თბილისი (GBC) - ოქტომბერში საქართველოში სულ $113.7მლნ-ს 112.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იმპორტირდა,რაც ფულად გამოსახულებაში 50.2%-ით,ხოლო რაოდებობაში 10.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ოქტ: $75.7მლნ-ს 102.2 ათასი ტ).

ამ პერიოდში,საიმპორტო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი 35.1%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან ოქტომბერში 1 ლიტრი ნავთობი და ნავთ.პროდუქტების ფასი 74 ცენტი იყო, წელს ოქტომბერში მისი ფასი 1 დოლარია.

ტოპ პარტნიორი ქვეყნები, მათი წილი და ნავთობის ფასი იხილეთ ცხრილში:

#

ქვეყანა

რაოდენობა $

მოცულობა ტ

წილი

1ლ. საშუალოდ

1

რუსეთი

64.5 მლნ

69.3 ათასი ტ

57%

0.93$

2

რუმინეთი

15.3 მლნ

15.2 ათასი ტ

13.5%

1$

3

ბულგარეთი

10.3 მლნ

10.7 ათასი ტ

9.1%

0.96$

4

საბერძნეთი

9.9 მლნ

8.7 ათასი ტ

8.7%

1.14$

5

თურქმენეთი

5.9 მლნ

6 ათასი ტ

5.2%

0.99$