თბილისი (GBC) – აშშ–ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით – 4,25–4,5%–დან 4,5–4,75%–მდე გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ოთხშაბათის სხდომაზე მიიღეს.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად ფედრეზერვში დასაქმების მაქსიმალური დონისა და გრძელვადიან პერსპექტივაში 2–პროცენტიანი ინფლაციის შენარჩუნებაა, ნათქვამია ღია ბაზრებზე ოპერაციების საკითხთა ფედერალური კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში. „ეს პირველი ზრდაა მიმდინარე წელს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი უზარმაზარ ადამიანურ და ეკონომიკურ სირთულეებს იწვევს, რაც გლობალური გაურკვევლობის ზრდას უწყობს ხელს“, – ამბობენ ფედრეზერვში.

პანდემიისა და უკრაინის ომის გავლენის შედეგად, 2022 წლის ივნისში ინფლაციამ აშშ–ში 40–წლიან მაქსიმუმს მიაღწია და 9,1% შეადგინა.