GE EN
ღვინო და ტურიზმი
ვაჭარაძე ვენახების გაშენების ახალ რეგულაციას ხარისხის კონტროლისა და კო...

მისი განმარტებით, რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ხარისხიანი პროდუქტი მხოლოდ ხარისხიანი ნედლეულისგან იწარმოებოდეს, რაც ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას აუცილებელს ხდის.„ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას. იმისათვის, რომ გვქონდეს ხარისხიანი ღვინო, ქვეყანას უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, - აღნიშნა ვაჭარაძემ.ვის შეეხება ახალი წესები?სააგენტო ხაზგასმით განმარტავს, რომ რეგულაცია მხოლოდ სამეწარმეო და კომერციულ საქმიანობაზე ვრცელდება და არ ზღუდავს ფიზიკურ პირებს. სამეწარმეო ვენახი: 1 მაისიდან კომერციული მიზნით ვენახის გაშენება ან აღდგენა-განახლება მხოლოდ სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი (რეგულაცია არ ეხება იმ პირებს, რომლებიც ვენახს საკუთარი მოხმარებისთვის აშენებენ). მომსახურების საფასური: ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა. ზურაბ ვაჭარაძის თქმით, რეგულაციების გამკაცრება მსოფლიო ბაზარზე არსებულმა მდგომარეობამაც განაპირობა. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ ღვინის მოხმარება მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც მწარმოებლებს შორის კონკურენციას ამწვავებს.„ჭარბწარმოების ფონზე, აქცენტი უნდა გაკეთდეს ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა“, - დასძინა მან.სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 500 ჰექტარი ახალი ვენახი შენდება. არსებული ტემპის გათვალისწინებით, ახალი რეგულაცია წელიწადში საშუალოდ 100-მდე პირს შეეხება.სამეწარმეო ვენახის გაშენების წესი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ეტაპებს, როგორიცაა ჯიშებისა და საძირეების შერჩევა, ნიადაგის მომზადება და აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც საბოლოო ჯამში ვენახის მაღალ პროდუქტიულობასა და ხარისხს უზრუნველყოფს.5 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ (TI) იმ დროს უკვე პარლამენტში წარდგენილი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალ კანონპროექტი კორუფციული რისკების შემცველად და მცირე მეწარმეებისთვის დამაზიანებლად შეაფასა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ვენახის გაშენებაზე სავალდებულო ნებართვის შემოღებასა და საოჯახო მარნებისთვის ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს „გაუმჭვირვალე ძალაუფლებას“ ანიჭებს და ბაზარზე მცირე მოთამაშეების შევიწროების საფრთხეს ქმნის."კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება", - წერდა TI.

1777458291

„დარგი, რომელიც საქართველოს იმიჯის ნაწილია, ერთი ხელის მოსმით უნდათ რო...

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ბარნოვი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები, რომლებიც ვენახის გაშენებას ბიუროკრატიულ ლაბირინთად აქცევს, შინაარსით ანტიეროვნულია. მისი თქმით, ეს პროცესი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას ისეთსავე საფრთხეს უქმნის, როგორც ისტორიული შემოსევები.„ეს არის ქართული ვაზის წინააღმდეგ განხორციელებული ისეთი ვანდალიზმი, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე შაჰ აბასს რომ შეიძლება შევადაროთ. დარგი, რომელიც დინამიკურად ვითარდება და საქართველოს იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა, ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ მოკლან“, - აცხადებს ანდრო ბარნოვი.ბიუროკრატიული ბარიერები: „ნიადაგის ანალიზი ყველაზე დიდი ბომბია“ბარნოვის კრიტიკის მთავარი სამიზნე ის მოთხოვნებია, რომელთა დაკმაყოფილებაც მევენახეს ვენახის გაშენებამდე მოუწევს. იგი დეტალურად განმარტავს, თუ რატომ არის ეს პირობები დამღუპველი: „ადამიანი ვენახს ვეღარ გააშენებს, თუ არ წარადგინა ნიადაგის სრული ანალიზი და ლიცენზირებული სანერგედან ნერგის შეძენის ინვოისი. ეს სანერგეები დღეს ბრუნვაში არსებული ჯიშების 10%-საც არ აწარმოებენ. დაჯდება მერე ვიღაც ჩინოვნიკი და გადაწყვეტს, მოიღოს თუ არა მოწყალება. ნიადაგის ანალიზი ამ „უწყინარ“ ჩამონათვალში ყველაზე დიდი ბომბია. კრიტერიუმები არ ვიცით“.ბარნოვი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეს რეგულაცია კლავს ექსპერიმენტებსა და ახალი ტერუარების აღმოჩენის შესაძლებლობას, რაც ქართული ღვინის მთავარი ხიბლია.„წარმოიდგინეთ, კარდენახში, ატენში, მუკუზანში, ხვანჭკარაში თუ ტვიშში რომ აქვს ადამიანს ვენახი, რა ნიადაგის ანალიზი უნდა იმას? პატრონს თავად თუ აინტერესებს, თორემ საქართველოს იმდენი ასეული ისტორიული ტერუარი აქვს, მარტო ტერუარის სახელი უდრის ათას ანალიზს. როგორ განვითარდება მრავალფეროვნება? - ვერ განვითარდება“, – წერს ანდრო ბარნოვი.მცირე მარნების გაქრობა და ეკონომიკური ზიანიბარნოვი პროგნოზირებს, რომ რეგისტრაციის ვალდებულება და მასთან დაკავშირებული ხარჯები (1000-2000 ლარი) გლეხების უმეტესობისთვის გადაულახავი იქნება, რაც ავტომატურად გაანადგურებს მცირე მარნებს, რომლებიც ყურძენს სწორედ ასეთი მევენახეებისგან ყიდულობდნენ.„რა მოუვათ მცირე მარნებს, რომლებიც შესანიშნავ მრავალფეროვნებას ქმნიდნენ ამ ქვეყანაში? — გაქრებიან. ამ მემარნეების შემოსავლების გაქრობა კი მთლიანად ეკონომიკას დააკლდება. გაღარიბდებიან ღვინის ბარები, ერთი მნიშვნელოვანი განზომილებით გაღარიბდება ტურისტული სექტორი. დასრულდება ექსპერიმენტები, დასრულდება ველური მევენახეობა და მეღვინეობა, ეს კი ზუსტად ის არის, რაც საქართველოს ნამდვილ ღვინის ქვეყნად აქცევს“, – წერს ბარნოვი.მისივე თქმით, ეს კანონი მევენახეებს აზარალებს, ხოლო ღვინის დიდ კომპანიებს „ქოც-მევენახეთა მონებად“ აქცევს, რადგან მათ მოუწევთ ყურძნის ჩაბარება მხოლოდ იმ მსხვილი ვენახებისგან, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია?„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვენახის გაშენებას სამეწარმეო საქმიანობისთვის გეგმავენ და არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.5 მარტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-მ (TI) იმ დროს უკვე პარლამენტში წარდგენილი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ ახალ კანონპროექტი კორუფციული რისკების შემცველად და მცირე მეწარმეებისთვის დამაზიანებლად შეაფასა. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ვენახის გაშენებაზე სავალდებულო ნებართვის შემოღებასა და საოჯახო მარნებისთვის ბიუროკრატიული ტვირთის გაზრდას ითვალისწინებს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს „გაუმჭვირვალე ძალაუფლებას“ ანიჭებს და ბაზარზე მცირე მოთამაშეების შევიწროების საფრთხეს ქმნის."კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება", - წერდა TI.

1777452492

რაჭა-ლეჩხუმში ყურძნის სუბსიდირება 83,7%-ით გაიზარდა

სტატისტიკური დინამიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის შემდეგ (₾4.62 მლნ) სექტორის სახელმწიფო დაფინანსება 137,2%-ით არის გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე სუბსიდიის განაკვეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 4 ლარზე სტაბილურად ნარჩუნდება, ჯამური ბიუჯეტის ზრდა წარმოების მასშტაბების გაფართოებასა და გაძვირებულ ლოგისტიკურ ხარჯებს უკავშირდება.სუბსიდირებას აქვს მოკლევადიანი ეკონომიკური ეფექტი, ამას უყვება GBC-ის რაჭველი მეღვინე, რომელიც სააგენტომ ანონიმურობის დაცვით პირობით ჩაწერა. “2020 წლიდან ვსარგებლობთ სუბსიდირებით. საწარმოსთვის ეს კარგია, რადგან ყიდულობს ყურძენს იაფად, 8 ლარის მაგივრად საწარმო იხდის 4 ლარს. ფაქტობრივად ნახევარ ფასში ყიდულობს. ყურძნის ხარისხზე ეს დადებითად არ აისახება, იმ პირობით, რა პირობითაც სუბსიდია გაიცემა. ფერმერს გარანტირებული აქვს, რომ ყურძენს გაყიდის. პრაქტიკულად რთულია კარგი ხარისხის ყურძენი იყიდო და იყიდო ბევრი, რადგან მევენახეზე მთავრობის მიერ გაცემულ სუბსიდიას აქვს ეკონომიკური ეფექტი, ისინი ცდილობენ, რაოდენობაში ბევრი მოიყვანონ და არ აქცევენ ხარისხს ყურადღებას.ჩემი აზრით, ყველანაირ ყურძენზე ერთი სასუბსიდიო ფასი არ უნდა არსებობს. უნდა გაკონტროლდეს საჰექტრო მოსავლიანობა, რომ დაბალი ხარისხი არ მივიღოთ. კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ყურძნის კონდიციაც, რომ იყოს ჯანსაღი შესაბამისი შაქრიანობით.ყველაზე ცუდი არის ის, რომ ღვინოს ვერ ვყიდით და ნამატი პროდუქტი გვაქვს. გარდა სუბსიდიისა, სახელმწიფომ 2025 წელს ძალიან დიდი რაოდენობით ყურძენი თავად შეისყიდა. ანუ, მოთხოვნა არ იყო ამ ყურძენზე და მოთხოვნა, რომ არ იყო ეგაა ცუდი. სახელმწიფოს არ უნდა უწევდეს ამ ყურძნის შეძენა. მაგრამ რომ არა სუბსიდირება, მოთხოვნის არ ქონის შემთხვევაში ძალიან ბევრ ფერმერს დარჩებოდა გაუყიდავი მოსავალი”, - აღნიშნავს რაჭველი მეღვინე GBC-სთან საუბარში და იქვე დასძენს, რომ "რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეობის სექტორის მთავარი გამოწვევა არა ყურძნის შესყიდვა, არამედ ღვინის რეალიზაციაა. ერთ-ერთი მეღვინე აღნიშნავს, რომ მარნებს უფრო მეტად ესაჭიროებათ დახმარება გაყიდვების, ბაზრის მოძიებისა და პოზიციონირების მიმართულებით, ვიდრე ყურძნის შესყიდვაში".მიუხედავად იმისა, რომ 1 კგ ყურძენზე (ალექსანდროული და მუჯურეთული) სუბსიდია 3-დან 4 ლარამდე გაიზარდა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდება, დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არ ნიშნავს ფერმერთა წმინდა მოგების ზრდას. გაზრდილი სუბსიდია ძირითადად გაძვირებული თვითღირებულების კომპენსირებას ხმარდება.ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წლის „ბიუჯეტური ნახტომი“ აძლიერებს ფერმერთა მოწყვლადობას, რადგან რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა სულ უფრო მეტად ხდება სახელმწიფო დონაციაზე დამოკიდებული, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დარგის მდგრადობისთვის რისკის შემცველია.

1777279476

ევროპულ ქვეყნებზე დაბალი ტარიფი: ქართული ღვინის ეფექტურმა სატარიფო გან...

AAWE-ს ანგარიში, რომელიც აშშ-ის აღწერის ბიუროსა და USA Trade Online-ის მონაცემებს ეყრდნობა, ასახავს იმ ეფექტურ სატარიფო განაკვეთებს, რომლებიც წლის განმავლობაში იმპორტირებული ღვინის ღირებულებაზე იქნა დაკისრებული.ქართული ღვინისთვის დაწესებული 7%-იანი ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული ღვინის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების მაჩვენებლები. მაგალითად:ამასთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოდან იმპორტირებული ღვინო ოდნავ მაღალი ტარიფით იბეგრება, ვიდრე სომხური (6.7%) ან მოლდოვური (3.7%) პროდუქცია. ყველაზე შეღავათიანი პირობებით კი აშშ-ის ბაზარზე მექსიკა (0.0%) და კანადა (0.3%) სარგებლობენ.AAWE-ს განმარტებით, 2025 წლის განმავლობაში ტარიფების ცვლილებაზე გავლენა იქონია რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაწესებულმა დამატებითმა შეზღუდვებმა (IEEPA).

1777226897

საექსპორტო ღვინის ხარისხი 100%-ით დაცულია: 216 ნიმუშიდან დარღვევა არცე...

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, 22 კომპანიის ინსპექტირების შედეგად აღებული 51 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 6 ნიმუშში დაფიქსირდა.ამავე პერიოდში 4 კომპანიაში განხორციელდა 10 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. აღებული 5 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, განხორციელებული 6 კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 56 კომპანიის 101 ნიმუში. დარღვევა დაფიქსირდა 33 კომპანიის 49 ნიმუშში.სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.სააგენტოს ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ინარჩუნებდეს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს.

1776673607

ბორჯომიდან ბაკურიანში კუკუშკა მალე განაახლებს მოძრაობას

,,ვიწყებთ ე.წ. „კუკუშკის“ სრულ რეაბილიტაციას. ბორჯომ-ბაკურიანის რეისი დაახლოებით 6 წელია გაჩერებულია. რეაბილიტაციის პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული უნიკალური სამთო ხაზის ინფრასტრუქტურის განახლებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში,  გათვალისწინებულია როგორც მოძრავი შემადგენლობის, ასევე სადგურებისა და საოპერაციო პროცესების მოდერნიზაცია, ელექტროგადამცემი და საკონტაქტო ხაზების რეაბილიტაცია," - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი  ლაშა აბაშიძე. 

1775656590

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7%-ით, ხოლო სპირტიანი სასმელების 3%-ი...

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებიდან პირველ კვარტალში განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა, სადაც ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. 9%-ით გაიზარდა ექსპორტი დიდ ბრიტანეთში და 86 ათას ლიტრს მიაღწია.ასევე, 4%-იანი ზრდა ფიქსირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც ექსპორტირებულია 831 ათასამდე ლიტრი ღვინო.პირველ კვარტალში, სპირტიანი სასმელების ექსპორტი 38 ქვეყანაში განხორციელდა. ჯამში ექსპორტირებულია 7,6 მლნ ლიტრი, $56,6 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია. ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 3%-ით გაიზარდა.

1775463290

ავიაკომპანია Sky Express საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.Sky Express საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც  29%-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, სქაი ექსპრესი და ვიზ ეარი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.

1775041258

TI: „ვაზისა და ღვინის შესახებ“კანონის ახალი ცვლილებები კორუფციის რისკე...

4 მარტს მეორე მოსმენით იქნა მიღებული ცვლილებები „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში. წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გვთავაზობს მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, რომელთაგან უმეტესობა, TI-ის შეფასებით, კორუფციული რისკების ზრდას გამოიწვევს და მცირე მარნების თვითნებურად შევიწროების დამატებით საფრთხეებს გააჩენს."კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზრდის ღვინის ეროვნული სააგენტოს ძალაუფლებას, რომელსაც უკვე არა მხოლოდ მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, არამედ ბაზარზე დაშვების მარეგულირებელიც ხდება.1. სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე სავალდებულო თანხმობა იქნება საჭიროეს კანონპროექტის ყველაზე არსებითი ცვლილებაა. კანონს ემატება ახალი ტერმინი „თანხმობა ვენახის გაშენებაზე“.არსი: სამეწარმეო ვენახის (ვენახი, რომლის მოსავალიც კომერციული მიზნით გამოიყენება) გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.მოქმედი რედაქცია: ამჟამად სამეწარმეო ვენახის გაშენება თავისუფალია, სავალდებულოა მხოლოდ „ნებადართული ვაზის ჯიშების“ გამოყენება. ახალი რედაქციით, ჯიშის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა სააგენტოს ნებართვაც.რისკფაქტორები:კანონი არ ადგენს თანხმობის გაცემის ან უარის თქმის წინაპირობებს - ყველა კრიტერიუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება, რომელიც კანონით შეზღუდული არ არის. მინისტრს შეუძლია ნებისმიერი წესი დაადგინოს და ნებისმიერ დროს შეცვალოს თავისი შეხედულებისამებრ.კანონი არ ადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, ვადებს, გამჭვირვალობის ვალდებულებებს ან გასაჩივრების მექანიზმს.განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „თანხმობა გაიცემა უფასოდ“, მაგრამ ეს კანონის ტექსტით არ არის გამყარებული და ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.2. მცირე მარნების ვალდებულებები იზრდებაარსი: აქამდე კანონი ათავისუფლებდა ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულებისგან იმ მწარმოებლებს, რომლებიც წელიწადში 1500 ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებდნენ (საოჯახო მარნები).ცვლილება: აღრიცხვიანობისა და ბიუროკრატიული ანგარიშგების ვალდებულება გავრცელდება ყველაზე, მათ შორის მცირე, საოჯახო მარნებზეც.გამონაკლისის გაუქმება ათასობით საოჯახო მარანს ბიუროკრატიული ტვირთის ქვეშ აქცევს. ისინი ვალდებულები იქნებიან აწარმოონ რთული ტექნოლოგიური აღრიცხვა და აგზავნონ შეტყობინებები სააგენტოში. დღეს ქართული მაღალი ხარისხის ღვინო, რომლითაც გაითქვა ქვეყანამ სახელი, მნიშვნელოვანწილად სწორედ მცირე მარნების მიერ იწარმოება და ამ პირობებში ალოგიკური და ზიანის მომტანი იქნება რეგულაცია, რომელიც ამ მცირე მეღვინეობებს დაუმძიმებს მდგომარეობას და გაურთულებს დიდ ინდუსტრიულ მეღვინეობებთან კონკურენციას. გარდა ამისა, ეს ზრდის რისკს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ ეს ვალდებულებები გამოიყენოს მცირე მწარმოებლების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის.3. დაცული ადგილწარმოშობის ღვინის შერევის წესი მკაცრდებაარსი: აქამდე დაშვებული იყო, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის (მაგ: წინანდალი, მუკუზანი) წარმოებისას, 15%-მდე ყურძენი ყოფილიყო სხვა ქვეზონიდან ან მიკროზონიდან.შედეგი: ცვლილების შემდეგ, 100% ყურძენი მკაცრად უნდა მოდიოდეს კონკრეტული ადგილწარმოშობის ზონიდან. 15%-იანი გამონაკლისი უქმდება.მიუხედავად იმისა, რომ შერევის შეზღუდვა, შესაძლოა, ხარისხის დაცვას ისახავდეს მიზნად, კანონპროექტის მომზადების ეტაპზე არ ჩატარებულა კვლევა თუ რამდენ მწარმოებელს შეიძლება შეეხოს ეს შეზღუდვა და რამდენად რთული იქნება მათთვის საკუთარი წარმოების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა. თუ ზოგიერთი მწარმოებელი წლების მანძილზე სარგებლობდა 15%-იანი შეღავათით, ახალი, უფრო მკაცრი ნორმა (რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის) ადმინისტრაციული სასჯელის შერჩევით იარაღად შეიძლება იქცეს.პასუხგაუცემელი შეკითხვები და რისკებიზემოაღნიშნული ცვლილებები აჩენს არაერთ ლეგიტიმურ და პასუხგაუცემელ შეკითხვას, რომლებზეც კანონპროექტის ავტორებს არ უმსჯელიათ: მეწარმის ფუნდამენტური უფლების გაუმჭვირვალე შეზღუდვა: რატომ იზღუდება მეწარმის ფუნდამენტური უფლება – აწარმოოს და გაყიდოს პროდუქტი – ისეთი ბუნდოვანი მიზნით შემოღებული ნებართვით, რომლის გაცემის კრიტერიუმები, ვადები, გასაჩივრების წესი და გამჭვირვალობის სტანდარტი კანონით (თუნდაც ჩარჩოს დონეზე) საერთოდ არ არის დაწესებული? როდესაც სააგენტო ირგებს საერთაშორისო პრაქტიკისთვის შეუსაბამო ფუნქციებს და ყველა გადაწყვეტილება მინისტრის ერთპიროვნულ ბრძანებას არის მინდობილი, რა ანტიკორუფციული მექანიზმი გვიცავს იმისგან, რომ ეს გაუმჭვირვალე პროცედურები ბაზრის მოთამაშეების შერჩევითი კონტროლისა და შევიწროებისთვის არ იქნეს გამოყენებული? მცირე მარნების რისკები: რას ემსახურება მცირე, საოჯახო მარნებისთვის დაწესებული გამონაკლისის გაუქმება და რთული ტექნოლოგიური აღრიცხვიანობის დავალდებულება? ხომ არ შექმნის ეს არაპროპორციული ტვირთი მცირე მწარმოებლების ბაზრიდან განდევნის ან მათი ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის საფრთხეს? მოსაკრებლის დაწესების საფრთხე: თუკი განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ვენახის გაშენებაზე ნებართვა გაიცემა „უფასოდ“, რატომ არ არის ეს უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი პირდაპირ ასახული კანონის ტექსტში, რათა გამოირიცხოს მომავალში მინისტრის ბრძანებით მევენახეებისთვის დამატებითი მოსაკრებლების დაწესება?", - წერს TI.

1772706198

ქართული ღვინის პოპულარიზაცია გერმანიაში: 26 კომპანია დუსელდორფის საერთ...

კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში; გარდა ამისა, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში.სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქართული ღვინის პირველი წარდგენა 15-17 მარტს, გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ProWein Dusseldorf გაიმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევე, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. 

1772527424