Flydubai-ის თვითმფრინავის ინციდენტი: პილოტებს შორის დაპირისპირება მოხდ...
ისრაელის ოფიციალური
პირების განცხადებით,
თვითმფრინავის გატაცების
ვერსია გამოირიცხა.
არსებული ინფორმაციით,
საგანგაშო სიგნალების
გააქტიურება ბორტზე
პილოტებს შორის ფიზიკურ
დაპირისპირებას
უკავშირდებოდა.Flydubai-ის
ხელმძღვანელობამ ისრაელის
სატრანსპორტო უწყებებს
აცნობა, რომ დუბაიდან
დამატებითი თვითმფრინავი
ტაბუკში უნდა გაფრენილიყო
და მგზავრები ისრაელში,
ბენ-გურიონის აეროპორტში,
დაებრუნებინა.ისრაელის
პრემიერ-მინისტრის,
ბენიამინ ნეთანიაჰუს
განცხადებით, „სიტუაცია
კონტროლს ექვემდებარება“
და მიმდინარეობს მუშაობა
იმისთვის, რომ მგზავრები
ისრაელში
დაბრუნდნენ.მგზავრების
მონაყოლი: ბორტზე კაბინაში
ჩხუბი და სისხლი
იყოინციდენტის შემდეგ
რამდენიმე მგზავრმა და
მათმა ახლობლებმა
ისრაელის მედიასთან
მომხდარის შესახებ
ისაუბრეს.ერთ-ერთი
მგზავრის თქმით,
თვითმფრინავში პანიკა
დაიწყო. როდესაც კაბინის
კარი გაიღო, მგზავრებმა
სისხლი დაინახეს.კიდევ
ერთი მგზავრის
განცხადებით, ერთ-ერთი
პილოტის დაჭრის შემდეგ
თვითმფრინავმა სწრაფად
დაიწყო სიმაღლის
დაკარგვა.„თვითმფრინავში
ყვირილი დაიწყო –
მგზავრები მიხვდნენ, რომ
რაღაც ხდებოდა. როგორც ჩვენ
გვესმის, ერთ-ერთ პილოტს
დანა დაარტყეს და მძიმედ
დაიჭრა, რის შემდეგაც
თვითმფრინავზე კონტროლი
დაიკარგა. მან სწრაფად
დაიწყო დაშვება. ძალიან
საშიში იყო“, – განაცხადა
მგზავრმა.ერთ-ერთი
მგზავრის ნათესავის თქმით,
გოგონამ ფრენისას
დახმარების ყვირილი
გაიგონა. მისი მონაყოლის
თანახმად, ერთ-ერთმა
მამაკაცმა დანა ამოიღო და
გოგონაზე თავდასხმა სცადა,
რის შემდეგაც პილოტმა
მამაკაცს ხელი დაუჭირა და
იატაკზე
დააწვინა.„თვითმფრინავმა
კონტროლის დაკარგვა
დაიწყო. ყველა ყვიროდა,
რადგან ეგონათ, რომ
დაიღუპებოდნენ. რამდენიმე
წუთის შემდეგ კიდევ ორმა
პილოტმა თვითმფრინავზე
კონტროლი აიღო“, –
განაცხადა მგზავრის
ნათესავმა.ინციდენტი
პილოტებს შორის ჩხუბით
დაიწყოისრაელის
ტელეკომპანია N12-ის
ინფორმაციით,
თავდაპირველად
გავრცელებული ცნობები
პილოტებს შორის
„შელაპარაკებისა“ და
„ჩხუბის“ შესახებ უფრო
სერიოზულ დაპირისპირებაზე
მიუთითებს.ერთ-ერთმა
მგზავრმა i24NEWS-ს უთხრა, რომ
თვითმფრინავში დაახლოებით
ორი საათის განმავლობაში
ისმოდა ყვირილი და ერთ-ერთ
პილოტს დანა დაარტყეს.„ორი
საათის განმავლობაში
გვესმოდა ყვირილი
თვითმფრინავში, ერთ-ერთ
პილოტს დანა დაარტყეს,
ბევრი სისხლი იყო“, –
განაცხადა
მგზავრმა.მისივე თქმით,
გარკვეულ მომენტში
მგზავრებს შეექმნათ
შთაბეჭდილება, რომ
პილოტებმა თვითმფრინავზე
კონტროლი დაკარგეს. ბორტზე
მყოფმა ისრაელის
მოქალაქეებმა ლოცვა „შმა
ისრაელი“
დაიწყეს.მგზავრის თქმით,
ისრაელელმა მგზავრებმა
თავდამსხმელის
განეიტრალებაში მიიღეს
მონაწილეობა, ექიმმა და
ექთანმა კი დაჭრილ პილოტს
პირველადი დახმარება
აღმოუჩინეს. ამასთან, თავად
მგზავრმა აღნიშნა, რომ მათ
არ იცოდნენ, ნამდვილად
ტერორისტთან ჰქონდათ თუ
არა საქმე.თვითმფრინავმა
რამდენიმე წამში
დაახლოებით 4 500 მეტრი
დაკარგაFlightRadar24-ის
მონაცემებით,
თვითმფრინავმა ფრენისას
რამდენიმე საგანგებო
სიგნალი გადასცა. მათ შორის
იყო კოდი 7700 – ზოგადი
საგანგებო მდგომარეობის
საერთაშორისო სიგნალი და
7500, რომელიც უკანონო
ჩარევის ან გატაცების
შესაძლო შემთხვევაზე
მიუთითებს.ფრენის
მონაცემების მიხედვით, Boeing
737-მა მცირე დროში
დაახლოებით 9 000 მეტრიდან 4 500
მეტრამდე დაკარგა სიმაღლე.
თვითმფრინავის სიჩქარე ამ
მომენტში დაახლოებით 930
კმ/სთ-ს აღწევდა.ამ
მონაცემებმა გააჩინა
ვარაუდი, რომ ბორტზე
განვითარებული მოვლენები
თვითმფრინავისთვის
სერიოზულ საფრთხეს
ქმნიდა.განიხილება
თვითმფრინავის განზრახ
ჩამოგდების
ვერსიაცინციდენტის
მიზეზთან დაკავშირებით
რამდენიმე ვერსია კვლავ
მოწმდება.ერთ-ერთი
მათგანია ვარაუდი, რომ
ერთ-ერთ პილოტს შესაძლოა
თვითმფრინავის მიწისკენ
მიმართვა, ანუ მისი განზრახ
ჩამოგდება, ეცადა და ბორტზე
მყოფი ადამიანები მის
შეჩერებას
ცდილობდნენ.თუმცა ეს
ვერსია ამ ეტაპზე
ოფიციალურად
დადასტურებული არ არის.
ისრაელის ოფიციალური
შეფასებით, თვითმფრინავის
გატაცება არ
მომხდარა.პილოტების
წარმომავლობის შესახებ
ცნობებიN12-ის ინფორმაციით,
ერთ-ერთი პილოტი რუსული,
ხოლო მეორე უკრაინული
წარმოშობისაა. მედია
ვარაუდობს, რომ მათ შორის
კონფლიქტი შესაძლოა
რუსეთ-უკრაინის ომთან
დაკავშირებული
უთანხმოებით ყოფილიყო
გამოწვეული.ეს ვერსიაც ამ
ეტაპზე დადასტურებული არ
არის.ტაბუკში დაშვების
შემდეგ ორივე პილოტი
საუდის არაბეთის
სამართალდამცველებმა
თვითმფრინავიდან
გაიყვანეს. გავრცელებული
ცნობებით, ისინი
ერთმანეთის წინააღმდეგ
ბრალდებებს კვლავ
გამოთქვამდნენ.Flydubai-ის
რეისის მგზავრები კი
თვითმფრინავში რჩებოდნენ
და მათი ისრაელში
დაბრუნებისთვის
დამატებითი ბორტის
გაგზავნა იგეგმებოდა.
1790760145