GE EN
პოლიტიკა
ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

ესტონეთის მედია წერს, ესტონეთის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს საქართველოში ესტონეთის ელჩს შეატყობინა, რომ ის საქმიანობას 10 მარტს დაასრულებს და ელჩად სომხეთში გადავა.საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს ახალი ელჩი საქართველოში.ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისგან გადახრის, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი აღარ არის.ესტონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებენ თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

1770986804

ISET: ეკონომიკის საბაკალავრო კვოტა 40%-ით, სამაგისტრო 50%-ით, ფინანსებ...

GBC ISET-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ: "ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 40%-ით (165-დან 100-მდე), მიუხედავად იმისა, რომ: ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაა ქვეყანაში ერთადერთია (ეკონომიკაში), რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან 6 წელია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების #1 არჩევანია ეკონომიკაში სტუდენტების 98%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული სტუდენტების 54%, ანუ ყოველი მეორე, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია აქვს კურსდამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა. ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 50%-ით (30-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ: ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაა ერთადერთია, რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან 70-მდე კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით მიიღეს სადოქტორო პროგრამებზე, ამერიკისა და ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტებმა აქვს კურსდამთავრებულების 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა. ISET-ის ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 58%-ით (35-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ: ერთადერთი პროგრამაა ქვეყანაში, რომელიც აფილირებულია CFA ინსტიტუტთან, რაც ამ სფეროს ოქროს სტანდარტია პროგრამა 3 წლის წინ შეიქმნა, სწორედ ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე". 

1770984865

„საქართველოს რკინიგზა“ რუსეთთან მიმოსვლის აღდგენას უარყოფს

„საქართველოს რკინიგზაში რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. რა განაცხადა რუსულმა მხარემ?რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა 12 თებერვალს განაცხადა, "განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა".“მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, - თქვა ოვერჩუკმა.მისი თქმით, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ერასხის რაიონს დააკავშირებს აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ისევე, როგორც აჰურიანის რაიონს თურქეთის რკინიგზასთან.ოვერჩუკის თანახმად, რკინიგზის აღდგენა უზრუნველყოფს რუსეთის დაკავშირებას აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან, რომელსაც სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ოკეანის პორტებზე გასასვლელი აქვს.აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა 90-იანი წლების დასაწყისიდან, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ არის გაწყვეტილი. მისი აღდგენის საკითხი პერიოდულად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა თბილისი ამას ყოველთვის უკავშირებს ქვეყნის დეოკუპაციისა და იურიდიული სტატუსის საკითხებს.ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზის“ პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: რუსული მხარის მიერ დაანონსებული პროექტი ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ არის.

1770983310

"ოცნება" ილიას უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღების კვოტას 92%-ით უმცირებს

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ილიას უნივერსიტეტის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც რეფორმას აპროტესტებენ, საკუთარ კეთილსინდისიერებაზე უნდა იფიქრონ, რადგან მათი „მთავარი გამომქომაგებელი“ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტია. პარლამენტის თავმჯდომარემ მიანიშნა, რომ პროტესტის უკან სააკაშვილის გუნდის ინტერესები დგას.პაპუაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემას „პრობლემური“ უწოდა და მხარი დაუჭირა პრინციპს - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“. მისი თქმით, ეს მიდგომა იმდენად ლოგიკურია, რომ მას მხოლოდ სუბიექტური ინტერესების მქონე პირები თუ შეეწინააღმდეგებიან."რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, თუ გასულ წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საბაკალავრო პროგრამებზე 4 207 სტუდენტის მიღება შეეძლო, წელს ეს კვოტა საგანგაშოდ, 300 ადგილამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მისაღები კონტინგენტი 14-ჯერ, ანუ 92%-ით მცირდება.ამჟამად, უნივერსიტეტში 17 295 სტუდენტი ირიცხება, თუმცა მომავალი წლიდან სასწავლებლის ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან არსებული 36 საგანმანათლებლო პროგრამიდან მას მხოლოდ 16 რჩება, ისიც სიმბოლური კვოტებით (თითო პროგრამაზე საშუალოდ 10-30 ადგილი).რომელი პროგრამები აღარ იარსებებს „ილიაუნში“? მთავრობის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს სრულად ჩამოერთვა უფლება, მიიღოს სტუდენტები ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნად და სტრატეგიულ მიმართულებებზე.2025-2026 სასწავლო წლიდან უქმდება მიღება შემდეგ პროგრამებზე: სოციალური მეცნიერებები: ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები; ბიზნესი და სამართალი: სამართლის ფაკულტეტი და ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულება (მენეჯმენტი, ტურიზმი, ფინანსები); ჰუმანიტარული და სახელოვნებო: ფილოსოფია, არქეოლოგია, არქიტექტურა, კინომცოდნეობა და მუსიკა; ტექნოლოგიები: კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამა. დარჩენილ 16 პროგრამას შორის მხოლოდ ვიწრო სპეციალობებია, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა და რამდენიმე საინჟინრო მიმართულება, თუმცა ადგილების მინიმალური რაოდენობა ამ პროგრამების სიცოცხლისუნარიანობასაც ეჭვქვეშ აყენებს.ექსპერტთა ნაწილი ამ ნაბიჯს უნივერსიტეტის მიზანმიმართულ დასუსტებად და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

1770974773

აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის - netgazeti

ნეტგაზეთმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველო-ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე.GBC უცვლელად გთავაზობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხს:„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

1770971265

გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დ...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, MSC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.„წელს კონფერენციაში, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი - მარკო რუბიო, გერმანიის კანცლერი - ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა 2021 წლის 29 მაისს, "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას მიერ.მანამდე, 2017 წლის 13 ნოემბრიდან – 2019 წლის 3 სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი. 2019 წლის 3 სექტემბრიდან – 2021 წლის 18 თებერვლამდე, გიორგი გახარიას ეკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.2021 წლის 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა. მიზეზად დაასახელა შეუთანხმებლობა გუნდთან ნიკა მელიას (მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე) დაკავების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ კანონის აღსრულება არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების უსაფრთხოების რისკის ფასად.ამ ნაბიჯის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მას საჯაროდ უწოდა „მოღალატე“, რამაც საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი გახარიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.გიორგი გახარიაზე სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალურად 2025 წლის 12 ნოემბერს გამოცხადდა. საქმე ეხება 2019 წლის მოვლენებს, კერძოდ, „გავრილოვის ღამეს“ და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდებს.2025 წლის 13 ნოემბერს, თბილისის სასამართლომ ჩორჩანას საქმეზე მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გახარია ამჟამად გერმანიაში იმყოფება. 

1770965716

მთავრობა მიგრაციულ პოლიტიკას ამკაცრებს: პირველი მარტიდან უცხოელებისთვი...

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში მცხოვრები უცხოელების 70% პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეები არიან, ხოლო რეგიონის ისეთი ქვეყნების ჯამური წილი, როგორიცაა თურქეთი და ირანი, საქართველოს მოსახლეობაში მხოლოდ 0.7%-ია. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 1-ლი მარტიდან დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოელების შრომითი საქმიანობა საქართველოში მნიშვნელოვნად იზღუდება. მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკისა და ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება, რაზეც მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს.გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება აძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. მან განმარტა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნიდან იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გაძევდა, ვიდრე ჯამურად გასული 10 წლის განმავლობაში. კობახიძის თქმით, ამჟამად ქვეყანაში 20 ათასზე მეტი არალეგალი მიგრანტი იმყოფება და დასახულია მიზანი, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო მათგან სრულად გათავისუფლდეს. პრემიერმა ასევე შეახსენა საზოგადოებას 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აკრძალა, რაც მისი თქმით, ეროვნული ინტერესების დაცვის კიდევ ერთი დასტურია.

1770962520

19 სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების უფასო სწავლებისთვის პირველ სემ...

„უპრეცედენტო ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა გუნდმა, მისმა პოლიტსაბჭომ და პრემიერმა იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტი უფასოდ ისწავლის. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში გადანაწილებული თანხები პირველ სემესტრთან მიმართებით. იმიტომ, რომ ეს არის დაახლოებით ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით და უფრო ცალსახად ეს გამოჩნდება, როდესაც 2027 წლის ბიუჯეტი იქნება წარმოდგენილი განსახილველად.პირველ სემესტრთან დაკავშირებით, რაც დავთვალეთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის ფარგლებში ვართ, რომელიც უზრუნველყოფს 19 უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლების მხარდაჭერას“, - განაცხადა მიქანაძემ.

1770896890

განათლების რეფორმა: თსუ-ს „დედა უნივერსიტეტის“ სტატუსი უბრუნდება, სახე...

მინისტრის განმარტებით, რეფორმის მთავარი მიზანი საქართველოში თანამედროვე სტანდარტების განათლების უზრუნველყოფაა. ამ მიზნით, წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით 2 000 სტუდენტით გაიზრდება და ჯამში 21 300-ით განისაზღვრება. გარდა ამისა, 10 000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლოს პროფესიულ პროგრამებს.„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ – სპეციალობების ახალი განაწილებასახელმწიფო უნივერსიტეტებზე კვოტები ახალი კონცეფციით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით განაწილდება, რაც სასწავლებლების ტრადიციული პროფილის აღდგენას გულისხმობს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ): ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული (პედაგოგიკის გარდა), სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და მედიცინა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართულ-აფხაზური ენა და ლიტერატურა, პედაგოგიკა და აგრარული სპეციალობები (ეს უკანასკნელი ტექნიკური უნივერსიტეტიდან რეორგანიზაციის შედეგად გადაინაცვლებს). რეგიონული უნივერსიტეტები: ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები მრავალფუნქციურობას შეინარჩუნებენ, ხოლო ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის სასწავლებლებში აქცენტი აგრარულ მიმართულებაზე, ტურიზმსა და პედაგოგიკაზე გაკეთდება. გამონაკლისები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიდადგენილ კვოტებზე მეტი სტუდენტის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი: თუ ეროვნული გამოცდების შედეგად ბოლო ადგილზე თანაბარქულიანი აპლიკანტები აღმოჩნდებიან, ან თუ სწავლის სურვილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები გამოთქვამენ, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.გივი მიქანაძის განცხადებით, კვოტების სწორი პრინციპებით განსაზღვრა აუცილებელ ნიადაგს შექმნის იმისთვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანაში საერთაშორისო დონის განათლების მიღება შეძლონ.განახლებაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტებში ფაკულტეტების განაწილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, „უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონიმიკის ნაცვლად ბიზნესის მომარაგებას იაფფასიანი მომსახურე პერსონალით და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა პროცესში, ისე მოაგვარეს. გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“.რა არის STEM სპეციალობები?STEM ლათინური აბრევიატურაა, რომელიც აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას: მეცნიერებას (Science), ტექნოლოგიას (Technology), ინჟინერიას (Engineering), მათემატიკას (Mathematics).რას ნიშნავს ABET აკრედიტაცია?ABET აკრედიტაცია არის ხარისხის ერთგვარი „ოქროს სტანდარტი“ საინჟინრო, კომპიუტერულ და ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო პროგრამებში. როდესაც STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) სპეციალობას აქვს ეს სტატუსი, ეს ნიშნავს, რომ პროგრამა აკმაყოფილებს გლობალურ პროფესიულ მოთხოვნებს.

1770896815

ხორვატიის პრეზიდენტისთვის „გაუგებარია ბრალდებები საქართველოს პრორუსულო...

ხორვატიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია დასავლელი პოლიტიკოსების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში.„ვნახე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე რომ ჩამოსულიყვნენ. არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია წნეხი მცირე ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ხელების გადაგრეხა და შანტაჟი“, – განაცხადა მილანოვიჩმა.აბსურდული ბრალდებები და ეკონომიკური წარმატებამილანოვიჩის თქმით, გაუგებარია ბრალდებები საქართველოს პრორუსულობის შესახებ, როდესაც ქვეყანას მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს. მან აღნიშნა, რომ საქართველო შეუძლებელი დილემების წინაშე დააყენეს.პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მიღწევებზეც. მილანოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ეკონომიკურად წარმატებულად ვითარდება და მაღალი ზრდის მაჩვენებელი აქვს.მისი თქმით, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს ამ პროგრესს და არა ბარიერები შექმნას.„ბრიუსელის ბიუროკრატია ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებს“ხორვატიის ლიდერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას არ მისცემს უფლებას, ხორვატიის სახელით ისაუბროს. მან 2025 წელს ევროკავშირიდან ვიზიტების სიმცირეს „სიგიჟეა“ უწოდა და დასძინა, რომ მისი ვიზიტი არის სოლიდარობის ჟესტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი დამოუკიდებელი ძალისხმევის მიმართ.შეგახსენებთ, რომ ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში 11-13 თებერვალს, მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

1770890523