თბილისი (GBC) - ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი 6 ნოემბერს X-ზე წერს: „მმართველმა არადემოკრატიულმა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“. ევროპარლამენტარი ამით გამოეხმაურა Liga.net-ის სტატიას, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის 5 ნოემბრის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, სანამ ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არა ერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულად, ყველამ ვიცით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მანამდე, Liga.net-ის სტატიას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, რომელმაც X-ზე დაწერა: „ქართულ მხარეს არ უნდა სწყინდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“.
The Georgian side should not take offense at its reflection in the mirror. All of the reasons for Georgia's poor EU accession results are in Tbilisi, not Kyiv.
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) November 6, 2025
As for Ukraine, we wish the friendly Georgian people only one thing: to realize their European aspirations… pic.twitter.com/rwnMzbktu6