2025 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 40.4%-ით მეტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი მიიღო, 38.8%-ით მეტი - სპეციალიზებული, 2.5%-ით მეტი - ნაყარი ტვირთმზიდი, 26.7%-ით ნაკლები - კონტეინერმზიდი და 16.6%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი.2025 წელს საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.6% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3% - თურქეთის, 9.9% - მალტის, 8.3% - ლიბერიის, დანარჩენი 48.9% კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურები 12.8 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 52%-ს შეადგენდა.ამასთან, 2025 წელს საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16 637.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 6.8%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 47.7% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 31% - თხევადი ტვირთი, ხოლო 21.3% - ნაყარი ტვირთი.
1772611465
2025 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 33.6 ათასი შეადგინა, რაც 11.1%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.2025 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 39 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.9% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.1% - გაგზავნილი.2025 წელს საქართველოს აეროპორტებში 3.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 77.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.2025 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 740.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 154.1 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.8%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 42.9%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 62 ერთეული საჰაერო ხომალდი, რომელთა 77.4%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 22.6%-ს - სატვირთო. სამგზავრო საჰაერო ხომალდების 72.9%-ს 50 ან ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.4%-ს - 51-150 ადგილი, ხოლო 16.7% იყო 151-250 ან მეტი ადგილით.2025 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 59 გამშვები პუნქტი, 26 სამგზავრო გასასვლელი და 2.5 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.
1772610523
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3%-ით ნაკლები, სულ 13.3 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 7.9% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 34.7% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 57.5% - ტრანზიტზე.2025 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 75.8% მოდის ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 24.2% კი - ქვეყნიდან გატანილზე.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 35.8%-ს გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 27.2%-ს გამომგზავნს - აზერბაიჯანი, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 37%).2025 წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 16.2%-ს დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 9.2 პროცენტისას - ყაზახეთი, 8.4 პროცენტისას - რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი ტვირთის მიმღები ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 66.2%).2025 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 13.4% - ნიდერლანდები, 10.8% - თურქეთი, 6.6% - ჩინეთი, 2.9% - უკრაინა, 2.4% - იტალია, 1.3% - რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6%-ს გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 3.0 პროცენტისას - თურქეთი, 1.2 პროცენტისას - აშშ, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 36.4% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, 20.9% - ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.8% - ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 56.5% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 22.7% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.9% - სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.3%), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (17%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (11%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (6.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი (5%), ძირითადი ლითონები (4,7%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.7%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (35%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (25.6%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13%) და ძირითადი ლითონები (12.1%).2025 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 78.6% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (38.2%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (30%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (10.4%).2025 წელს საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 1 717.9 ათასი მგზავრი, რაც 17.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში, მგზავრთბრუნვის მოცულობამ 393.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 17.7%-ით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.2025 წელს ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 1 690.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.4%-ს შეადგენს და 17.5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს.ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 27.7 ათასი მგზავრი, რაც 2.4%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 67.9% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 32.1% (2025 წელს სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
1772610164
2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 19.7 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 53.7% - ქალია, ხოლო 46.3% - კაცი.საქსტატის მონაცემებით, სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 15.3%-ით გაიზარდა.რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (40.1%), შემდეგ მოდის აჭარის არ (19.3%), იმერეთი (11.5%), ქვემო ქართლი (10%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (7.4%) და კახეთი (4.1%).2025 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 238 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.7% ქალია, ხოლო 64.3% - კაცი.ამასთან, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა თბილისში (50.4%).2025 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 10.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.1% ქალია, ხოლო 52.9% - კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის მომსახურებების (23.1%), ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (21.4%) და ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (15%) პროგრამებზე.
1772180012
2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 58.6 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 31.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 27 ათასი.საქსტატის მონაცემებით, სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 8%-ით.საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 195.4 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 4.1%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტების 55.3%, ხოლო კერძოში - 44.7%.სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.1% ქალია, ხოლო 47.9% - კაცი.2025 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 32.5 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 9.9%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 58.8% ქალია, ხოლო 41.% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 12.7%-ით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 44.4 ათასი შეადგინა, რაც 19.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 12.2 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.2%-ით მეტია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 720 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლეთან შედარებით 2.9%-ით მეტია. დოქტორანტების რიცხოვნობა 0.1%-ით გაიზარდა და 3 025 შეადგინა.წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 16%-ით შემცირდა და 368 პირი შეადგინა.
1772178970
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 21.6%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6%-იანი მატებით, რაც 16.5 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 16.4%-ით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
1771916893
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5%-ით გაიზარდა. სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები 5.1%-ით შემცირდა, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 6%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 2.2%-ით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 3.1%-იანი ზრდა.
1771573372
2025 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 7.3%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.55 პ.პ.-ით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.8%), რამაც 0.59 პ.პ. შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.9%) და ძირითად ლითონებზე (3.4%). გარდა ამისა, ფასების 0.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პ.პ. შეადგინა.საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 36.4%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.25 პ.პ.-ით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (51.4%); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.73 პ.პ.-ით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.8%) და ძირითად ლითონებზე (8.2%); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 3%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.32 პ.პ.-ით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.6%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პ.პ.-ით იქონია გავლენა.
1771572387
2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი - $66.1 მლნ თურქეთი - $52.1 მლნ ყირგიზეთი - $49.9 მლნ საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.4% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი - $195 მლნ ჩინეთი - $157.3 მლნ რუსეთი - $156.8 მლნ 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი - $247.1 მლნ ჩინეთი - $223.3 მლნ რუსეთი - $195.4 მლნ საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა $100.7 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 21%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $58.7 მლნ-ით (მთლიანი ექსპორტის 12.2%), ხოლო ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მესამე ადგილზეა $51 მლნ-ით (10.6%).უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $150 მლნ და მთელი იმპორტის 13.3% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები $96.7 მლნ-ით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები $79.1 მლნ-ით (იმპორტის 7%).
1771486449
4Q25-ში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით შემცირდა და 54.4%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე არ შეცვლილა და 47.1% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.3 პ.პ.-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2 პ.პ.-ით და შესაბამისად 47%-ს და 47.2%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 69.3% შეადგინა.4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.8 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.3 პ.პ.-ით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში - 1.1 პ.პ.-ით და შესაბამისად 10.3%-ს და 15.6%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.4Q25-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.5%-ს, ხოლო კაცებში 65.5%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.6 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში - 0.8 პ.პ.-ით.4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.2 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში არ შეცვლილა.
1771485131
ბუცხრიკიძე: მჯერა, თხელიძე შესანიშნავი ლიდერი იქნება
1771933509
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მკვეთრად გაძვირდა
1771834818
სები ჩინურ ობლიგაციებში ინვესტირებას შეუდგა
1771842200
Healo-ის ბაზრობა განათლების მხარდასაჭერად - პარტნიორი საქართველოს ბანკ...
1771602470
მაგთიკომის კომენტარი დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწეს...
1772186893