GE EN
მსოფლიო
ჯეკი ჩანი „ჟაკეჟანი“ გახდა – ლომთაძის Kaspi.kz-ის ახალი სარეკლამო კამპ...

თუმცა, როცა საქმეში ჯეკი ჩანი ერთვება, ყველაზე ჩვეულებრივი სიტუაციებიც კი შეიძლება ნამდვილ თავგადასავლად იქცეს. ახალი კამპანიის პირველი სარეკლამო რგოლი 22 სექტემბერს გამოვა.სარეკლამო კამპანიის იდეა ჯეკი ჩანის Kaspi.kz-თან გაცნობის შემდეგ გაჩნდა. კომპანიის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ ჯეკი ჩანს შესთავაზა, Kaspi.kz-ის ერთ-ერთი საყვარელი მომხმარებელი გამხდარიყო და მას პერსონალური Kaspi Gold-ის ბარათი აჩუქა.ყაზახეთში მსახიობი ასევე მონაწილეობს ფილმ „ღვთის ჯავშანი: ულტიმატუმის“ გადაღებებში, რომლის გენერალური პარტნიორიც Kaspi.kz-ია.მიხეილ ლომთაძე, Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი: „ძალიან გვიხარია, რომ ჯეკი ჩვენი ერთ-ერთი მომხმარებელი გახდა, ახლა კი ახალი სარეკლამო კამპანიის გმირიცაა. ვიმედოვნებთ, ეს ისტორია ჩვენს მომხმარებლებს კარგ განწყობას შეუქმნის“.როგორი იქნება ჟაკეჟანის მომდევნო დღე ყაზახეთში, კამპანიის შემქმნელები ჯერჯერობით არ ამხელენ.

1790073888

მელონის გუნდი ბრიუსელს მოუწოდებს, საფრანგეთში ლე პენის გამარჯვების სცე...

მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუტებმა და ცენტრისტულ-მემარჯვენე „ევროპის ხალხთა პარტიამ“ (EPP) „სიმამაცე უნდა გამოიჩინონ“ და ითანამშრომლონ ევროპარლამენტში შემავალ ულტრამემარჯვენე ფრაქცია „პატრიოტებთან“, ისევე, როგორც ეს 2022 წელს, რომში მელონის გამარჯვების შემდეგ მოხდა.„საფრანგეთის რესპუბლიკის მიმართ «სანიტარიული კორდონის» (პოლიტიკური ბოიკოტის) გამოყენება შეუძლებელია“, - აღნიშნა პროკაჩინიმ. მისი თქმით, ლე პენი და ჟორდან ბარდელა, რომელიც ლე პენის პრეზიდენტობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი გახდება, მელონის მსგავსად პრაგმატული პოლიტიკოსები არიან და ეროვნულ ინტერესებს საფრანგეთის ევროკავშირიდან გაყვანის გარეშე დაიცავენ.politico-ს ცნობით, ლე პენის შესაძლო გამარჯვება ევროპაში მემარჯვენე ძალების პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს და EPP-ს აიძულებს მოძებნოს გზა მემარჯვენე მთავრობებთან თანამშრომლობისთვის.ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნების შემდეგ, EPP სულ უფრო ხშირად ეყრდნობა მემარჯვენე ფრაქციების ხმებს, რათა გააუქმოს ევროკავშირის მკაცრი „მწვანე რეგულაციები“ (Green Deal) და გაამკაცროს მიგრაციული პოლიტიკა.პროკაჩინის თქმით, ECR-ის დეპუტატები მზად არიან შეასრულონ არაოფიციალური მედიატორის როლი EPP-სა და „პატრიოტების“ ჯგუფს შორის, ხოლო 2029 წლის არჩევნებამდე მთავარ პრიორიტეტად „მწვანე შეთანხმების“ გადახედვა და ევროპის ბიზნეს-კონკურენტუნარიანობის ამაღლება რჩება.

1790063889

ტუსკი: რუსეთმა შესაძლოა NATO-ს წევრებზე „შემთხვევითი“ დარტყმები განახო...

პოლონეთის პარლამენტში გამოსვლისას ტუსკმა აღნიშნა, რომ NATO-ს, უკრაინისა და პოლონეთის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში „ყველაზე სავარაუდო სცენარი“ რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებაა, როგორც უკრაინის, ისე მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით პოლონეთის წინააღმდეგ.პოლონეთის პრემიერის შეფასებით, კრემლის სტრატეგიული მიზანი „NATO-ს ერთიანობის დასუსტება“ და წევრი ქვეყნების იმაში დარწმუნებაა, რომ ალიანსის მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ უფრო თეორიული ცნებაა, ვიდრე პრაქტიკულად მომუშავე მექანიზმი. რუსული ჰიბრიდული თავდასხმები, ჯაშუშობა და საჰაერო სივრცის დარღვევები სწორედ იმ ზღვარს ამოწმებს, თუ რა ჩაითვლება პირდაპირ შეიარაღებულ თავდასხმად.„არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ დრონები ან სხვა ტიპის რაკეტები აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე NATO-ს ერთ ან რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრას და ზიანი მიაყენოს. ოფიციალური ნარატივი კი იქნება ის, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და არავის აქვს საფუძველი, NATO-ს მხრიდან რაიმე სახის საპასუხო რეაგირება განიხილოს“, - განაცხადა ტუსკმა.მან ასევე ყურადღება გაამახვილა დასავლეთში არსებულ პოლიტიკურ განწყობებზეც და აღნიშნა, რომ ევროპასა თუ შეერთებულ შტატებში ყველა პოლიტიკოსი არ არის მზად მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესასრულებლად. ტუსკის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი „უბრალოდ მიზეზს ელოდება“, რათა კონფლიქტის შემთხვევაში პოლონეთის ან ბალტიისპირეთის ქვეყნების დაცვაზე უარი თქვას.ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი თვეები უკრაინისთვის „ტრაგიკულად კრიტიკული“ იქნება. მოსალოდნელია, რომ რუსეთი გააძლიერებს მაღალი ინტენსივობის იერიშებს უკრაინის მსხვილ ქალაქებზე, საწყობებზე, რკინიგზის ინფრასტრუქტურასა და თავდაცვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტებზე.ბოლო პერიოდში მსგავსი თავდასხმები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა დასავლეთ უკრაინაში, პოლონეთის საზღვართან ახლოს, სადაც რუსეთმა რეაქტიული დრონების გამოყენება გაზარდა.

1789712728

OpenAI-მ „შემაშფოთებელი“ AI ქცევის 6 ახალი შემთხვევა გამოავლინა

კომპანიის განცხადებით, ექვს ცალკეულ ინციდენტში OpenAI-ის აგენტებმა ან დაუმალეს ინფორმაცია ინჟინრებს, ან სწავლებისა და ტესტირების პროცესში საკუთარ თავს მისცეს ინსტრუქცია, რომ ვინმეს ასისტენტად არ ემოქმედათ.OpenAI-მ ასევე წარადგინა ახალი ჩარჩო-სისტემა მსგავსი ინციდენტების (რომლებსაც „ცდომილების/უთანხმოების“ (misalignment) მარცხს უწოდებენ) მეთვალყურეობისთვის, გამოძიებისა და გასაჯაროებისთვის. ტექნოლოგიურ კომპანიას ახლა აქვს ინფორმაციის გამჟღავნების მკაფიო პროცედურა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დააფიქსიროს მოდელის აცდენის/ცდომილების ფაქტი, რის შემდეგაც შესაძლოა მისი საჯაროდ გამოქვეყნება განიხილონ.AI მოდელების კონტროლიდან გამოსვლამ გლობალური უკმაყოფილება გამოიწვია მას შემდეგ, რაც წამყვანი AI კომპანიების მკვლევრებმა გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ამ ტექნოლოგიამ შესაძლოა კაცობრიობის განადგურება გამოიწვიოს. ხელოვნური ინტელექტის სფეროს ლიდერებმა, მათ შორის Anthropic-ის გენერალურმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ და OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა, ინდუსტრიასა და მთავრობებს AI-ის განვითარების ტემპის შენელებისკენ მოუწოდეს.ზაფხულის დასაწყისში, OpenAI-ის ბაზაზე მომუშავე აგენტებმა გაჰაკეს AI კომპანია Hugging Face - ინციდენტი, რომელმაც ყურადღების ცენტრში მოაქცია სატესტო გარემოდან გაქცეული და ღია ინტერნეტში უმართავი დავალებების შემსრულებელი აგენტების პრობლემა.ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა „სათავეში ჩაუდგება გლობალურ ძალისხმევას“ უახლესი AI სისტემების კონტროლის ქვეშ მოსაქცევად და აღნიშნა, რომ ამ საკითხის განსახილველად AI-ის ძირითად ლაბორატორიებს მიიწვევს.

1789640483

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციები...

კანონპროექტი ითვალისწინებს სავალდებულო სანქციებს რუსეთის ხელმძღვანელობასა და ენერგეტიკულ სექტორზე, ასევე ახალ შეზღუდვებს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პარტნიორებსა და ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე.ინიციატივის მხარდამჭერები, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებენ, რომ ეს თეთრ სახლს რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსების შესაზღუდად საჭირო ეკონომიკურ ბერკეტებს მისცემს.დოკუმენტი ასევე მოიცავს 100%-იან ტარიფს რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველებზე. აღნიშნულმა პუნქტმა დემოკრატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ტრამპმა ეს სატარიფო უფლებამოსილება შესაძლოა არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების, არამედ აშშ-ის გლობალური მოკავშირეების წინააღმდეგაც გამოიყენოს.კენჭისყრისას წარმომადგენელთა პალატის 58 დემოკრატი პარტიის ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისს დაუპირისპირდა და ინიციატივას მხარი დაუჭირა, რასაც წინ უძღოდა სენატორ ჯინ შაჰინის მოწოდება, რომ სანქციების არმიღება საშიში სიგნალი იქნებოდა როგორც კრემლისთვის, ისე პეკინის, თეირანისა და ფხენიანისთვის.

1789627343

„მსოფლიო საწვავის კრიზისში შევიდა“ – ნავთობგიგანტების საგანგაშო შეფასე...

„მისი შეკავების მექანიზმები ხელს უწყობდა ფასებთან და მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას“, თუმცა ახლა ისინი „ამოწურულია“, – განაცხადა Chevron-ის გენერალურმა დირექტორმა მაიკ უორთმა.მსოფლიოში საწვავის კომერციული მარაგები უკვე ექვს თვეზე მეტია სწრაფად მცირდება. სტრატეგიული რეზერვებიდან მარაგების შევსების იმედი კი მცირეა მას შემდეგ, რაც OECD-ის ქვეყნების მთავრობებმა გაზაფხულზე რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელის გამოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ჩინეთმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის იმპორტი და საკუთარი მარაგებიდან ნედლეულის გამოყენებით ქვეყნის დღიური მოხმარების თითქმის ნახევარი დააკმაყოფილა, ბოლო კვირებში საერთაშორისო მომწოდებლებისგან შესყიდვები კვლავ გაზარდა.„ახლა ჩვენს სისტემაში აღარ არის ის ბუფერები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებისას არსებობდა“, – განაცხადა უორთმა.მისი თქმით, რთულია იმის წარმოდგენა, რომ ნავთობზე ფასები სწრაფად შემცირდება.„მინდა გითხრათ, რომ სიტუაციის გაუმჯობესების რაიმე მიზეზს ვხედავ, რადგან ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა“, – აღნიშნა მან.WSJ წერს, რომ ინდუსტრიის ექსპერტები კონფერენციებზე გაფრთხილებით გამოვიდნენ – რადგან ირანთან კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა არ ჩანს, ვითარების კონტროლიდან გამოსვლის რისკი რეალურია.აშშ-ში დიზელის ფასი გასულ კვირაში ისტორიაში პირველად გალონზე $6-მდე გაიზარდა, მიმდინარე კვირაში კი $6.23-საც მიაღწია. ბენზინის ფასი, რომელიც ზაფხულში გალონზე $4-ზე ქვემოთ იყო ჩამოსული, $4.32-მდე გაიზარდა.ნავთობის ფასი ივლისის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას გარკვეული დეესკალაცია მოჰყვა, მკვეთრად გაიზარდა. სამშაბათს ეტალონური Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $108-ს გადააჭარბა.ტრეიდერები მოთხოვნა–მიწოდების და შესაბამისად ფასების მხრივ სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. ორთვიანი ფიუჩერსული კონტრაქტის ფასი უახლოესი, ერთთვიანი კონტრაქტის ფასს ბარელზე $4.7-ით აღემატება, მაშინ როცა აგვისტოს შუა პერიოდში სხვაობა $2-ზე ნაკლები იყო.საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) შეფასებით, მსოფლიოში ნავთობის კომერციული მარაგები ომის დაწყებიდან, თებერვლიდან მოყოლებული, ჯამში 507 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც საშუალოდ დღეში 2.8 მილიონ ბარელს შეადგენს.WSJ-ის ცნობით, ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები და ექსპერტები მსოფლიო ბაზრის მთავარ პრობლემად ირანთან კონფლიქტს მიიჩნევენ და არა რუსეთ-უკრაინის ომს. მათი შეშფოთება ბოლო კვირებში ახლო აღმოსავლეთში მოვლენების ესკალაციამ განსაკუთრებით გააძლიერა.Quantum Capital Group-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის უილ ვან ლოს თქმით, უმეტეს შემთხვევაში მოლაპარაკებებში უპირატესობას ის მხარე იღებს, რომელსაც მეტი დრო აქვს და რომელსაც უფრო დიდხანს შეუძლია გაძლოს.„ირანი მზად არის, გაჭირვებას გაუძლოს. მისი ხალხი უკვე მრავალი ათწლეულია, უზარმაზარ გაჭირვებას იტანს“, – განაცხადა მან.

1789495451

პუტინმა „ვალდაის“ შეხვედრის ადგილი უკრაინის გამო შეცვალა

„ვალდაის“ კლუბმა ყოველწლიური შეხვედრის შესახებ ორშაბათს გამოაცხადა. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წელს ღონისძიება მოსკოვის ოლქში გაიმართება.FT-ის ცნობით, შეხვედრაზე მიწვეულმა პირებმა ადგილის შეცვლის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოში შეიტყვეს, თუმცა თავდაპირველად მათ მოსაწვევები სოჭში ღონისძიების ჩასატარებლად მიიღეს.კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და „ვალდაის“ კლუბმა FT-ის შეკითხვებს ღონისძიების ადგილის შეცვლის მიზეზებთან დაკავშირებით არ უპასუხეს.გამოცემა აღნიშნავს, რომ ადგილის ცვლილება მიუთითებს, რომ კრემლი სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული უკრაინული საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი დრონებისგან პუტინისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის გამო.პუტინი, ტრადიციულად, „ვალდაის“ ყოველწლიური შეხვედრის ბოლო დღეს გამოდის სიტყვით და კითხვა–პასუხის ხანგრძლივ სესიას მართავს.

1789453423

მწვანე ენერგეტიკაზე გლობალურ გადასვლას საფრთხეს მზარდი სავაჭრო ბარიერე...

მთავრობები ბრიუსელიდან ბრაზილიამდე, ადგილობრივი წარმოებისა და სამუშაო ადგილების დაცვის მიზნით, მკაცრ სავაჭრო ზომებს მიმართავენ, რათა შეამცირონ ჩინეთის დომინირება მწვანე ტექნოლოგიების სექტორში. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, დამატებითი მიზნობრივი ტარიფები დააწესა ჩინურ მზის პროდუქტებსა და ენერგოსისტემის იმპორტზე.ექსპერტები და ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ შეზღუდვების შედეგი შესაძლოა იყოს ენერგოგადავლის (Energy Transition) შენელება, სათბურის გაზების ემისიების მატება და სუფთა ენერგიაზე გადასვლის პროცესის მნიშვნელოვნად გაძვირება.ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარიფები მკვეთრად გაიზარდა ბატარეებზე, ელექტრომობილებსა და ქარის ტურბინებზე, ხოლო მზის ენერგიის სექტორში საშუალო საბაჟო განაკვეთი 2023-2024 წლებში ცხრაჯერ გაიზარდა.სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ენერგოსისტემების (Grid) განახლების შეფერხება. აშშ-სა და ევროპაში ქსელური აღჭურვილობის, მაგალითად ტრანსფორმატორების, მიწოდების ვადა უკვე ორ წელზე მეტს შეადგენს, ხოლო ფასები 2020 წლის შემდეგ 158%-ით არის გაზრდილი. იმპორტის დამატებითი აკრძალვები ამ დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს.დასავლური ქვეყნები სავაჭრო შეზღუდვებს ეროვნული და კიბერუსაფრთხოების ინტერესებით ამართლებენ. ევროკავშირში უკვე განიხილება ინიციატივა „დამზადებულია ევროპაში“, რაც საჯარო შესყიდვებში ადგილობრივი წარმოების კომპონენტების პრიორიტეტულობას ითვალისწინებს. თუმცა, ქსელის ევროპელი ოპერატორები აცხადებენ, რომ შიდა წარმოება ჯერ ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას, მკაცრი მოთხოვნები კი მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ ხარჯების ზრდას გამოიწვევს.ევროპის ცენტრალური ბანკის შეფასებით, სავაჭრო ბარიერები მწვანე პროდუქტებს ტრადიციულ ტექნოლოგიებთან შედარებით გააძვირებს, რაც აფერხებს ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას და გლობალურ ეკონომიკაში სათბურის გაზების ემისიების ზრდას უწყობს ხელს.

1789372253

ვუჩიჩი თანამდებობას დატოვებს

„ნიუ-იორკიდან დაბრუნებისთანავე გადავდგები. სიტყვაზე ნუ დამიჭერთ, ეს 25 იქნება თუ 26 სექტემბერი, მაგრამ ასე იქნება“, - განაცხადა მან.ვუჩიჩის თქმით, ის სერბეთში საკუთარი ავტომობილითა და მცირე სატვირთო მანქანით გადაადგილებას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს პარლამენტის დათხოვნა შესთავაზა, რითაც პრემიერ ჯურო მაცუტის ინიციატივას მხარი დაუჭირა.„არჩევნები არასდროს ყოფილა სახელმწიფოს სისუსტის ნიშანი. არჩევნები დემოკრატიული სერბეთის ურყევი ძალის დასტურია“, - განაცხადა მანამდე მაცუტმა.სექტემბრის დასაწყისში ვუჩიჩმა განაცხადა, რომ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის საარჩევნო სიას უხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდება.სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

1789127864

ფაშინიანის ულტიმატუმი რუსეთს

მისი თქმით, ერევანი გაზმომარაგების დივერსიფიკაციის სხვადასხვა სცენარს სწავლობს, მათ შორის TRIPP-ის მარშრუტით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობას.„თუ გაჩნდება შესაძლებლობა, გაზი მეორე, მესამე ან მეოთხე წყაროდან მივიღოთ, ამ ვარიანტს გამოვიყენებთ. თუ გაჩნდება TRIPP-ის გავლით გაზსადენის გაყვანის შესაძლებლობა, ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ. ჩვენ ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში მოქმედების გზებს ვამუშავებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

1789120494