თბილისი (GBC) – ვაშინგტონში საფრანგეთის ლიდერის ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტის დროს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაელაპარაკება პუტინს, ოღონდ NATO–ს წევრებთან კონსულტაციების შემდეგ და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ლიდერი დაამტკიცებს, რომ რეალურად ეძებს ომის დასრულების გზებს. The New York Times წერს, რომ ბაიდენის ეს განცხადება ტრანსატლანტიკური ერთობის მნიშვნელოვანი დემონსტრირება იყო.

მაკრონმა კი განაცხადა, რომ გაზრდის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას და „არასოდეს მოუწოდებს უკრაინელებს ისეთი კომპრომისისკენ, რომელიც მათთვის მიუღებელი იქნება“. პრაქტიკულად, ლიდერები ერთმანეთს ეთანხმებიან: ბაიდენმა თქვა, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის კონფლიქტის დასარეგულირებლად, ხოლო მაკრონმა არაორაზროვანი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს.