ოთხშაბათით დათარიღებული დოკუმენტები აღწერს ომის უარყოფით შედეგებს ამერიკის პრესტიჟზე მსოფლიოს სამ სხვადასხვა ქვეყანაში: ბაჰრეინში, აზერბაიჯანსა და ინდონეზიაში. ამ ქვეყნების დედაქალაქებში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები ხატავენ მძიმე სურათს, სადაც ამერიკა მედიასივრცეში ალყაშია მოქცეული პრო-ირანული აქტორების მიერ, რომლებიც ციფრულ სივრცეში განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევიან.POLITICO წერს, რომ აზერბაიჯანში ურთიერთობები, რომლებიც მანამდე მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა, საუკეთესო შემთხვევაში სტაგნაციას განიცდის, უარეს შემთხვევაში კი – უფსკრულისკენ მიექანება. ბაჰრეინის მთავრობა კითხვების წინაშე დგას იმის შესახებ, მიატოვა თუ არა აშშ-მა იგი ირანული დრონებისა და რაკეტების პირისპირ. ხოლო ინდონეზიის ლიდერი შესაძლოა აშშ-თან უსაფრთხოების სფეროში კავშირების შემცირების მოთხოვნის წინაშე დადგეს.POLITICO-ს ინფორმაციით, ზოგიერთი წერილი აღწერს ანტიამერიკულ განწყობებს, რომლებსაც დაუყოვნებლივი ეფექტი აქვთ, სხვები კი გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში ურთიერთობები საფრთხის ქვეშ დადგება. მთლიანობაში, დოკუმენტები ქმნის სურათს, სადაც აშშ კარგავს მოსახლეობის, და პოტენციურად მათი მთავრობების ნდობას.წერილებში ჩანს შეფარული თხოვნები ტრამპის ადმინისტრაციისადმი, რათა ამერიკულ საელჩოებს მიეცეთ მეტი თავისუფლება ნეგატიურ ნარატივებთან საბრძოლველად როგორც ინტერნეტში, ისე ტრადიციულ მედიაში. ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საელჩოებს სჭირდებათ „მოქნილობა და სოციალურ მედიაში სწრაფი, პროაქტიური მოქმედების თავისუფლება“.POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აშშ-ის საელჩოებს დავალებული აქვთ, არ შექმნან ორიგინალური კონტენტი ირანის ომზე და მხოლოდ თეთრი სახლის ან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული გზავნილების გაზიარებით შემოიფარგლონ.ამ წერილების გაგზავნის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. დიპლომატების თქმით, ბევრი მათგანი ერიდება ხმამაღლა საუბარს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რადგან ისინი ჩამოაშორეს საგარეო პოლიტიკის ძირითად გადაწყვეტილებებს.ირანის ისლამისტური ხელმძღვანელობა კი, პირიქით, იყენებს ბოტებს, მემებსა და სხვა ინსტრუმენტებს სხვადასხვა პლატფორმაზე აშშ-ის პოზიციების შესასუსტებლად. მათი დიპლომატები ასევე იყენებენ კავშირებს რელიგიურ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში თეირანისადმი სიმპათიის მოსაპოვებლად.კომენტარის თხოვნის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა: „პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები ამერიკის შეერთებულ შტატებს, მომავალ თაობებს და მთელ მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს ხდის იმით, რომ ხელს უშლის ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის მოპოვებაში. ეს არის რეალობა და მთელი ადმინისტრაცია ამ მიზნის გარშემო ერთსულოვანია“.აშშ-ის ერთგულების ეჭვქვეშ დაყენება ბაჰრეინშიბაჰრეინი და აშშ მტკიცე მოკავშირეები არიან; ეს ახლო აღმოსავლური ქვეყანა მასპინძლობს ამერიკულ სამხედრო ბაზას, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინაა. თუმცა, მანამადან გამოგზავნილი წერილის მიხედვით, ომმა გააჩინა აღქმა, რომ აშშ-მა მიატოვა ბაჰრეინი და მხოლოდ ისრაელის დაცვაზე მოახდინა ფოკუსირება.პრო-ირანული სოციალური მედიის ანგარიშები მიანიშნებენ, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნამ „ბაჰრეინი სამიზნედ აქცია“ და ამერიკულმა ძალებმა ქვეყანა უნდა დატოვონ. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პოსტი კითხულობდა: „რატომ განათავსეს აშშ-ის ძალები სასტუმროებში მშვიდობიან მოსახლეობას შორის? იმსახურებს კი ამერიკა, რომელმაც ყურის რეგიონი ისრაელის უსაფრთხოებისა და ნეთანიაჰუს მიზნების გამო მიატოვა, ბაჰრეინელი ხალხი რისკის ქვეშ დააყენოთ?“დიპლომატების აზრით, პრობლემა ისიცაა, რომ აშშ-ის გზავნილები სუსტია, მაშინ როცა პრო-ირანული მხარე სწრაფად და კრეატიულად მოქმედებს. ბაჰრეინელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ წუხილს, რომ ამერიკული ადგილობრივი გზავნილების არარსებობა რისკს უქმნის საზოგადოების ნდობას აშშ-ისადმი.მიღწევების განეიტრალება აზერბაიჯანშიბაქოდან გაგზავნილი წერილის თანახმად, ირანის ომმა შესაძლოა დააზიანოს პროგრესი, რომელსაც აშშ-მა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში მიაღწია მას შემდეგ, რაც გასულ აგვისტოში ტრამპმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო სამიტს უხელმძღვანელა.POLITICO-ს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველი თვის განმავლობაში აზერბაიჯანული მედია ნეიტრალურ ტონს ინარჩუნებდა, თუმცა აპრილში რიტორიკა შეიცვალა და უფრო კრიტიკული გახდა აშშ-ის მიმართ. ადგილობრივი გამოცემების უმეტესობამ კონფლიქტის დაწყებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სოციალურ მედიაში აშშ-ისა და ისრაელის ქმედებების მკაცრი კრიტიკისა, ეს არ ნიშნავს პრო-ირანული განწყობების ზრდას აზერბაიჯანში, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი სეკულარულადაა განწყობილი და თეირანის ისლამისტური რეჟიმისადმი ზიზღს გრძნობს.პოზიციების დაკარგვა ინდონეზიაშიჯაკარტადან გაგზავნილი წერილის მიხედვით, ირანი ატარებს მასშტაბურ გავლენის ოპერაციას ინდონეზიაში – მსოფლიოს უდიდეს მუსლიმურ დემოკრატიაში. თეირანი ხაზს უსვამს მუსლიმურ სოლიდარობას და მიმართავს ანტიკოლონიურ განწყობებს, ისრაელსა და აშშ-ს კი „იმპერიალისტებად“ წარმოაჩენს.ირანის საელჩოს პოსტებს ახლა ათასობით მეტი ნახვა და დადებითი კომენტარი აქვს, ვიდრე მანამდე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ომი გაჭიანურდება, ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ირანული პროპაგანდა გააძლიერებს არსებულ ანტიამერიკულ განწყობებს იმ დონემდე, რომ პრეზიდენტ პრაბოვოს პოლიტიკური მანევრირების შესაძლებლობა შეეზღუდოს.საელჩო დაჟინებით ითხოვს მეტ თავისუფლებას მედიაფრონტზე საპასუხო დარტყმისთვის, რათა წინ აღუდგეს ანტიამერიკულ გზავნილებს მუსლიმურ აუდიტორიაში. ინდონეზიელ ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
1776420179
„2026 წლისთვის უკრაინამ 28.3 მილიარდი ევროს საერთო ღირებულების თავდაცვის დახმარება მოითხოვა. მიწოდების პირველი გეგმა ფოკუსირებულია უკრაინის მოწინავე თავდაცვითი ინდუსტრიის მიერ წარმოებულ დრონებზე“, - განაცხადა კუბილიუსმა.კომისარმა დააზუსტა, რომ მომდევნო ეტაპებზე ევროკავშირი „ევროპული თავდაცვითი ინდუსტრიის უფრო მეტ ჩართულობას ელოდება“.ევროკომისია დარწმუნებულია, რომ 90-მილიარდიანი კრედიტის პირველი ტრანში უკრაინაში 2026 წლის მეორე კვარტალში შევა.მას შემდეგ, რაც უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია 12 აპრილის არჩევნებში დამარცხდა, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი 90-მილიარდიანი დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი ოპერატიულად განიბლოკება.ევროკომისიის წინადადებით, 2026 წელს უკრაინას 45 მილიარდი ევრო უნდა გადაეცეს, საიდანაც 16.7 მილიარდი ქვეყნის ბიუჯეტის საჭიროებებს მოხმარდება, ხოლო 28.3 მილიარდი უკრაინის არმიას, თავდაცვასა და იარაღის წარმოებაზე დაიხარჯება.
1776338313
ევროკავშირის ლიდერების მომავალი კვირის სამიტი უნდა ყოფილიყო შანსი, რათა პასუხი გაეცათ კონტინენტის ეკონომიკური სნეულებისთვის, თუმცა, ამის ნაცვლად, ის კიდევ ერთ „ხანძრის ჩაქრობის“ მისიად იქცევა. როგორც POLITICO წერს, ირანის ომი ზოგიერთ გრძელვადიან საკითხს გვერდით აჩოჩებს.შეხვედრა, რომელიც 23-24 აპრილს კვიპროსზე გაიმართება, დიდწილად ევროკავშირის 1.8 ტრილიონი ევროს ოდენობის შვიდწლიან ბიუჯეტში (რომელიც 2028 წლისთვის უნდა ამოქმედდეს) პროგრესის მისაღწევად იყო მოწვეული. ამ საკითხზე დისკუსია კვლავ შედგება, თუმცა მას შეავიწროებს ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე რეაგირების აუცილებლობა, რამაც, ბევრის შიშით, შესაძლოა გლობალური რეცესია გამოიწვიოს.„სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მართებულად იქცევიან, როდესაც დიდ დროს უთმობენ მოულოდნელ გეოპოლიტიკურ კრიზისებს, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში წარმოიშვა“, - განაცხადა ზიგფრიდ მურეშანმა, ბიუჯეტის საკითხებში წამყვანმა კანონმდებელმა მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიიდან“, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ლიდერების უმრავლესობაც მიეკუთვნება. „თუმცა, მჯერა, რომ როგორც კავშირმა, მთელი ჩვენი პოლიტიკური დრო მხოლოდ ერთ თემას არ უნდა დავუთმოთ და არ უნდა უგულებელვყოთ სხვა საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია, თუმცა, შესაძლოა, არა აუცილებლად გადაუდებელი“.ლიდერებმა მოუწოდეს ბრიუსელს, დაიცვას მომხმარებლები და ინდუსტრია ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებისგან, რაც ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ საზღვაო მიმოსვლის ექვსკვირიანმა ბლოკადამ გამოიწვია. ნავთობისა და გაზის ტანკერები ამ სტრატეგიულ სანაოსნო გზაზეა ჩარჩენილი, რომელიც ყატარისა და საუდის არაბეთის მსგავს მსხვილ ექსპორტიორებს გლობალურ ბაზართან აკავშირებს. ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა გასულ თვეში POLITICO-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე, ამ კონფლიქტმა „თვითნებურად გამოწვეული გლობალური რეცესია“ დააინიციროს.თუმცა, ლიდერები რამდენიმე სხვადასხვა პრობლემასთან ერთდროულად გამკლავებას ცდილობენ რაც რთული აღმოჩნდა. მურეშანის თქმით, მთავრობებმა ბიუჯეტზე მნიშვნელოვან პროგრესს წლის ბოლომდე უნდა მიაღწიონ. მან გააფრთხილა ისინი, რომ „საბჭოს მიერ პროცესის გაჭიანურება ნიშნავს, რომ 2028 წლის 1-ელი იანვრისთვის არაფერი იქნება მზად“, რაც დაგეგმილ გადახდებს შეაფერხებს.გარდა ამისა, ყურადღების მიღმა დარჩა წინადადებები ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შესახებ მწვავე სავაჭრო კონკურენციის ფონზე. ამას წევრი ქვეყნების დედაქალაქები ეკონომიკური ზრდის შენელების საპასუხოდ ითხოვდნენ, თუმცა ინიციატივა მაინც შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე გასწია შემდეგი ნაბიჯების „საგზაო რუკის“ წარსადგენად.„საგზაო რუკა ტექნიკურად მზად არის, მაგრამ დედაქალაქები არ ითხოვენ მასზე საუბარს - მათ სურთ საუბარი ათას სხვა რამეზე, როგორიცაა ენერგეტიკა და უსაფრთხოება“, - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ჩართული იყო გეგმების შემუშავებაში და რომელსაც ანონიმურობის უფლება მიეცა ღიად საუბრისთვის. „მაგიდაზე 10 თემაა და ჩვენ არ გვაქვს დრო ყველაზე სასაუბროდ“.„რთული“ გეოპოლიტიკაPOLITICO-ს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში კონკურენტუნარიანობის საკითხმა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უფრო მაღალ პოზიციებზე აინაცვლა იმ ლიდერების გამო, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ ევროკავშირი ჩამორჩება აშშ-სა და ჩინეთს, სადაც ინდუსტრიისთვის ენერგიის ფასები რამდენჯერმე დაბალია. ეს ასევე იყო თებერვლის სამიტის ფოკუსი, სადაც მათ კომისიისგან შეთანხმებული მოქმედება მოითხოვეს. თუმცა, ეს აღარ არის მათი პრიორიტეტი. „კონტექსტის გათვალისწინებით, ნათელია, რომ დღის წესრიგის დიდი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას დაეთმობა“, - დაადასტურა ევროკავშირის მეორე მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ბრიუსელი მუშაობს კვიპროსთან, რომელიც მასპინძლობს შეხვედრას ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარეობის ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი დრო როგორც გეოპოლიტიკური საფიქრალისთვის, ისე ბიუჯეტისთვის (ცნობილი როგორც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო - MFF).ორდღიან სამიტზე მიწვევის წერილში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ დღის წესრიგში არსებულ ურთიერთგამომრიცხავ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ განვიხილავთ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოსა და ევროპის საპასუხო ნაბიჯებს; ამავდროულად, პოლიტიკურ სახელმძღვანელო მითითებებს შევიმუშავებთ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე (MFF) მუშაობისთვის, რათა წლის ბოლომდე შეთანხმების მისაღწევად ნიადაგი მომზადდეს“.სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ბლოკის წინაშე ლოდინი მოუწევს. ქვეყნები ზეწოლის ქვეშ არიან, რომ ხელი მოაწერონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რაზეც ლიდერები დეკემბერში შეთანხმდნენ. სესხი ბლოკირებულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ კიევთან დაზიანებული რუსული ნავთობსადენის გამო დავის ფარგლებში. ფორმალურად, ამას ლიდერებისგან ხელახალი დამტკიცება არ სჭირდება.ორბანმა გასულ უქმეებზე საპარლამენტო არჩევნები პეტერ მაგიართან წააგო, რომელმაც მიანიშნა, რომ ვეტოს მოხსნის - თუმცა გადაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა მანამ, სანამ ის მომავალ თვეში თანამდებობას არ დაიკავებს.ავტოგრაფიანი ფოტოებიოთხშაბათს POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრეთის მიმავალი პრემიერ-მინისტრი სამიტს არ დაესწრება.ეს ნიშნავს, რომ ის გამოტოვებს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან მიმავალი ლიდერები კოლეგებისგან სიმბოლურ საჩუქრებს, ავტოგრაფიან ფოტოებსა და ვიდეომილოცვებს იღებენ. თუმცა, მისი დასწრება მაინც საკმაოდ უხერხული იქნებოდა იმის ფონზე, რომ ბოლო შეხვედრისას, მარტში, კოშტამ ორბანის ქცევა „მიუღებლად“ შეაფასა."ირლანდია, რომელიც ივლისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას კვიპროსისგან გადაიბარებს, შეეცდება წლის ბოლომდე ბიუჯეტზე შეთანხმების მიღწევა როგორმე დააჩქაროს", - წერს POLITICO.
1776322297
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც ბრიტანეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ყველაზე დიდია, მოიცავს ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დამრტყმელ დრონს, სადაზვერვო და ლოგისტიკურ უპილოტო აპარატებს, ასევე საზღვაო საშუალებებს, რომლებმაც უკრაინის ფრონტის ხაზზე საბრძოლო გამოცდა უკვე გაიარეს. ახალი დრონების მიწოდება ამ თვეში უკვე დაიწყო.„ბრძოლებში გამოცდილი უპილოტო აპარატების ეს მნიშვნელოვანი გაძლიერება უკრაინულ ძალებს მისცემს იმ შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია საკუთარი ხალხის დასაცავად და რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბოლო კვირებში ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი - პუტინს სურს ჩვენი ყურადღების გადატანა, მაგრამ უკრაინელები განაგრძობენ ბრძოლას უდიდესი სიმამაცით და ვერაფერი მაიძულებს მათ ზურგი ვაქციოთ, სანამ მშვიდობას არ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.ლონდონის ეს განცხადება იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბერლინში მიემგზავრება უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 34-ე სხდომის თანათავმჯდომარეობისთვის, რომელშიც, სავარაუდოდ, 50 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.სხდომაზე ჰილი ასევე დაადასტურებს, რომ ბრიტანეთი უკრაინას მიმდინარე წელს ასობით ათას საარტილერიო ჭურვსა და ათასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტას გადასცემს. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომა („რამშტაინის“ ფორმატი) გერმანიაში 15 აპრილს იმართება. მასში მონაწილეობას NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებს.ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ამ კვირაში დაგეგმილ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას კვლავ გამოტოვებს.
1776252544
„ვიმედოვნებთ, რომ უკვე უახლოეს მომავალში მათ (აშშ-ის მომლაპარაკებლებს - რედ.) ექნებათ მეტი დრო და მეტი შესაძლებლობა, შეხვდნენ სამმხრივ ფორმატში (უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ - რედ.)“, - განაცხადა პესკოვმა.მანამდე კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დარეგულირების სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი ამჟამად პაუზაზეა, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთი აშშ-სთან ინფორმაციის მიმოცვლას აგრძელებს.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დათანხმდა ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა, თუ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეს სრულად გახსნის.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, მოელის, რომ ამერიკული დელეგაცია კიევში აღდგომის შემდეგ ჩავა.მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული სამოლაპარაკო დელეგაცია კიევში მიიწვია.
1775648937
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც საშუალებას მისცემს ირანს დროებით შეაჩეროს საომარი მოქმედებები და გადაიხედოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება. ამ ნაბიჯმა საერთაშორისო საბირჟო დინამიკაზეც მოახდინა მკვეთრი გავლენა და ფასებზე მკვეთრი ვარდნის მიმართულებით იმოქმედა.ერთ-ერთი შუამავალი, შაბაზ შარიფიის ხელმძღვანელობით პაკისტანი, ითხოვს, რომ შეთანხმება გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივი ვადით – საუბარია დაახლოებით 45-დღიან ზავზე, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის. ეს წინადადება მოიცავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, პირველ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი გრძელვადიან დილოგზე გადასვლას.ირანელი მაღალჩინოსნები ხაზს უსვამენ, რომ არ მიიღებენ მხოლოდ დროებით ზავს და ეწინააღმდეგებიან ჰორმუზის სრუტის შეზღუდვას, თუ არ მოჰყვება უფრო ღრმა შეთანხმება. თეირანი 10 კონკრეტულ წინადადებას აყენებს, რომლებიც დაკავშირებულია თავდასხმების სრულ გამორიცხვასთან, დაზარალებულთა კომპენსაციასთან და სანქციების მოხსნასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებსაც.ირანმა ასევე უარი განაცხადა ნებისმიერი დროებითი შეწყვეტის წინადადებაზე და დააყენა წინაპირობები მუდმივი განხილვისთვის, მოითხოვს, რომ შეტევები აშშ-ის მხრიდან არ განმეორდეს და ითხოვს ჰორმუზის სრუტის მართვის უფლებას, მათ შორის გადასახადების შემოღების შესაძლებლობას ტანკერებისთვის, რომლებიც ამ სტრატეგიულ ზონაში იმოძრავებენ.ემავე კონტექსტში ვაშინგტონი აცხადებს, რომ შეთანხმება და ზავი დროთა განმავლობაში შესაძლოა გაფართოვდეს უფრო ხანგრძლივი დიპლომატიური შეთანხმებისკენ, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებას და რეგიონში სტაბილურობის დამყარებას.ირანის მოთხოვნები, რომ შეთანხმება აღიარებული იყოს მხოლოდ მუდმივ და არა დროებით ზავად, ნათელს ხდის, რომ მხარეებს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარება მეტისმეტად ხანგრძლივი და რთული იქნება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმებისა, ძირითადი დაპირისპირების და შეთანხმების პირობების მკაფიოდ ჩამოყალიბება აქტუალურ გამოწვევად რჩება, რაც ამ პროცესს მეტად ართულებს.რა სურს ვაშინგტონს· ურანის გამდიდრების მკაცრი მონიტორინგი და 60%-ზე ზემოთ გამდიდრების შეჩერება· საერთაშორისო ინსპექტორების შეუფერხებელი წვდომა ობიექტებზე· რეგიონში ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების აქტივობის შემცირება· ბალისტიკური პროგრამის საკითხის ცალკე მოლაპარაკებებზე გატანარა სურს თეირანს· ენერგეტიკულ და საბანკო სექტორზე სანქციების ეტაპობრივი მოხსნა· გაყინული აქტივების განბლოკვა· ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შერბილება· უსაფრთხოების გარანტიები, რომ აშშ შეთანხმებიდან ცალმხრივად აღარ გავა
1775630434
თეირანმა ტრამპს მას შემდეგ უპასუხა, რაც მან პირობა დადო, რომ დაარტყამდა ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუკი არ იქნება მიღწეული შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის გახსნის შესახებ. პოსტი პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.„სამშაბათი ირანში იქნება ელექტროსადგურების დღე და ხიდების დღე, ყველაფერი ერთად“, - დაწერა მან. „ამის მსგავსი არაფერი გინახავთ! გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თქვე გიჟო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - უბრალოდ უყურეთ!“ტაილანდში ირანის საელჩომ პრეზიდენტს მიანიშნა, რომ საკუთარი „ენისთვის“ მიეხედა, ხოლო ავსტრიაში თეირანის საელჩომ დაწერა: „როდესაც მას უსმენთ, თვალები დახუჭეთ... თქვენ თითქმის შეგიძლიათ დაინახოთ ქვის ხანის პირველყოფილი ადამიანი ზებრის ტყავში, რომელიც კომბალს იქნევს და სიველურეს ყოველდღიურობასავით ეპყრობა“.ინდოეთში ირანის საელჩომ განაცხადა: „გინება და შეურაცხყოფის მიყენება ისეა, როგორც წაგებული და გათამამებული ბავშვები იქცევიან“. ფინეთში თეირანის საელჩომ კი აღნიშნა, რომ ტრამპის პოსტმა აჩვენა მისი „უცოდინარობა სოციალური მედიის სათანადო ეტიკეტსა და მორალში“.X-ის კიდევ რამდენიმე სხვა ანგარიში, რომლებიც თავს სხვადასხვა ქვეყანაში ირანის საელჩოებად ასაღებდნენ, ასევე შეუერთდნენ ამ ტროლინგს. თუმცა, მაშინ როცა ავსტრიის, ინდოეთისა და ფინეთის საელჩოებს ჰქონდათ ნაცრისფერი ნიშნები (grey ticks), რაც მათ ოფიციალურ სტატუსზე მიუთითებს, სხვების დაუყოვნებლივ ვერიფიცირება ვერ მოხერხდა.Politico-ს ცნობით, ვაშინგტონი და ისრაელი უკვე ხუთი კვირაა ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობის მკვლელობებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას გულისხმობს.კონფლიქტმა, რომელმაც თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვის კრიტიკული გზების ჩაკეტვის გამო გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შეარყია, ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მიანიშნა ირანის რეჟიმთან შეთანხმების მოახლოებაზე.
1775476502
„ჯერჯერობით ასეთი სიგნალი არ გვაქვს, რომ შეიძლება შეწყდეს იარაღის მიწოდება PURL-ის (მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ - რედ.) მეშვეობით.ჯერ კიდევ 2023 წელს ჩავატარეთ „სტავკა“ (უმაღლესი სარდლობის შტაბი) და მაშინ ვუთხარი ჩვენს სამხედროებს, რომ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ-დან დახმარება შეიძლება შეწყდეს ან იყოს შეზღუდული და არა უფასო. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მიწოდების დივერსიფიკაცია და შევამციროთ ამა თუ იმ დეფიციტური იარაღის, ჭურვებისა და სხვათა ხარჯვა. ასევე ვამბობდი, დაგვეწყო მზადება იმისთვის, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უკრაინას იარაღი ფულის სანაცვლოდაც კი არ მისცენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, მას შემდეგ უკრაინამ აქცენტი საარტილერიო ჭურვების ნაცვლად დრონების წარმოებაზე გადაიტანა.მან ასევე აღნიშნა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.„ახლა ომია ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ შეიძლება სხვა მიზეზი გაჩნდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი დამოუკიდებელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (სსკ) ყველა ასპექტში. პრინციპში, ამას ვაკეთებთ კიდეც. ანტიბალისტიკური რაკეტების დეფიციტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ საკუთრის შექმნაზე, ან პარტნიორებთან ერთობლივ წარმოებაზე. შესაბამისი იდეები არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს დაემუქრა უკრაინისთვის PURL პროგრამით იარაღის მიწოდების შეწყვეტით, თუ ისინი არ შეუერთდებიან ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციას.მოგვიანებით, ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ ვიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპი გადააფასებს არა მხოლოდ ქვეყნის წევრობას ალიანსში, არამედ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მხარდაჭერასაც.სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 28 მარტს განაცხადა, რომ აშშ არ ახდენს ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შესყიდული იარაღის გადამისამართებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა.
1775215899
თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გვიან საღამოს ირანის მიმართ ახალი მუქარა გააჟღერა და გააფრთხილა თეირანი, რომ ამერიკული არმია დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე განახორციელებს.„ჩვენს სამხედრო ძალებს, რომლებიც ყველაზე დიდია და ძლიერი (ბევრად!) მსოფლიოში, ჯერ არც კი დაუწყიათ იმის განადგურება, რაც ირანში დარჩა. შემდეგი ხიდებია, მერე კი ელექტროსადგურები! რეჟიმის ახალმა ხელმძღვანელობამ იცის, რაც უნდა გაკეთდეს და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.როგორც Politico იუწყება, პენტაგონს ირანში დასარტყმელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნეები ეწურება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს თეირანის დაბომბვის გაგრძელებას კიდევ სამი კვირის განმავლობაში. ხუთშაბათს დილით ტრამპმა გამოაქვეყნა ავიაიერიშის შედეგად ხიდის განადგურების ვიდეო წარწერით: „ირანის უდიდესი ხიდი ინგრევა და მას ვეღარასდროს გამოიყენებენ - ბევრი სხვა რამ ჯერ კიდევ წინაა“.აშშ-ისრაელის ირანთან ომის ხუთი კვირის განმავლობაში, ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროსადგურებისა და წყლის გამამტკნარებელი ნაგებობების განადგურებით, რითაც ის ირანის რეჟიმის გატეხვას ცდილობს.აღსანიშნავია, რომ 1949 წლის ჟენევის კონვენცია კრძალავს თავდასხმას იმ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც „აუცილებელია სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენისთვის“.Politico წერს, მასირებული დაბომბვის მიუხედავად, თეირანი კვლავ უწევს წინააღმდეგობას ამერიკულ და ისრაელის ზეწოლას და იყენებს საკუთარ ბერკეტებს ჰორმუზის სრუტის - კრიტიკული საზღვაო გზის ფაქტობრივად ჩასაკეტად, რათა მთელ მსოფლიოში ენერგორესურსებზე ფასები გაზარდოს.ირანმა ასევე მიიტანა დარტყმები ყურის რეგიონში არსებულ ნავთობისა და გაზის ობიექტებზე, რამაც ხელი შეუწყო გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ესკალაციას.
1775206469
"როდესაც საქმე ომსა და დიპლომატიას ეხება, ისევე როგორც ბიზნესში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დეტალებზე არ ნერვიულობს. ის არც იმ სიღრმისეულ ანალიზსა და ექსპერტულ რჩევებს ეყრდნობა, რაც სხვა პრეზიდენტებისთვის ნორმა იყო. ის არის ლიდერი, რომელიც საკუთარ ინტუიციას მიჰყვება, რომელიც, როგორც თავად ამბობს: „ზოგჯერ იმაზე მეტს მეუბნება, ვიდრე სხვისი ტვინი მეტყვის ოდესმე“.აქამდე ტრამპი ახერხებდა ინტუიციაზე დაყრდნობით ფონს გასვლას. მისი მხრიდან ძალის გამოყენება იყო სწრაფი და შედეგიანი გასულ ივნისში ირანში და სულ რაღაც სამი თვის წინ ვენესუელაში. ის ასევე დაეხმარა კონფლიქტების დასრულებას, თუმცა იმ რვა ომიდან, რომელთა დასრულებასაც ის საკუთარ თავს მიაწერს, მათ შორის, ირონიულია, რომ ის ივნისში ისრაელსა და ირანს შორის ომსაც თვლის - უმეტესობა ან ისედაც მოგვარების პირას იყო, ან, როგორც კონგოს შემთხვევაში, რეალურად არც არასდროს დასრულებულა. ირანში კი მას ინტუიციამ საბოლოოდ უღალატა.ოთხკვირიანმა დაბომბვამ არ გამოიწვია ირანის რეჟიმის ან ქცევის ის სწრაფი ცვლილება, რასაც ტრამპის ინტუიცია მოელოდა. ამის ნაცვლად, თეირანმა სიტუაცია სათავისოდ შემოატრიალა: მიზანში ამოიღო ყურის ქვეყნები და ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რითაც რეგიონსა და მსოფლიოს სწრაფად მზარდი ხარჯები დააკისრა. ამით მან ტრამპს საბოლოოდ დაუპირისპირა მოწინააღმდეგე, რომელიც არ აპირებს მის ახირებებს დაემორჩილოს - 10,000 სამიზნის დაბომბვის შემდეგაც კი.ბევრისთვის, მათ შორის ტრამპის სამი წინამორბედისთვის ეს ყველაფერი მეტისმეტად პროგნოზირებადი იყო. სწორედ ამიტომ, თავის დროზე, მათ ყველამ დიპლომატია აირჩიეს ომის ნაცვლად, როდესაც ცდილობდნენ ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვება აღეკვეთათ. მაგრამ ტრამპი არ ჩაღრმავებია იმ დეტალებსა და ანალიზს, რამაც ყოფილი პრეზიდენტები - ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი - დაარწმუნა, უარი ეთქვათ ირანის დაბომბვაზე, მათ შორის ისრაელის მხრიდან.ახლა კი მისი ინსტინქტი, რომ დაბომბვის კამპანია აღმოფხვრიდა საფრთხეს, რომლის წინაშეც აშშ-ის ყველა პრეზიდენტი იდგა ჯიმი კარტერის შემდეგ, მარცხდება. მისი სასოწარკვეთილი მცდელობები, აიძულოს ირანი დადოს შეთანხმება იმის მტკიცებით, რომ თეირანი მას „ეხვეწება“, და ელექტროსადგურების დაბომბვის მუქარისას ვადების მუდმივი გაგრძელება იმის ნიშანია, რომ ის აცნობიერებს: სულ უფრო მეტად არის გაჭედილი ორ ცუდ ვარიანტს შორის - სახმელეთო ჯარებით ესკალაციის აუცილებლობასა და იმ შეთანხმების მიღებას შორის, რომლის მოპოვებაც, სავარაუდოდ, ომის გარეშეც შეეძლო.ბევრმა მართებულად მიუთითა ირანის წინააღმდეგ ომის მომზადების, დაგეგმვისა და აღსრულების მრავალრიცხოვან ხარვეზებზე, რათა აეხსნათ, თუ რატომ აღმოჩნდა ტრამპი ამ მდგომარეობაში. თავად პრეზიდენტმა აღიარა, რომ გაკვირვებული იყო ირანის საპასუხო დარტყმით, ყურის მოკავშირეებზე თავდასხმითა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით - მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ირანი სწორედ ასე მოიქცეოდა.მაგრამ დიპლომატიაც, როგორც ომის წინა პერიოდში, ისე ახლა, ბევრ რამეს მოითხოვს. იმის ნაცვლად, რომ დაყრდნობოდა დიპლომატებს საჭირო მოლაპარაკების უნარებითა და გამოცდილებით ირანელ კოლეგებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც, თავად მისი აღიარებითაც კი, „დიდი მოლაპარაკეები“ ჰქვია - ტრამპი დაეყრდნო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, რომლებსაც აკლიათ საჭირო გამოცდილება და ცოდნა.პრეზიდენტი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი და მისი მეგობარი და საგანგებო დესპანი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი, დარწმუნებულნი არიან, რომ მათი კერძო სექტორის გამოცდილება, როგორც გარიგებების ოსტატების, მათ სრულყოფილ დიპლომატებად აქცევს. მაგრამ ამ ორი სფეროსთვის საჭირო უნარები ძალიან განსხვავებულია.კერძო სექტორში გარიგების დადებისას მხარეები თანხმდებიან ძირითად პუნქტებზე, დეტალებს კი იურისტებს უტოვებენ. დიპლომატიაში კი სტრატეგიულ და ისტორიულ კონტექსტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისევე, როგორც იმის ცოდნას, თუ რა ამოძრავებს მეორე მხარეს, რაც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფულის შოვნა. ამ ყველაფერს ვხედავთ ვიტკოფისა და კუშნერის საყვარელ მიდგომაში: წარადგინონ მრავალპუნქტიანი გეგმა - 28 პუნქტი უკრაინისთვის, 20 ღაზასთვის, 15 ირანისთვის - და შემდეგ სცადონ მეორე მხარის დაბნევა და იძულება, რომ ის მიიღოს. ამასთან, პუნქტები ხშირად ბუნდოვანია, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და თითქმის ყოველთვის მოწყვეტილია იმ კონფლიქტის კონტექსტს, რომლის მოგვარებასაც ისახავს მიზნად.იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თუ ერთი მხარე „ფლობს კარტებს“, მეორე მხარე უნდა დანებდეს. მაგრამ დიპლომატია ასე არ მუშაობს.უკრაინაში 28 პუნქტი ძირითადად რუსეთის მიერ იყო შედგენილი და კიევმა ისინი კატეგორიულად უარყო. შემდეგ უკრაინასთან ერთად შემუშავებული ახალი 19-პუნქტიანი გეგმა, პროგნოზირებადია, რომ მოსკოვმა უარყო. დღეს, ის ხმამაღლა დაანონსებული მოლაპარაკებები, რომლებსაც ომი ერთ დღეში უნდა დაესრულებინა, შეჩერებულია და კონფლიქტი მეხუთე წელში შევიდა. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა საბოლოოდ მიღწეულ იქნა და მძევლები გაათავისუფლეს, რაც ისრაელისა და აშშ-ის მთავარი მიზნები იყო. თუმცა მშვიდობა მაინც არ არის. ღაზას სექტორი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს ისრაელი აკონტროლებს, მეორეს კი ჰამასი. ჰამასს დემილიტარიზაცია არ მოუხდენია, ისრაელი კი თითქმის ყოველდღიურად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.ირანთან უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პერსპექტივები არც თუ ისე უკეთესია. ბევრჯერ განხილული 15-პუნქტიანი გეგმა არის მაქსიმალისტური მოთხოვნების სია - მათ შორის სრული დენუკლეარიზაცია, რაკეტების მკაცრი შეზღუდვა და რეგიონული მარიონეტების მხარდაჭერის შეწყვეტა, რაც ირანმა მუდმივად უარყო.და მაშინაც კი, თუ დაბომბვის კამპანია საბოლოოდ დაარწმუნებდა თეირანის მმართველებს ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებზე, მათი ქვეყნის გამოცდილება ტრამპის ადმინისტრაციასთან ნებისმიერი სახის შეთანხმების მიღწევას უკიდურესად გაართულებს. ბოლოს და ბოლოს, ეს არის იგივე პრეზიდენტი, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ირანი მის პირობებს ასრულებდა. მეტიც, თეირანი ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ორჯერ დათანხმდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს - და ორჯერვე ეს მოლაპარაკებები შეწყდა ისრაელისა და აშშ-ის მიერ მათი ქვეყნისა და ხელმძღვანელობის დაბომბვის გამო.სინამდვილეში, ომის დაწყებამდე ირანი ჩართული იყო სერიოზულ დისკუსიებში ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ. მაგრამ ვიტკოფმა და კუშნერმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს იმ დათმობების არსი, რომლებისთვისაც ირანი მზად იყო - დათმობები, რომლებიც მოიცავდა გამდიდრების შეჩერებას და გამდიდრებული ურანის მარაგების შესაძლო გატანას. ვიტკოფმა ასევე მცდარად ჩათვალა, რომ ირანის დაჟინებული მოთხოვნა გამდიდრების უფლებასა და 440 კილოგრამი ურანის ფლობაზე, რაც საყოველთაოდ ცნობილი იყო - თითქოს ნიშნავდა, რომ ის შეთანხმებისთვის სერიოზულად განწყობილი არ იყო.ახლა ტრამპი საკუთარი ხელით შექმნილ სიტუაციაშია გაჭედილი. მისმა ინტუიციამ იმედი გააცრუა. მისმა მომლაპარაკებლებმა არ იციან, როგორ მოექცნენ მტკიცე მტერს, რომელიც საკუთარ გადარჩენას სხვებისთვის მაქსიმალური ტკივილის მიყენებით ცდილობს. ამის ფასს კი ჩვენ ყველანი ვიხდით".წყარო: Politico
1774871839
14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს
1776146033
კობახიძე: საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება, აღდგება...
1775634183
კალაძე სუბსიდიის გაზრდას აანონსებს
1776241200
საქართველოს სსფ-ის დასახმარებელი არაფერი უჭირს
1775567760
სემეკმა კასპში მდებარე „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე წარმოების ლ...
1775648139