GE EN
სხვა სიახლეები
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 23 პარტნიორ უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.სტიპენდია სწავლის ერთი წლის განმავლობაში სრულ დაფინანსებას მოიცავს.პროგრამის მონაწილეები მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ლიდერობის პოტენციალის საფუძველზე შეირჩევიან. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განაცხადებს GPA-სა და სამოტივაციო წერილის მიხედვით განიხილავენ. მომდევნო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატები გამოვლინდებიან.სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.პროგრამის პარტნიორი უნივესრიტეტების სია ასე გამოიყურება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისუფალი უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სპორტის უნივერსიტეტი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი კონსერვატორია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტი პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სასტიპენდიო პროგრამით ბანკი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და განაგრძონ გზა მიზნებისკენ.გაიგე მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ:შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე.(R)

1793083169

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებშ...

ნაკრების ფარგლებში, სხვადასხვა უპირატესობების გარდა, სუპერ PLUS Visa ბარათით გადახდისას, მომხმარებლებებს ყოველდღიური შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.ქეშბექ შეთავაზებები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღიურად იზრდება - მომხმარებლებს PLUS ქულების დაგროვების შესაძლებლობა სხვადასხვა პარტნიორ ობიექტში ეძლევათ.კვირის განმავლობაში მომხმარებლებს შემდეგი შეთავაზებები ელოდებათ: ორშაბათი - Carrefour: 5% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; სამშაბათი - ვოლტი: 10% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; ოთხშაბათი - GPC Online: 20% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 50 ლარის; ხუთშაბათი - extra & extra market: 30% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის; პარასკევი - ოქტოპუსი (Oktopus): 40% PLUS ქულების ქეშბექი, მაქსიმუმ 200 ლარის. შეთავაზებებით სარგებლობისთვის საჭიროა მისი მობილბანკიდან გააქტიურება.SUPER ნაკრები, სუპერ PLUS Visa ბარათთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა უპირატესობას: ნაკრების ფარგლებში შესაძლებელია გადარიცხვების, გადმორიცხვებისა და თანხის განაღდების საკომისიოს გარეშე შესრულება, ასევე ასევე რეზიდენტებისთვის SUPER ნაკრების ფარგლებში ვრცელდება სტანდარტულზე უკეთესი კურსი.გაააქტიურე SUPER ნაკრები, მიიღე სუპერ PLUS Visa ბარათი უფასოდ და ისარგებლე ყოველდღიური მზარდი ქეშბექ შეთავაზებებით.

1793023247

ნათია თურნავა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველს შეხვდა

ყაზახური მხარე საქართველოში „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში იმყოფება.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავების, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის ფინანსური კავშირების გაძლიერების საკითხები განიხილეს.ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის, ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და ასტანას საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) თანამშრომლობას, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ხელშეწყობის მიმართულებით.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს ზედამხედველობის მიმართულებით თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ურთიერთწვდომის ახალი ჩარჩო მიზნად ისახავს საქართველოსა და ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს შორის ფინანსური მომსახურებისა და საბაზრო თანამშრომლობის განვითარებას.შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების მზაობა გამოთქვეს.შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თალგატ ადუოვი.ყაზახურ დელეგაციასთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდეტი ეკატერინე მიქაბაძე. ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.

1793022249

დეპოზიტების დოლარიზაცია 50%-ზე ნაკლებია

მთლიანი პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 57.04%-ია (L/Y - 50.77%). დოლარიზაცია შემცირებულია, 43%-მდე, თუმცა თუ მთავრობის 7.1 მლრდ-იან პორტფელის გამოვრიცხავთ, 47%-ს აღემატება.სებ-ის ინფორმაციით, სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.10% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.

1793021999

ბანკების სავალუტო პორტფელი გაზრდილია

სებ-ის ინფორმაციით, ლარის პორტფელი 796.7 მლნ -ით, სავალუტო კი 892.6 მლნ ლარითაა მომატებული. 01.10.2026-ის მდგომარეობით იურიდიული პირებისთვის საბანკო სექტორს გაცემული აქვს 33.67 მლრდ ლარის სესხები, მ.შ. 66%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. საცალო სესხის მოცულობა 41.9 მლრდ  ლარამდეა (+ 16.8%Y.Y)მთლიანი სესხების ლარიზაცiა 58.54% -ია (L/Y - 58.2%). 

1793020618

სებ-მა სავალუტო რეზერვები $248.5 მლნ-ით შეავსო

შედეგად, მოცულობამ $8.17 მლრდ-ს მიაღწია, რაც სებ-ის შეფასებით ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია.მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სებ-მა სულ $3,37 მლრდ შეისყიდა (წმინდა).Bmatch-ზე სებ-ის 9 თვის სავალუტო  ინტერვენციების დინამიკა თვეების მიხედვით: იანვარი: წმინდა შესყიდვა - $86.6 მლნ თებერვალი: წმინდა შესყიდვა - $429.3 მლნ მარტი: წმინდა გაყიდვა - $16.2 მლნ აპრილი: წმინდა შესყიდვა - $333.3 მლნ მაისი: წმინდა შესყიდვა - $632.9 მლნ ივნისი: წმინდა შესყიდვა - $612.6 მლნ ივლისი: წმინდა შესყიდვა - $488.2 მლნ აგვისტო: წმინდა შესყიდვა - $555.6 მლნ სექტემბერი: წმინდა შესყიდვა - $248.5 მლნ ოქტომბრის განახლებულ მონაცემები 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

1793017974