ „აზოვის“ დამაარსებელმა, ყოფილმა სახალხო დეპუტატმა ანდრეი ბილეცკიმ განაცხადა.

„ჩვენი საბრძოლო გზა ყველაზე რთული მონაკვეთიდან – ბახმუტიდან იწყება. ამ ომში გადამწყვეტი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ეს კი ახალ მასშტაბებს მოითხოვს. ამიტომ, სამხედრო სარდლობა ჩვენზე დიდ იმედებს ამყარებს“, – თქვა მან.

ბილეცკიმ ასევე თქვა, რომ „ზამთარი ცხელი იქნება“ და რომ „აზოვი“ რუსებს „ბევრ სიურპრიზს“ უმზადებს.