GE EN
ეკონომიკა
10 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $9.3 მლრდ შეადგინა

აქედან, ექსპორტი $6.87 მლრდ იყო (გაიზარდა 17.9%-ით), ხოლო იმპორტი $16.2 მლრდ (გაიზარდა 6.5%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში $9.3 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

1794555682

საქსტატმა 2025 წლის მშპ დააზუსტა: 8.4%-იანი რეალური ზრდა და 7.5%-იანი...

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წელს, წინა წელთან შედარებით 8.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წელს 7.5%-ით განისაზღვრა.მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9%), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები  (9.2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2%), განათლება (5.8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7%).საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (28.9%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (7.5%), განათლება (16.8%),  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (15.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (10.8%).კლება აღინიშნა და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების (7.6%) და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის (3.7%) სექტორებში.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების საფუძველზე 2015–2025 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შემდეგ, განხორციელდა ეროვნული ანგარიშების ერთ სულზე მაჩვენებლების გადაანგარიშება 2015 წლიდან.

1794555292

თბილისის და ბათუმის აეროპორტები წელს 6.7 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურე...

აღნიშნული ორი აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ წარდგენილი პროგნოზის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 1%-ით გაიზრდება, ბათუმის აეროპორტის კი 10%-ით.რეისების რაოდენობა თბილისში 3%-ით, ბათუმში კი 12%-ით მოიმატებს.თბილისის აეროპორტიდან რეისები 80 მიმართულებით სრულდება, მათ შორის 62 სამგზავრო და 12 სატვირთო მიმართულებით. ბათუმის აეროპორტი 41 მიმართულებას ემსახურება.მგზავრთნაკადის დღიური რეკორდები2026 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღიური რეისების რეკორდული რაოდენობა - 206 რეისი - 9 აგვისტოს დაფიქსირდა. მგზავრთა მაქსიმალურმა რაოდენობამ კი 16 აგვისტოს 23 483 შეადგინა.ბათუმის აეროპორტში ყველაზე მეტი რეისი - 118 - 3 სექტემბერს შესრულდა, მგზავრთნაკადის დღიური რეკორდი კი 13 აგვისტოს დაფიქსირდა და 11 005 მგზავრი შეადგინა.თბილისის აეროპორტის გაფართოება – $150 მლნ-ზე მეტი ინვესტიციათბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში TAV Georgia-ს ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. პროექტის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება.მონაცემები TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომაზე და ზაფხულის საავიაციო სეზონის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინა.

1794550160

ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურები...

როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.“აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და აზიის  განვითარების ბანკის (ADB)  მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. არსებული ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ეტაპობრივად ამოიწურა, რამაც გამოიწვია აუცილებლობა, რომ ძველი ვაგონები ახალი თანამედროვე შემადგენლობებით ჩავანაცვლოთ. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.®

1794411289

ლაშა აბაშიძე: საქართველოს რკინიგზამ მოძრავი შემადგენლობის განახლება და...

როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირი მწარმოებელი ქარხნებისგან“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით,  შედეგად, ჯამში საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.(R)

1794410998

საქართველოს Web Summit -ზე ეროვნული პავილიონით წარდგა

პორტუგალიის დედაქალაქში Web Summit 2026-ს ესწრება.გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია მასშტაბური პავილიონით StartUP in Georgia. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციებთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.„Web Summit წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპ ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალურ მასშტაბზე.

1794403288

ეკონომიკის სამინისტრო 2027 წლის ბიუჯეტიდან 1,212 მლრდ–ით დაფინანსდება

მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი; ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი; ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი.

1794392809

2027 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები 8.4 მლრდ ლარს აჭარბებს, ჯანდაცვი...

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 298 მლნ ლარზე მეტით იზრდება და 3 მლრდ ლარს აჭარბებს. ამასთან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების დაფინანსების გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებზე ჯამურად 3,71 მლრდ ლარი მიიმართება.განათლების სამინისტროს ასიგნებებიდან 1,95 მლრდ ლარზე მეტი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება. სასკოლო განათლების მომსახურებას 560 ათასზე მეტი მოსწავლე იღებს. სკოლების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით 190 მლნ ლარზე მეტით იზრდება, რაც 70 ათასზე მეტი მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდის შესაძლებლობას იძლევა.გარდა ამისა, მომავალი წლის სექტემბრიდან საჯარო სკოლებში 30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გაორმაგებაა გათვალისწინებული. ზოგადი განათლების სხვა პროგრამების დაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს.პროფესიული განათლებისთვის, დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩათვლით, 263 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 45 ათას მოქალაქეს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.უმაღლესი განათლების დაფინანსება 267 მლნ ლარამდეა განსაზღვრული, საიდანაც 105 მლნ ლარი სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების პროგრამას მოხმარდება. მიმდინარე წელს ამ პროგრამის ფარგლებში პირველ კურსზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. მეცნიერების დაფინანსება 97 მლნ ლარს, ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამები კი 26 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ამ უკანასკნელის ფარგლებში ცხვარიჭამიასა და ბახმაროში ახალი ახალგაზრდული ბანაკების მშენებლობა დაიწყება.რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების დაფინანსებას, 2027 წლის ბიუჯეტით სამინისტროსთვის 10 მლრდ 907 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1 მლრდ 238 მლნ ლარზე მეტით აღემატება.აქედან 5 მლრდ 700 მლნ ლარი საპენსიო უზრუნველყოფას მოხმარდება, რაც მიმდინარე წლის დაფინანსებაზე 685 მლნ ლარით მეტია. სხვადასხვა სოციალური პროგრამისთვის 1 მლრდ 994 მლნ ლარია გათვალისწინებული, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება კი 2 მლრდ 462 მლნ ლარს აჭარბებს და 243 მლნ ლარით იზრდება.სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის 145 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 65 მლნ ლარით აღემატება. მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყება. იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის კი 418 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.კაპიტალური ხარჯები - 8.4 მლრდ ლარზე მეტი2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად 8,4 მლრდ ლარზე მეტი მიიმართება. დაფინანსების ძირითადი მიმართულებებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურა - 2,8 მლრდ ლარზე მეტი; საგზაო ინფრასტრუქტურა - 1,38 მლრდ ლარზე მეტი, მათ შორის, 773 მლნ ლარი ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა - 830 მლნ ლარი; წყალმომარაგება და წყალარინება - 350 მლნ ლარი. ამასთან, მიმდინარე წელს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას დამატებით 280 მლნ ლარი გამოეყოფა, რომლის ფარგლებში სამუშაოები 2027 წელს განხორციელდება; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა - 230 მლნ ლარი, მათ შორის, ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების მშენებლობისთვის. რეგიონების გაზიფიცირების სამუშაოების განახლებისთვის მიმდინარე წელს დამატებით 55 მლნ ლარი გამოიყოფა; სპორტული ინფრასტრუქტურა - 310 მლნ ლარი; ტურისტული ინფრასტრუქტურა - 100 მლნ ლარი. მთის კურორტების განვითარებისთვის 2027 წლის სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს 80 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა განსახლება - 408 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტთან შედარებით 140 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა - 140 მლნ ლარი; სამელიორაციო სისტემები - 85 მლნ ლარი. ამასთან, 2026 წელს მომდევნო წლის პროექტებისთვის დამატებით 70 მლნ ლარი გამოიყოფა; მყარი ნარჩენების მართვის პროექტები - 110 მლნ ლარზე მეტი; პოლიცია, სახელმწიფო უსაფრთხოება და თავდაცვა - 882 მლნ ლარი; საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდა - 250 მლნ ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაცია - 125 მლნ ლარი; სოფლების ინტერნეტიზაცია - 107 მლნ ლარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისთვის; სხვა კაპიტალური ხარჯები - 303 მლნ ლარი. მინისტრის ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსება გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო ინიციატივისთვისაც. კერძოდ, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 100 მლნ ლარზე მეტი მიიმართება, ხოლო 2026-2027 წლებში კომპენსაციას 16 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს.ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობის ფარგლებში, 2027 წელს განსახორციელებელი სამუშაოების დასაფინანსებლად მიმდინარე წელს დამატებით 125 მლნ ლარი გამოიყოფა.

1794391014

საქართველო აზერბაიჯანი-ბულგარეთი-თურქეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შე...

მიზანი სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემის და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.ხელმოწერის ცერემონია ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

1794322680

„როსსელხოზნადზორმა“ ქართული ლაბორატორიები და საექსპორტო ობიექტები შეამ...

„როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.ქართველმა კოლეგებმა დელეგაციას ასევე გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და სერტიფიკატების გაცემის პროცედურა. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტსაც ეწვია, სადაც თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთი ობიექტი დაათვალიერა.აუდიტის შედეგების საფუძველზე „როსსელხოზნადზორი“ ლაბორატორიას გაუგზავნის შესაბამის აქტს, რომელიც მის კომპეტენციასა და კვლევის შედეგების სანდოობას დაადასტურებს. უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გააუმჯობესებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს.

1794214565