თბილისი (GBC) – NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მადრიდში მიმდინარეობს, რუსი დამნაშავეების დასასჯელად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხი დააყენეს და რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარეს.

ამის შესახებ ტელეარხი „რადა“ სახალხო დეპუტატ ეგორ ჩერნოვზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მისი თქმით, უკრაინის დელეგაციის წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი – სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ალიანსის წევრმა 30–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ასეთი ორგანო არა მხოლოდ რუსი სამხედროების, არამედ უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უკრაინისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შეიცავს:

– უკრაინისთვის მეტი შეიარაღების გადაცემა;

– კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად;

– რუსეთისგან სეპარაციების ამოღების მექანიზმების შექმნა უკრაინისთვის მიყენებული ზარალის გამო.