თბილისი (GBC) - შეერთებულმა შტატებმა აკრძალა ხუთი ჩინური კომპანიის ახალი საკომუნიკაციო აღჭურვილობის გაყიდვა და იმპორტი. აღნიშნული რეგულაცია შემდეგ კომპანიებს შეეხოთ: Huawei,ZTE, Hikvision, Dahua და Hytera.
ეს სამი უკანასკნელი ვიდეოსათვალთვალო აღჭურვილობასა და რადიო სისტემებს აწარმოებენ.
Reuters ცნობით ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს მარეგულირებლები უსაფრთხოების მიზნით მსგავს ნაბიჯებს დგამენ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას Hikvision გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი პროდუქცია არ წარმოადგენს საშიშროებას აშშ-ს უსაფრთხოებისთვის.
აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) განაცხადა, რომ მისმა წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი რეგულაციების დაწესებას.