თბილისი (GBC) - სების მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, $26.9 მლრდ (₾72.4 მლრდ) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 70.4%-ია (31.12.2024- $25.2 მლრდ,74.5%) .

4Q/25-ში, 3Q/25-თან ვალი, $352.7 მლნ-ით შემცირდა. მ.შ. ოპერაციული ცვლილების გამო  $440.1 მლნ-ით, საკურსო და ფასის ცვლილებით, კი გაიზარდა, შესაბამისად, $72.7 მლნ-ით და $29.4 მლნ-ით.

სახელმწიფო საგარეო ვალი მშპ-ს 30.7%-ია (L/Y -32.1%) და $11.7 მლრდ -ს შეადგენს (₾31.6 მლრდ).

აქედან სამთავრობო სექტორის ვალია $9.2 მლრდ (₾24.8 მლრდ; მშპ-ს 24.1%), 2025-ის ბოლოს იყო $8.4 მლრდ (მშპ-ს 24.8%)

ეროვნული ბანკის ვალდებულებები - $780.9 მლნ (₾2.1 მლრდ; მშპ-ს 2%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, $ 473.1 მლნ (₾1.3 მლრდ; მშპ-ს 1.2%) და $1.3 მლრდ (₾3.4 მლრდ; მშპ-ს 3.3%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალი მშპ-ს 24.8%-ია - $9.5 მლრდ (L/Y - $8.3 მლრდ; მშპ-ს 24.7%),

სხვა სექტორების საგარეო ვალმა - $5 მლრდ (₾13.4 მლრდ; მშპ-ს 13%) და კომპანიათაშორისო ვალმა - $2.4 მლრდ (₾6.6 მლრდ; მშპ-ს 6.4%). მთლიანი საგარეო ვალის 86.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, $12.6 მლრდ (₾34 მლრდ) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ–ს 33.1%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი $5.6 მლრდ-ია (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 14.6%-ია.

4Q25-ში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი $38.6 მლნ-ით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი $37.5 მლნ-ით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი $1 მლნ-ით. 2025 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა $780.9 მლნ შეადგინა. აქედან, $475.5 მლნ განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.