თბილისი (GBC) - დაუშვებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება სებ-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის  გარეშე,-

ცენტრალურმა ბანკმა კრიპტომოვაჭრეებისთვის რეგულაცია დაამატა, მომხმარებლის დაცვის და რისკების მართვის მოტივით.

წესს შემოაქვს "სტაბილური ვირტუალური აქტივი (მათ შორის ლარის (ბ), უცხოური ვალუტის) მიმოქცევაში არსებული სვა სრულად (100%) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო აქტივებით.

რეგულაცია ასევე ადგენს სარეზერვო აქტივების კომპოზიციას და სავალდებულო წილობრივ მაჩვენებლებს, განსაზღვრავს კაპიტალის და სარეზერვო აქტივების სეგრეგირებულ შენახვას, მფლობელთა მოთხოვნით გამოსყიდვის ვალდებულებას, ტექნოლოგიურ. საოპერაციო რისკების მართვის და კაპიტალის მოთხოვნებს.

სებ-ის  ინფორმაციით, წესი ეფუძნება ორგანულ კანონში 2025 წლის 17 დეკემბერს ცვლილებებს, რომლითაც სებ-ს სრული საზედამხედველო (პრუდენციული, მომხმარებლების უფლებების დაცვა, კიბერუსაფრთხოება, საოპერაციო რისკების მართვა) უფლებამოსილება მიენიჭა.

 

შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკებთან. სხვა ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი მიდგომების შეფასება, მ.შ: 


  • ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ინიციატივები სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით (Genius Act);
    ევროკავშირი - Markets in Crypto-Assets (MiCA) რეგულაცია;
    დუბაი - Virtual Assets Regulatory Authority (VARA)-ს მარეგულირებელი ჩარჩო;
    დიდი ბრიტანეთი - სტაბილურ აქტივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები;
    სინგაპური -  სტაბილურ ვირტუალურ აქტივებზე მარეგულირებელი მიდგომები.
  • ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალები და რეკომენდაციები. საქართველოს ეროვნული ბანკი,  ვირტუალური აქტივების, მათ შორის სტაბილური ვირტუალური აქტივის მარეგულირებელი და საზედამხედველო ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ასევე თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების (VASPs) რეესტრი

(ბ) ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივი – რომლის ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად;