თბილისი(GBC) - ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ESCO)ინფორმაციით სექტემბერში ელ.ენერგიის მთლიანმა წარმოებამ 1,194 გვტ/სთ. რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.

აქედან თბოელექტროსადგურების გამომუშავებამ 316.5გვტ/სთ შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებამ 870გვტ/სთ,ხოლო ქარის სადგურებმა 7.6გვტ.სთ.

სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტმა 393.3 გვტ/სთ - შეადგინა და ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 98%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ,მაისიდან სექტემბრამდე ექსპორტზე გავიდა 84 მლნ დოლარის ენერგია. ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნულ მონაცემებს GBC-სთან საუბარში აფასებს. არაბიძის შეფასებით ამჟამად დადებითი სალდო გვაქვს, თუმცა წლის ბოლომდე ეს სიტუაცია შეიცვლება, რადგან მოხმარების ზრდა გენერაციას ბევრად ასწრებს.

ენერგეტიკოსის მოსაზრებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების ერთადერთი გზა, ნამახვან ჰესის, ხუდონის, ნესკრას, ასევე 500 მეგავატი ქარის და 1200 მეგავატი მზის პროექტების განხორციელებაა. „სხვაგვარად წლიდან წლამდე მეტი და მეტი  ენერგიის იმპორტის განხორციელება მოგვიწევს“, - აცხადებს არაბიძე.