თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თეგეტა მოტორსისთვის €25 მლნ-ის ოდენობის სენიორ უზრუნველყოფილი სესხის გაცემა დაამტკიცა, რომელიც თბილისში სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისთვის ახალი სერვისცენტრის მშენებლობას მოხმარდება.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს €31.8 მლნ-ს, ხოლო ბანკის დაფინანსება წარმოადგენს მისი ძირითადი ნაწილის (€25 მლნ) უზრუნველყოფას.
EBRD-ის ცნობით, ახალი სერვისცენტრი გახდება რეგიონალური ჰაბი სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკის მომსახურებისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში ამ სეგმენტის ინფრასტრუქტურას და მომსახურების ხარისხს.
პროექტი ასევე მოიცავს თეგეტა აკადემიის გაფართოებას, რაც მიზნად ისახავს მძიმე ტექნიკის მექანიკოსებისა და ოპერატორების გადამზადებასა და ახალი უნარების განვითარებას, რითაც გაიზრდება სპეციალისტთა ხელმისაწვდომობა და დასაქმების შესაძლებლობები საქართველოში.
EBRD-ის პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას და გრანტებს, კერძოდ: იურიდიული დიუ დილიჯენსი – დაფინანსებულია JECF-ის მიერ (€75,000), კორპორაციული მმართველობის გეგმის განხორციელება – SSF-ის დაფინანსებით (€125,000) და უნარების განვითარება ავტომობილების სექტორში – SSF-ის დაფინანსებით (€150,000)