თბილისი (GBC) - თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა 5 იანვარს, საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა აღნიშნა, შეთანხმება შეეხება 33 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების ბუნებრივ აირს.

ბაირაქტარმა ასევე დასძინა, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს კასპიის ზღვაში მდებარე აბშერონის საბადოდან წელიწადში 2.25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას 15 წლის განმავლობაში.

მისივე თქმით, კონტრაქტი ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდე გაგრძელდება. 

აირაქტარის განცხადებით, ბუნებრივი აირი თურქეთს ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მიეწოდება.

თურქეთმა გაახანგრძლივა გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუსულ „გაზპრომთანაც“, მანამდე კი განაცხადა, რომ აპირებს აშშ-სგან მეტი ბუნებრივი აირის შეძენას.