თბილისი (GBC) - სებ-მა დაკრედიტების შენელების გათვალისწინებით, 01.01.2026-ისთვის + 13.4%Y.Y) კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი კვალვ არ აამოქმედა. თუმცა ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერი იზრდება, როგორც იყო გაწერილი.

ფსკ-ს (ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი) აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.

მარტში ბანკებს 0.75% ნამეტი რეზერვი მოეთხოვება. 2024-ის გაზაფხულზე ამოქმედებული  ბუფერი III ეტაპზეა  I იყო 0.25% და IV - 1%-მდე სრულად 2027 - ში (15/03) შეივსება.

კაპიტალის აღნიშნული ბუფერი მომავალში მიკრობანკებსაც დაეკისრება. ციფრული ბანკები ამ და კაპიტალის სხვა რეგულაციებისგან თავისუფალია.

ფსკ - ის შეფასებით, Q4/2025-ში სესხები/მშს გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია, რომლის გახანგრძლივებას, სებ-ის ინფორმაციით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. 

მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი 0 რჩება.