GE EN
სხვა სიახლეები
ბანკების რეიტინგი განვადებებით

2018-2019-ის  რეგულაციების შემდეგ, აღნიშნული სესხების მასშტაბური გაპრობლემება აღარ აღინიშნება. რეგულაციებმა , რაც ჭარბვალიანობასთან ბრძოლის კამპანიით, თითქოსდა მომხმარებლის დაცვას ემსახურებოდა, შედეგი გამოიღო. მცირე და საშუალო შემოსავლიენებიდან სესხზე ხელი უფრო ნაკლებს მიუწვდება.ბანკების პორტფელში განვედებების მოცულობა გაზრდილია, 516.4 მლნ ლარამდე (01.08.2024 - 422.მლნ ) 

1756828320

სარფის მებაჟეებმა ოქროს კონტრაბანდისტი დააკავეს

აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 131 657 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

1756818812

ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო...

ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. (R)

1756814574

კოალიცია „ცვლილებისთვის“: არც ერთი პოლიტპატიმარი არ დარჩება უკანონო ტყ...

განცხადებაშია ხაზგასმულია, რომ დღეს სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები, რომლებიც ვერ გატეხეს.„დღეს, ივანიშვილის რუსული რეჟიმის სასამართლომ პატიმრობაში გაუშვა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტები. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად დიდი წნეხისა და ძალადობისა, ვერ გატეხეს. არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ დარჩება უკანონო ტყვეობაში იმ ვადით, რაც დღეს ე.წ. სასამართლომ დაადგინა.სწორედ სინდისის პატიმრების გაუტეხელობა და თავდადება არის ჩვენი ბრძოლის მაგალითიც, რადგან სწორედ რეჟიმის თამაშის წესების არმიღებასა და მუდმივ წინააღმდეგობაზე გადის გამარჯვების გზაც. ბრძოლა გამარჯვებამდე!“, - ნათქვამია განცხადებაში.მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები (ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი) სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.უფრო კონკრეტულად, ზვიად ცეცხლაძე მუხლის გადაკვალიფიცირების შემდეგ დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას. მას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ეს დანაშაული სასჯელის უმაღლეს ზომად 3-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.ამავე მუხლით გადაუკვალიფიცირდათ დანაშაული ვეფხია კასრაძეს და ვასილ კარძელაშვილს და მათაც 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ირაკლი მიმინოშვილს 2-2-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. მათ შემთხვევაშიც ბრალი 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

1756809584

გარემოს ეროვნული სააგენტო 3-4 სექტემბერს ამინდის გაუარესების შესახებ გ...

"3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1756809015

ინტერნეტით შინამეურნეობების 92% სარგებლობს

რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.9 და 94.5% შეადგინა.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9%-მა, რაც 3.2 პ.პ.-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 91.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 81.8%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 88.2%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 87.6%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99%-ს შეადგენს.ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 6 წლის და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოიყენეს ინტერნეტი.15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 95.4% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 4.3% - კვირაში ერთხელ მაინც (მაგრამ არა ყოველდღე), 0.4% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.2%), სოციალური ქსელების გამოყენება (96%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55.7%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (52.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (47.7%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (45.3%), ელფოსტის მიღება/გაგზავნა (38.5%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (13.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11%).15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 37.4%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 43.4%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 26.1 პროცენტი. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 41%-ს, კაცებისათვის კი 33.3%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 61.1%, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 38.3%, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 15.3%-ია.15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.6%-ს, ხოლო კაცებისათვის - 99.5%-ს შეადგენს.გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 58.8%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 67.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 47.2%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 70.9 და 69% შეადგინა.6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.5%-მა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 58.2%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 34.9%. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 49.4%-ს.ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 87.6% შეადგინა. 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 71.4% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19.9% - კვირაში ერთხელ მაინც, 8.7% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92.7% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9 პ.პ.-ით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.5 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.4 პ.პ.-ით გაიზარდა და შესაბამისად 94.8 და 89.1% შეადგინა.

1756799944