თბილისი (GBC) – მადრიდში უკრაინის საელჩოს შენობაში ოთხშაბათს აფეთქება მოხდა. ესპანური მედიის ცნობით, საელჩოს თანამშრომელი მსუბუქად დაიჭრა.

წინასწარი მონაცემებით, მან კონვერტი გახსნა, რომელიც მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები და პოლიცია მუშაობს, საელჩოს თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.