თბილისი (GBC) - ორმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 2 სხვა კომპანიასთან ერთად აგვისტოში დააჯარიმა, სასამართლოს არ მიმართა და ჯარიმა გადაიხადა. ორთან კი დავა გრძელდება.
GCCA-ის თავმჯდომარის განცხადებით, "რიჩ გრუპმა" და "კონცეპტ ფარმამ" ₾100 000-მდე ჯარიმა გადაიხადეს, შესაბამისად 77 940 და 21 650 ლარის ოდენობით.
სულ გამოწერილია 560 000 ლარის ჯარიმები, 2023 წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოკვლევის შედეგად. შემდეგი შპს-ების მიმართ:
„გლობალ ცბს“; „კონცეპტ ფარმა“; „ბარდი“; „ნუვეა ფარმაცევტიკალსი“; „რიჩ გრუპი“; „კროკუს ფარმა“; „გეა“; BIH.
სანქცირებულები:
- გლობალ ცბს, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10. ჯარიმა - 249 144 ლარი
- კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქაზოლი. ჯარიმა - 21 646 ლარი
- რიჩ გრუპი, მედიკამენტი - ზინასენი. ჯარიმა - 77 936 ლარი
- გეა - მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ. ჯარიმა - 210 632 ლარი
საჯარიმო სანქციები განისაზღვრა 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.
„რეფერენტული ფასების შემოსვლამდე გამოვლინდა 8 კომპანია და 14 მედიკამენტის შემთხვევა, როდესაც დადგინდა ჭარბი ფასი. გაანალიზდა ყველა ხარჯი: კვლევის საგანი იყიო პროცესი იმპორტიდან საბითუმო მიწოდებამდე, ანუ ფარმაცევტულ ქსელამდე, სადაც აღმოჩნდა ფასნამატი, - ლექვინაძემ მწუხარებით ანიშნა, რომ ხარჯებში შეტანილი იყო ძვირფასი სამკაულის, ავტომანქანის, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ფეშენებელურ სასტუმროებში კონფერენციების მოწყობის ხარჯები,
jandacva.ge