GE EN
ომი
აშშ-ის შუამავლობით აბუ-დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები...

მისი თქმით, შეხვედრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მისიის ფარგლებში იმართება. დისკუსიები ფოკუსირებული იქნება ომის შემდგომ უსაფრთხოების შეთანხმებებზე, დეესკალაციაზე, ჰუმანიტარულ ღონისძიებებსა და მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.გარდა ამისა, უიტკოფმა დააანონსა ამერიკელი მომლაპარაკებლების შეხვედრა: საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლებთან, რომელიც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართება. მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ევროპის ომის შემდგომ უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის აღდგენის ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.„ვიმედოვნებთ, განვავითარებთ იმ პროგრესს, რომელსაც კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მივაღწიეთ და მივუახლოვდებით ყოვლისმომცველ, გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას“, - აღნიშნა უიტკოფმა.მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხზე ტექნიკური გუნდების სამმხრივი შეხვედრა ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმებოდა. ოსლოში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც ტერიტორიული და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, უიტკოფი სანქტ-პეტერბურგსაც ეწვია და ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ზელენსკის თქმით, იგი ასევე მზადაა სტამბოლში პუტინთან და ტრამპთან შესახვედრად.

1793688959

აშშ-ისგან თვეში Patriot-ის 12 რაკეტას ვიღებთ, მოგერიება კი 150-ის გვიწ...

„მთელი 2026 წლის განმავლობაში უკრაინა აშშ-ისგან თვეში "პატრიოტის" 12 რაკეტას მიიღებს... წარმოიდგინეთ: ამერიკისგან წელიწადში 150 რაკეტის იმედი შეიძლება გქონდეს, ჩამოსაგდები კი თვეში 150 ბალისტიკური რაკეტაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-იდან მიწოდების შემცირება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ყოველდღიურად მუშაობს სხვა ქვეყნებიდან რაკეტა-გადამჭერების მოძიებაზე და ყოველკვირეულად აფორმებს დახმარების ახალ პაკეტებს. თუმცა, მესამე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის რაკეტების გადასაცემად ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობაა საჭირო.ზელენსკიმ განმარტა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა 12-რაკეტიან ამერიკულ პაკეტს ხელი უკვე მოაწერა, თუმცა გადასაჭრელი რჩება კიდევ 23 რაკეტის შეთანხმების საკითხი, რომლებიც უკრაინამ სხვა მიმართულებებით იპოვა.ამასთან, სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ ნიუ-იორკში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას მან ითხოვა საჰაერო თავდაცვის „ზამთრის პაკეტის“ დამტკიცება და სანაცვლოდ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა შესთავაზა. თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს თავადაც აქვს რაკეტების დეფიციტი და შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედებს.ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ რაკეტების მოწოდების შეფერხება ემთხვევა სხვა სირთულეებს, მათ შორის Starlink-ისა და Starshield-ის სისტემების მუშაობას, დაზვერვის მონაცემების გაზიარებასა და ე.წ. „დიზელის შეთანხმების“ განხორციელებას.„როდესაც სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევა ხდება... ჩვენ ვხვდებით, საით მიდის ყველაფერი. Home Alone (მარტო სახლში) - ასე ჰქვია შემდეგ ნაწილს. ეს არის რთული გამოწვევა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კიევი ყოველთვის ეხმარებოდა ამერიკულ მხარეს, მათ შორის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული აშშ-ის ბაზების უსაფრთხოების საკითხებში.შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თითქმის ერთი თვე ელოდებოდა პიტ ჰეგსეთის ხელმოწერას Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების რაკეტების მიწოდების დოკუმენტებზე.

1793178360

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების ვადის გადმოწევას და პროცესში ევროკავშ...

გამოცემის ცნობით, შეხვედრის ახალი რაუნდი აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ, ორიენტირებულად 10 ნოემბრიდან იგეგმება. თუმცა, კიევი და ვაშინგტონი მოსკოვის დაყოლიებას შეხვედრის უფრო ადრე გამართვაზე ცდილობენ. ზელენსკის გუნდის წარმომადგენლის განმარტებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინისთვის დრო კრიტიკულია: „როდესაც არ გაქვს შუქი, წყალი ან გათბობა, ყველა დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს“.კიევი დაჟინებით ითხოვს პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლის ჩართვას, რასაც რუსული მხარე ეწინააღმდეგება. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან სავარაუდო წარმომადგენლად ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის აპარატის ხელმძღვანელი ბიორნ ზაიბერტი მოიაზრება.უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები არა კონკრეტული სოფლების კუთვნილებაზე, არამედ ომის შემდგომი უსაფრთხოების საერთო მოდელზე უნდა დაიწყოს.„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სურათი იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამყაროს ეს ნაწილი, როგორ დაიცავენ უკრაინას და როგორი იქნება თანამშრომლობა ნატოსთან. უბრალოდ ტრამპის დაპირებებზე დაყრდნობით, უკრაინაში არაფერი გაკეთდება“, - აცხადებს წყარო ბანკოვადან.კიევში პირველი შეხვედრიდან გარღვევას არ ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ რეალური შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გახდება საჭირო.ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინა არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება არმიის რაოდენობის შეზღუდვასა და ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს.შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსკოვი სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას 4 ნოემბრის შემდეგ გამოთქვამს. შეხვედრის ალტერნატიულ ადგილად აბუ-დაბის გარდა შვეიცარიაც განიხილება.

1793012809

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გამო აფრთხილებს – თეირანი სპარსეთის ყურეში...

ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის მიერ გავრცელებულ მასალაში ყურადღება გამახვილებულია ჰორმუზის სრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მის შესაძლო გავლენაზე მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე. ეს საზღვაო დერეფანი სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან აკავშირებს და ნავთობის საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.ირანი ტრამპის განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებსაბდოლაჰიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებშიც დაინახა წინააღმდეგობა. ირანელი გენერლის თქმით, თუ ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის ბირთვულ ობიექტებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, გაუგებარია, რატომ აგრძელებს აშშ თეირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეზე საუბარს.ირანული მხარე ამ განცხადებებს აშშ-ის მხრიდან ზეწოლის პოლიტიკის ნაწილად წარმოაჩენს. ამასთან, ბირთვული ობიექტების დაზიანების მასშტაბისა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის დასადგენად დამოუკიდებელი შეფასებებია საჭირო.ორი ნავთობტანკერის აფეთქების შესახებ ირანის განცხადებაირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის სამხრეთ მონაკვეთზე ორი სუპერტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა და ხანძარი გაუჩნდა. ირანული მხარის ცნობით, გემები იმ მარშრუტით გადაადგილდებოდნენ, რომელიც თეირანს არასანქცირებულად ჰქონდა გამოცხადებული.ირანული უწყების მტკიცებით, აფეთქებებმა ტანკერების სამანქანო განყოფილებები დააზიანა, რის გამოც გემები გაჩერდა და ეკიპაჟებმა მათი დატოვება გადაწყვიტეს. სააგენტოს ცნობით, ტანკერებს ჯამში 4,5 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ.ინციდენტის ზუსტი გარემოებები ირანულ განცხადებაში დასახელებული არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაცია დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. საერთაშორისო მედიაც ამ ცნობებს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.რატომ არის ჰორმუზის სრუტე მნიშვნელოვანი?ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნავთობის მიწოდებაზე, გადაზიდვისა და დაზღვევის ხარჯებზე და, საბოლოოდ, ენერგეტიკულ ბაზარზე ფასების მერყეობაზე. ამიტომ რეგიონში სამხედრო დაძაბულობა არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური ეკონომიკის საკითხიცაა.Mehr-ის მასალის ავტორის შეფასებით, სრუტეზე კონტროლი ირანს ვაშინგტონზე ზეწოლის მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. ავტორი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჰორმუზის სრუტემ სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა და მიიჩნევს, რომ საზღვაო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და გადაზიდვებისთვის გაზრდილი საფრთხეები მის გავლენას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს.ამავე დროს, ჰორმუზის სრუტეში მომხდარი ინციდენტებისა და ნავთობის ფასების ცვლილების კონკრეტული მიზეზების დასადგენად დამოუკიდებელი მონაცემებია საჭირო.ირანის გზავნილი ვაშინგტონისადმი მკაფიოა: თეირანი სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ყოფნასა და ირანის წინააღმდეგ ზეწოლის პოლიტიკას საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის საკითხად განიხილავს და აცხადებს, რომ ამგვარ ქმედებებს პასუხი მოჰყვება.

1793003245

ოსლოდან მოსკოვამდე: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამშვიდობო გეგმის წ...

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ოსლოს მოლაპარაკებების მთავარი მიზანია უკრაინამ, ევროპელმა მოკავშირეებმა და აშშ-მა შეიმუშაონ ერთობლივი სამშვიდობო წინადადება, რომელიც შემდგომში რუსეთს წარედგინება.მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორესი, „E4“ ჯგუფის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) წარმომადგენლები და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი დისკუსიაში დისტანციურად ჩაერთვება. გავრცელებული ცნობებით, მას გრიპი აქვს.აშშ-ის ანონიმური წარმომადგენლის განცხადებით, ოსლოს შეხვედრის შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი რუსეთში გამგზავრებას გეგმავს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული იდეების წარდგენას იმედოვნებს.„პრეზიდენტმა ტრამპმა დაავალა ინტენსიური მუშაობის ჩატარება უკრაინასთან და ევროპასთან ერთობლივი სამშვიდობო წინადადების შესამუშავებლად. შემდეგი ნაბიჯია შემოწმდეს, შეიძლება თუ არა ეს სამუშაო გახდეს რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებების საფუძველი“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.მისივე ცნობით, გასულ კვირას აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობდნენ ამ წინადადებებზე, ხოლო კვირას ვიტკოფმა და კუშნერმა პრეზიდენტ ზელენსკისთან დამატებითი კონსულტაციები გამართეს.ამასთან, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ძალისხმევის გაწევა ამერიკელი პენსიონერი მასწავლებლის, სტივენ გაბარდის გასათავისუფლებლად, რომელიც, ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთში უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში.სტივ ვიტკოფი ნორვეგიაში უკვე ჩავიდა.

1792499897

ტრამპმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებს „სირც...

ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ დიზელის ქარხნებზე იერიშებით უკრაინა ნავთობის გლობალურ ფასებს ზრდის და „მსოფლიოს კარგ სამსახურს არ უწევს“. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ზელენსკის „დიდი ფანი არ არის“ და მასთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმერ პუტინთან.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები შეუმსუბუქა გლობალურ ბაზარზე დიზელის მიწოდების სანაცვლოდ, ხოლო უკრაინაში Starlink-ის სერვისები შეიზღუდა. ზელენსკიმ შეთანხმება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთს აგრესიის გაგრძელების საშუალებას აძლევს.ვაშინგტონთან დაძაბულობის ფონზე, ევროპელმა ლიდერებმა კიევს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა არ დაიცვა, რის გამოც ევროკავშირი სანქციების 22-ე პაკეტს ამზადებს და ზეწოლას არ შეასუსტებს, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს.

1792142325

The Guardian: ზელენსკი ტრამპისგან Starlink-ზე წვდომის შეზღუდვის გამო „...

ლონდონში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 100 მილი/საათში (160 კმ/სთ) მეტი სიჩქარით გადაადგილებისას Starlink-ის გათიშვამ მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინული დრონების უმეტესობა და შეასუსტა საჰაერო თავდაცვის სისტემები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ფრონტზე დამატებით მსხვერპლსა და ადამიანების დაღუპვას გამოიწვევს.ილონ მასკის განმარტებით, შეზღუდვის გადაწყვეტილება მას არ მიუღია. სამხედრო ქსელ Starshield-ს აშშ-ის მთავრობა და სამხედრო უწყება აკონტროლებს, შესაბამისად, გამოყენებაზე ნებისმიერ ლიმიტს ვაშინგტონი და უშუალოდ პრეზიდენტი ტრამპი დააწესებენ.ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემსა და მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა. ბერნემმა დაადასტურა, რომ ლონდონის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი რჩება, დააჩქარებს სამხედრო დახმარების მიწოდებას და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი საფარის სარეაბილიტაციოდ 17 მილიონ ფუნტს გამოყოფს.

1792053393

WP: აშშ და ევროპა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის 4-პუნქტიან გეგმა...

გამოცემის ცნობით, დიპლომატიური ინიციატივის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, 9 ოქტომბერს მაიამიში მოაწყვეს შეხვედრა უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს მოუწოდეს, შეაჩეროს შეტევები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.როგორც The Washington Post წერს, სამშვიდობო პაკეტი ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: უკრაინის აღდგენა: მსოფლიო ბანკი და საინვესტიციო კომპანია BlackRock გეგმავენ ფინანსური მექანიზმის შექმნას ომით დაზარალებული რეგიონების აღსადგენად და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის. კიევს უკვე სთხოვეს ხარჯების დეტალური შეფასებისა და ანტიკორუფციული გარანტიების წარდგენა. უსაფრთხოების გარანტიები: უკრაინა აშშ-ისა და ევროპული ქვეყნებისგან მიიღებს სამხედრო ჩარევის ვალდებულებას რუსეთის მხრიდან ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში, რაც ნატოს მე-5 მუხლის ექვივალენტური იქნება. პარალელურად, იგეგმება შეთანხმება, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებსაც გაითვალისწინებს. ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტეგრაცია: იგეგმება რუსეთის, უკრაინისა და ევროპის ეკონომიკური ინტეგრაცია ენერგეტიკული შეთანხმების მეშვეობით. ერთ-ერთი ვარიანტია მილსადენი, რომლითაც რუსული ნავთობი და გაზი ევროპას მიეწოდება, ხოლო შემოსავალი რუსეთსა და უკრაინას შორის გაინაწილება. შეთანხმება ასევე განსაზღვრავს რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ეტაპებს. ტერიტორიული კომპრომისი: გეგმის მიხედვით, ცეცხლი უნდა შეწყდეს არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, რაც ორივე მხარისთვის არასასურველი კომპრომისია, რუსეთს უარის თქმა მოუწევს მთელი უკრაინის დაპყრობაზე, ხოლო უკრაინას მოუწევს დროებით შეეგუოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ინიციატივის მთავარი გზავნილი მოსკოვისადმი არის არა მხოლოდ ომის შეწყვეტა, არამედ ევროპასთან ეკონომიკური და უსაფრთხოების ისეთი შეთანხმების დადება, რაც რეგიონში ხანგრძლივ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

1791890233

Politico: სიბიგა ევროკავშირს რუსეთის გაყინული აქტივების დაუყოვნებლივ გ...

დიპლომატის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ძლიერ სანქციურ ზეწოლასთან ერთად, ომში გარდამტეხი მომენტი გახდება. მისი თქმით, რუსეთი 2027 წელს სამხედრო სფეროზე რეკორდული 180 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს (რაც 40%-ით მეტია 2026 წლის მაჩვენებელზე), ხოლო 2027–2029 წლების ბიუჯეტის პროექტით თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ჯამში 669 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.„ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ მოსკოვს ომი სურს. რადგან ომის ფასი იზრდება, ის აგრესორისთვის უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.სტატიაში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს G7-ის მიერ გაყინული 300 მილიარდი ევროს რუსული რეზერვებიდან დაახლოებით 210 მილიარდი ევრო ევროკავშირში (ძირითადად ბელგიურ Euroclear-ში) ინახება. უკრაინული მხარე ევროკომისიას სთავაზობს მკაფიო გეგმას: აქტივები მოექცეს ევროკავშირის კოლექტიური კონტროლის ქვეშ, რათა სამართლებრივი და ფინანსური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ბელგიამ, არამედ მთლიანად ევროკავშირმა გაიზიაროს.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე პასუხობს სკეპტიკოსების არგუმენტებს და განმარტავს: სამართლის უზენაესობა: გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აგრესორი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. უკრაინა არ ითხოვს ქონების პირდაპირ კონფისკაციას - საკუთრების უფლება ევროპულ სტრუქტურაში დარჩება, ხოლო მექანიზმი გაუქმდება იმ დღესვე, როდესაც რუსეთი მიყენებულ ზარალს გადაიხდის. ევროს სტაბილურობა: 2022 წელს რეზერვების გაყინვას გლობალურ ბაზარზე ევროს პოზიციები არ შეურყევია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობას ესმის, რომ ეს ზომა ეხება მხოლოდ გაეროს წესდების დამრღვევ აგრესორ სახელმწიფოს. მოლაპარაკებების ბერკეტი: 669 მილიარდი ევროს ომისთვის გამოყოფილი ქვეყანა რეზერვების გამო ომს არ შეაჩერებს. რუსეთს შეაკავებს მხოლოდ უკრაინის ბრძოლისუნარიანობა, რასაც სწორედ ეს ფინანსები დააფინანსებს. დასავლური აქტივების ჩამორთმევა: პუტინი დასავლური კომპანიების (Nestlé, Auchan, Danone, Carlsberg და ა.შ.) ქონების ნაციონალიზაციას 2022 წლიდან ისედაც ახორციელებს, ასე რომ, გაყინული აქტივების შეუხებლობა მას ხელიდან არ აკავებს. „ევროპამ სწორი სიგნალი უნდა გაუგზავნოს მოსკოვს, რომ ის ვერ დაძლევს ჩვენს სიმტკიცეს. უკრაინის თავდაცვის მზარდი ხარჯები ევროპელი გადასახადების გადამხდელების ნაცვლად რუსეთის ხარჯზე უნდა დაიფაროს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ლიდერებს პოლიტიკური ნების გამოვლენისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდებს.

1791809487

ირანთან მოლაპარაკებები ჩიხშია – ტრამპი ომის დასრულებას მალე ელოდება

კატარის შუამავლობა უშედეგოდ დასრულდაკატარელმა შუამავალმა ალი ალ-თავადიმ ნიუ-იორკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან და მის გუნდთან აშშ-ისა და ირანისთვის შეთავაზებული ორგვერდიანი კომპრომისის გეგმა განიხილა. გეგმა ითვალისწინებდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარკვეულ დათმობებს სანაცვლოდ იმისა, რომ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნიდა.აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებს „პოზიტიური და კონსტრუქციული“ უწოდეს და განაცხადეს, რომ ირანმა ბირთვულ საკითხზე მოქნილობის მზადყოფნა გამოხატა. თუმცა, დონალდ ტრამპმა მოგვიანებით Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანისთვის არაფერი შეუთავაზებია.Axios-ის წყაროს თქმით, „მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ირანელები ითხოვენ იმას, რაზეც აშშ ვერ დათანხმდება, ხოლო აშშ მიიჩნევს, რომ იმარჯვებს და ამიტომ კომპრომისის საჭიროებას ვერ ხედავს“.ტრამპი: „ისინი დანებდებიან“ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლება საბოლოოდ დანებდება.„არ ვიცი, აპირებენ თუ არა ისინი უკვე დანებებას. მაგრამ დანებდებიან. მათ საქმე ძალიან ცუდად აქვთ“, – განაცხადა მან.ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის რეკორდული მოცულობის ტრანსპორტირება განხორციელდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს ექნება.„ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“ვაშინგტონში გამართულ AI კონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნავთობის გლობალური ფასები შემცირდება და ომამდელ დონეს დაუბრუნდება.„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება და ისინი სერიოზულ მარცხს განიცდიან. ძალიან სერიოზულ მარცხს. ძალიან მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღება“, – თქვა მან.ტრამპის შეფასებით, ირანთან ომი მისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.

1790744579