თბილისი (GBC) – რუსების ინტერესი უცხო ენების შესწავლაზე მარტი–ოქტომბრის პერიოდში რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ სპეციალისტების საძიებო ონლაინ–სერვისის „პროფი“ კვლევაშია ნათქვამი.

„ჩვენმა ანალიტიკოსებმა მარტისა და აპრილის მაჩვენებლები იანვარ–თებერვალს შეადარეს. გაზაფხულზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ივრითზე (206%), ქართულ (198%), სერბულ (184%), ჩინურ (109%), ბულგარულ (70%), თურქულ (55%) და სომხურ (29%) ენებზე“, – იუწყება „პროფის“ პრეს–სამსახური.

იმის შესახებ, რომ რუსეთში უცხო ენების შესწავლაზე მოთხოვნა ტალღებად იზრდება, რუსულ გამოცემას RBC უცხო ენების ონლაინ–სკოლის Language Life დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა იულია ამლინსკაიამ უთხრა. „მოთხოვნის ტალღები უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირდება“, – თქვა მან.