GE EN
არჩევნები 2024
„სამართლიანი არჩევნები" მმართველ გუნდს კანონის დარღვევაში ამხელს

მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას (მაგალითად: ზუგდიდი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი). არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. „სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი არსებობს ზემოთ აღწერილი გარემოება; საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ხელმძღვანელები ავალებენ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და მათთვის გადაცემას (მაგალითად: თბილისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, გურჯაანი, ქარელი, საგარეჯო, ყვარელი, თელავი და დედოფლისწყარო); თანამშრომლებისთვის მსგავსი დავალებების მიცემა, ასევე, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების ამ ფორმით მოპოვება, შენახვა, დამუშავება უკანონოა. „სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, თავი შეიკავონ უკანონო დავალებების მიცემისგან. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ შეასრულონ მიღებული უკანონო დავალება, რაც უშუალოდ არ გამომდინარეობს სამსახურებრივი ფუნქციიდან; მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას. (მაგალითად: თბილისი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ბორჯომი, ხაშური). ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ითვალისწინებს როგორც ამომრჩევლის მომსყიდველი პირის, ისე  მოსყიდული ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ამომრჩეველი თუ იგი ამ ფაქტის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს შესაბამის ორგანოს; მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი (მაგალითად: ზუგდიდი, ადიგენი, ქარელი, გორი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო და თელავი). საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია. „სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც.„სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, შეისწავლონ, გამოიძიონ და მიიღონ შესაბამისი ზომები ბოლო პერიოდში გაჟღერებულ კანონის სავარაუდო დარღვევის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით.„სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო პროცესებს 2024 წლის 1 ივნისიდან აკვირდება და პერიოდულად აქვეყნებს წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს.

1728983680

„ჩემი ხმა“: ხელისუფლება ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზეგავლენას უკანო...

"სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმა “ ეხმიანება რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის უკანონო მცდელობების შესახებ - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინებისა და ზეწოლის გზით დანერგოს შიში ამომრჩევლებში და ზეგავლენა მოახდინოს მათ მიერ ნების თავისუფლად გამოვლენაზე.რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წყაროს ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და, არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულით ან/და საჯარო სტრუქტურით. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, ყვარელში, ქუთაისსა და თბილისში. ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება შეიძლება ემსახურებოდეს როგორც ამომრჩევლებში შიშის დანერგვის მცდელობას, რომ არჩევნების დღეს მათი ხმის ფარულობა არ იქნება დაცული, ასევე, არჩევნების დღეს კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენას.  კონსტიტუციით გარანტირებულია პირის უფლება,  თავისუფალ და თანასწორ გარემოში, არჩევანი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი შეხედულებით. კონსტიტუციით, ამომრჩევლის ხმის ფარულობა გარანტირებულია. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევა წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის ცალსახა დარღვევას. ამასთან, სისხლის სამართლის წესით ისჯება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.  სადამკვირვებლო კოალიცია - „ჩემი ხმა“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს ამომრჩეველთა კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ჩვენ ვაგრძელებთ წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებას", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

1728642701

ცესკო უცხოეთში დამატებით 7 უბანს ხსნის

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, 2024 წელს, არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს.საკითხის განხილვისას ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი სიორიძემ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხზე ისაუბრა. სიორიძის თქმით, ფრანგულ მხარეს შეუძლია, გასცეს თანხმობა სტრასბურგში დამატებით უბნის გახსნაზე, ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებაში დახმარება კი, შესაძლოა, პრეზიდენტს სთხოვონ.ამაზე ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ სიორიძის განცხადება 7 უბნის გახსნის შესახებ პოზიტიური ცნობის გადაფარვის მცდელობაა.სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა დამატებითი უბნის გახსნის მოთხოვნით აქცია 28 სექტემბერს გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სტრასბურგში უბნის გახსნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანია აღრიცხვაზე.ცესკო აცხადებს, რომ წელს იმაზე მეტი უბანი იხსნება, ვიდრე 2020 წელს იყო, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც უბანი არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ფინეთში, კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიის თანამეგობრობაში.ემიგრანტების სახელით დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას „სამართლიანი არჩევნები“, დეპუტატი თამარ კორძაია და ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე სასამართლოში მოითხოვდნენ, თუმცა სარჩელები არ დაკმაყოფილდა.ამასთან, ისრაელში, ქალაქ რამათ-განში საარჩევნო უბნის გაუქმებაზე მსჯელობა, ამ ეტაპზე, ცესკოს წევრებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, შესაბამისად, ცესკო დღევანდელ, 11 ოქტომბრის სხდომაზე ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვაზე არ იმსჯელა.ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა გააცნო, სადაც უწყება ისრაელში საომარი მდგომარეობის გამო უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრობს."არჩევნების დღემდე 15 დღეა დარჩენილი, დაველოდოთ კენჭისყრის დღის მოახლოებას , გაუქმება ყოველთვის არის შესაძლებელი, დაბრუნება და აღდგენა შეუძლებელი იქნება. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კომისიამ გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ისევე როგორც კენჭისყრის დღეს, თუმცა ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფლობდნენ ინფორმაციას იმ რისკებისა და გარემოებების შესახებ, რომელიც მოყვანილია საგარეოს მოწოდებულ წერილში" აღნიშნა კალანდარიშვილმა.

1728641302

"იმედი" ენმ-ის საარჩევნო რეკლამას ეთერიდან ხსნის

GBC ტელეკომპანია "იმედის" განცხადებას სრულად გთავაზობთ: "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები, „მთავარი“, “ტვ პირველი”და „ფორმულა“ აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, „თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს...“მიუხედავად იმისა, რომ „ტელეიმედს“ აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა - არ დაუშვას "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით - ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს".ხუთშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ სამ ტელეარხს („მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ამის მიზეზი გახდა აღნიშნული ტელევიზიების მიერ ნათქვამი უარი, ეთერში გაეშვათ „ქართული ოცნების“ ის წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც შეიცავს უკრაინის ომის ამსახველ ბანერებს. ამ ბანერებს ტელეკომპანიები "ამორალურად" მიიჩნევენ.საბოლოო გადაწყვეტილებას დაჯარიმებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იღებს.ტელეარხის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე განაცხადეს, რომ მმართველი პარტიის რეკლამა ომის პროპაგანდას შეიცავს, ამომრჩეველში შიშს თესავს და ასე ცდილობს მათი მხარდაჭერის მოპოვებას. „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ ამბობენ, რომ ეს რეკლამა ამორალური და არაეთიკურია და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ მისი გაშვებით კანონს დაარღვევენ.5 ოქტომბერს, ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიებმა აღნიშნეს, რომ მოსალოდნელი ჯარიმების მიუხედავად, არ აპირებენ "თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე“.

1728562806

"ენგურჰესი" პოლიტიკურ ბრალდებებს უარყოფს

GBC "ენგურჰესის" განცხადებას სრულად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპს „ენგურჰესის“ დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა. შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია.კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადება „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია! ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავს „ფაქტზე“ საუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა და შესაბამისად, ვერანაირი „მტკიცებულება“ ფიზიკურად ვერ იარსებებს.რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებას - ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ეს „ინფორმაციაც“ ასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არამარტო ლევან მებონიას, არამედ შპს „ენგურჰესისა “და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა.აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს".

1728557090

59 NGO-ს აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრუ...

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია - კონსტიტუციის დაცვა.ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას", - ნათქვამია განცხადებაში.ხელმომწერი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) დემოკრატიის ინსტიტუტი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC) დემოკრატიის მცველები ევროპის ფონდი ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი თბილისი პრაიდი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მედიის განვითარების ფონდი მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი მწვანე ალტერნატივა მწვანე სექტორი მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის პრევენცია პროგრესისთვის რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC) საეა იმერეთის წარმომადგენლობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი საორსა საფარი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) საქართველოს ევროპული ორბიტა საქართველოს მედია-კლუბი საქართველოს მომავლის აკადემია საქართველოს რეფორმების ასოციაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG) საქართველოს სასამართლოს გუშაგი საქართველოს სასოფლო დარბაზი სოლიდარობის თემი სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი უფლებები საქართველო ფემინა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ღია სივრცე კავკასია ყვარლის ევროკლუბი შშმ ქალთა ალიანსი ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT BelGeo Fusion EUROBRIDGE ForSet GrlzWave Populus Rei ProActive Group Georgia საკონსტიტუციო სასამართლომ ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, ე.წ "რუსული" კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო."უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" შეჩერებას მხარს მხოლოდ გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში უჭერდნენ.სასამართლოს ვებსაიტზე კი ვკითხულობთ, რომ: „საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე“.სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ე.წ „რუსული“ კანონის საკითხზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელების („საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ნაწილი.სასამართლო ამბობს, რომ საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ 9-თვიან ვადაში. საქმის განხილვა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ პერიოდში გამოცხადდება. მოსამართლეებს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად შეზღუდული ვადები არ აქვთ.

1728481598

გახარიასთვის მთავარია, არჩევნებზე „ოცნებასთან“ ერთად ენმ-ც დამარცხდეს

„ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ეს მკაფიო პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნების საშუალებით, ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ოცნება, ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს, ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი, შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას, რომ „ოცნება“ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნულის მიზეზად დაასახელა: ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ჩამოშლილი ოცნება იმდენად უსუსურად გამოიყურება“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელ თავებში შეიძლება რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს.„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები“, – თქვა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა.პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს, დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით.სალომე ზურაბიშვილი 7 ოქტომბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს შეხვდა. მედიასთან კომენტარში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. კოალიციის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა დროული, სწორი და რაციონალურია.8 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი.გიორგი გახარიამ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელი 23 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში მოაწერა."ქართული ქარტია", რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 2024 წლის 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. 

1728479234

კობახიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას დღეს წარადგენს

პროგრამის პრეზენტაცია "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში გაიმართება.პრემიერს და „ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს პარტიის საარჩევნო პროგრამა 1–ელ ოქტომბერს უნდა წარედგინა, თუმცა დოკუმენტის პრეზენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. მოგვიანებით კობახიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 

1728290506

„ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს. როგორც მოგეხსენებათ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – თქვა პაპუაშვილმა."ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი, პირველ შემთხვევაშიც, ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო. იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 2023 წლის 18 ოქტომბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა საკმარისი ასი დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა.საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტმა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.

1728289920

„ოცნებამ“ 9 თვეში 11 მლნ ლარის შემოწირულება მიიღო, მათ შორის 2 მლნ აჭა...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემომწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556 090 031 ლარზე მეტი და 3 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს.„ვინ წირავს „ქართულ ოცნებას” ფულს აჭარიდან?გიორგი ჭყონია - „ქართული ოცნების” დელეგატი, ბიზნესმენი. გიორგი ჭყონია 20 კომპანიაში ფლობს წილებს. მან, პარტნიორებთან და კომპანიებთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, მმართველ პარტიას 2024 წელს 124 000 ლარი შესწირა.ჭყონიას კომპანიებმა ბოლო 12 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებიდან 457 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში. ჭყონიას კომპანიებმა 100,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მშენებლობის ნებართვა მიიღეს, მათ შორისაა როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები. ჯამში „ქართულმა ოცნებამ” ჭყონიასგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან 1,500,000 ლარზე მეტი მიიღო.შპს „ნოვა” - „ქართული ოცნების” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტართან და ამჟამად დელეგატთან, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანია „ნოვას” მფლობელებმა, რამაზ და ემზარ ირემაძეებმა, ჯემალ ანთაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ბოლქვაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 282,000 ლარი შესწირეს. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,000,000 ლარი აქვს მიღებული, მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი - გამარტივებული შესყიდვებიდან. ზემოთ დასახელებულმა პირებმა მმართველ პარტიას ჯამში 582,000 ლარი გადაურიცხეს.„ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” - „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამასთან და ბიძასთან ნუკრი და მერაბ დოლიძეებთან დაკავშირებული კომპანიებიდან „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” მმართველმა პარტიამ 2024 წელს 155,000 ლარი მიიღო. ორივე კომპანია ლიდერობს ბათუმის ყველაზე მსხვილი მხარჯავი მუნიციპალური ორგანიზაციის - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, ასევე, აჭარის გზების დეპარტამენტის შესყიდვებში: ორივეს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2013-2024 წლებში, ჯამურად 195,000,000 ლარს მიაღწია. დოლიძეების საკუთრებაშია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე სამშენებლო პროექტიც. სულ დოლიძეების საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა 65,000 კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ნებართვა მიიღეს. ჯამში ორივე კომპანიის მეწილეებისგან მმართველმა პარტიამ 435,000 ლარი მიიღო.„ალიანს ჯგუფი” - ბათუმში მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების „ალიანსის”, „ალიანს პრივილიჯის”, „ალიანს ვილა დეველოპმენტის” მეწილეებმა და მმართველებმა: ბესიკ ჟღენტმა, დავით ბალაძემ, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ „ქართულმა ოცნებას” 2024 წელს 211,000 ლარი შეწირეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მმართველი პარტიის სალაროში ჯამში 905,000 ლარი გადარიცხეს.„ალიანს ჯგუფის” სამშენებლო პროექტები 2,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოიცავს. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიძეა.ძმები დუმბაძეები - ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შეწირულების სახით, 2024 წელს 230,000 ლარი მიიღო. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში, მმართველმა პარტიამ ამ ბიზნესჯგუფისგან 965,000 ათასი ლარი მიიღო.ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის ბიზნესმენი შვილი და მისი პარტნიორები - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილმა, კობა ფუტკარაძემ, პარტნიორებთან: ჯუმბერ ზოიძესთან, ჯიმშერ ზოიძესთან, თამაზ ბექაიასთან და ლევან ხიმშიაშვილთან ერთად, მმართველ პარტიას 2024 წელს 160,000 ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ჯამში, დასახელებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” 435,000 ლარი შესწირეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1727945147