აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შესვლამდე აშშ-ის კონგრესმა და უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინონ.ზელენსკიმ ყურადღება დაუთმო უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ნაწილსაც, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს უკავშირდება. პრეზიდენტის განცხადებით, "უკრაინა ტექნიკურ დონეზე მზად იქნება 2026 წლის პირველ ნახევარში ყველა საჭირო კლასტერი გახსნას, ხოლო 2027 წლისთვის სრულად დაასრულოს გაწევრიანების პროცესი". მისი თქმით, ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტია სწორედ ევროკავშირის წევრობაა და უკრაინას სურს, ეს კონკრეტული თარიღი ომის დასრულების შესახებ ხელშეკრულებაშიც იყოს დაფიქსირებული.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ "ომის დასრულების დოკუმენტი 20-პუნქტიან გეგმას მოიცავს, რომელსაც ყველა მხარემ, მათ შორის აგრესორმა ქვეყანამაც უნდა მოაწეროს ხელი, როდესაც ამის მომენტი დადგება".მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტი ფაქტობრივად შეთანხმებული იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი საკუთარი სამხედროების გაგზავნაზე უარს ამბობს, ამერიკული გარანტიები უკრაინისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესად მიიჩნევა.
1769419422
კლიჩკომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ ურჩია, დროებით ქალაქგარეთ, ისეთ ადგილებში გადავიდნენ, სადაც გათბობისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები არსებობს.კლიჩკოს განმარტებით, რუსეთის მხრიდან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გრძელდება, რის გამოც დედაქალაქის სამსახურები საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.დედაქალაქის ხელმძღვანელობამ თითოეულ რაიონში განსაზღვრა სპეციალური „გამძლეობის პუნქტები“, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ღამის გათევა, კვება და ჰიგიენური საშუალებებით სარგებლობა შეეძლება. ეს პუნქტები აღჭურვილია მობილური საქვაბეებითა და გამათბობლებით.პარალელურად, მერი მოუწოდებს დამსაქმებლებს, გადავიდნენ მუშაობის მოქნილ გრაფიკზე ან დისტანციურ რეჟიმზე, რათა შემცირდეს ზეწოლა ქალაქის ინფრასტრუქტურაზე. კიევის მერის განცხადებით, ამჟამად მუშაობას აგრძელებენ საავადმყოფოები და სოციალური დაწესებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ენერგომომარაგების პრობლემა მწვავედ დგას.ბოლო მონაცემებით, კიევში მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც 20 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად 5 000-ზე მეტი მრავალსართულიანი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა, ქალაქის მარცხენა სანაპიროს კი გარკვეული პერიოდით წყალმომარაგებაც შეუწყდა.23 იანვრის დილის მდგომარეობით, გათბობა ჯერ კიდევ არ მიეწოდება 1 940 საცხოვრებელ სახლს. გამოცემა The Times-თან საუბრისას კლიჩკომ აღნიშნა, რომ მხოლოდ იანვრის განმავლობაში დედაქალაქი 600 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც შექმნილი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული კრიზისის მასშტაბებზე მიუთითებს.
1769176670
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება ხელს შეუწყობს „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ“.„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, ქვეყანა აფართოებს „სკოლების დაძმობილების“ პროგრამას. აღნიშნული ინიციატივით ისარგებლებს 54 000 ბრიტანელი და უკრაინელი მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს გრძელვადიან უსაფრთხოებასა და განვითარებას.შესაბამისად, მომავალი 3 წლის განმავლობაში, ორივე ქვეყნის კიდევ 300 სკოლა ჩაერთვება სიმბოლურ პროგრამაში — „პარტნიორობის 100 წელი“.უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერეს ასწლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.2024 წლის იანვარში უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც გახდა პირველი მსგავსი შეთანხმებების სერიებიდან, გაფორმებული მრავალ პარტნიორთან.
1768555082
ოთხშაბათს, 14 იანვარს, ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის დაასრულოს უკრაინაში თითქმის ოთხწლიანი ომი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო მეტ თავშეკავებას იჩენს. „ვფიქრობ, პუტინი მზად არის შეთანხმებისთვის, უკრაინა კი — ნაკლებად“, - განაცხადა ტრამპმა.Reuters-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა აშშ-ის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში ყველაზე მასშტაბური სახმელეთო კონფლიქტის მოგვარება, ტრამპმა მოკლედ უპასუხა: „ზელენსკი“.Reuters წერს, რომ პრეზიდენტის ეს კომენტარი მიანიშნებს უკრაინის ლიდერის მიმართ განახლებულ უკმაყოფილებაზე. ზელენსკისა და ტრამპს შორის ურთიერთობა კარგა ხანია არასტაბილურია, თუმცა, ტრამპის პრეზიდენტობის პირველ წელს გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნეოდა.კითხვაზე, თუ რატომ თვლის ტრამპი, რომ მოლაპარაკებებს ზელენსკი აბრკოლებს, ტრამპმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა: „იცით, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მას უჭირს ამის მიღწევა“.თავის მხრივ, ზელენსკი საჯაროდ გამორიცხავს ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობას და აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, კიევს არ აქვს უფლება უარი თქვას საკუთარ მიწებზე.
1768457400
პარლამენტის ტრიბუნიდან მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი უსაფრთხოების გარანტი მისი თავდაცვის ძალებია.„საჭიროა ყოვლისმომცველი ცვლილებები. ჩვენი მიზანია სისტემის შეცვლა: არმიის რეფორმის ჩატარება, ფრონტის ხაზზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კორუფციის აღმოფხვრა და ლიდერობისა და ნდობის ახალი კულტურის დამკვიდრება“, – განაცხადა ფედოროვმა.ფედოროვმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების აუდიტის“ ჩატარებას, რათა „იპოვოს დამატებითი შესაძლებლობები სამხედრო პერსონალის ფინანსური და სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად“.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა 2 იანვარს წარადგინა.მანამდე, 2025 წლის ივლისიდან 2026 წლის იანვრამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა დენის შმიჰალი, რომელიც ახლა ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.
1768395323
„სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ყოველგვარი სამხედრო მიზნის გარეშე, რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე საფოსტო ტერმინალს დაარტყა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. კიევის ოლქში ვითარება რთულია, რადგან რამდენიმე ასეული ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - წერს ზელენსკი.მისი თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ უნდა შეჩერდეს და თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები ყოველდღიურად აუცილებელია.„მსოფლიოს შეუძლია, რომ რუსეთის ტერორს უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტებით უპასუხოს. ველით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან უკვე შეთანხმებული დახმარების პაკეტების მოწოდება დაჩქარდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.13 იანვრის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაში კომპანია DTEK-ის ორი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტი სერიოზულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.ბოლო მონაცემებით, დაბომბვების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაახლოებით 47 000 ოჯახს. ენერგეტიკოსების განცხადებით, ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, რაც აღდგენით სამუშაოებს ართულებს.
1768295952
„რუსეთმა უნდა მიიღოს სიგნალები, რომ მისი ვალდებულებაა დიპლომატიაზე ფოკუსირება და ყოველ ჯერზე, როდესაც ის კვლავ მკვლელობებსა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გაამახვილებს ყურადღებას, უნდა იგრძნოს შედეგები“, - წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ, ჯამში, 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.„ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა კატარის საელჩოს შენობა დააზიანა - კატარი, სახელმწიფო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა უზრუნველყოს რუსეთის ციხეებში მყოფი ომის ტყვეების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება“, - წერს ზელენსკი.მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.„დღევანდელი დარტყმა ასევე ძალიან ხმამაღალი შეხსენებაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს მიწოდების, წარმოების ან შეთანხმებების მიღწევის პროცესში“, - წერს ზელენსკი.რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ თავდასხმას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს. პუტინს მშვიდობა არ სურს, რუსეთის პასუხი დიპლომატიაზე მეტი რაკეტა და განადგურებაა“, - აცხადებს კალასი.მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მასშტაბური დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტნიორები უკრაინას მის შეწყვეტაში არ დაეხმარებიან.„ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგებში და ახლავე იმოქმედონ. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით“, - წერს კაია კალასი.
1767964702
„რა თქმა უნდა, უკრაინელები აღადგენენ ამ საავადმყოფოს. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ - უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ იმას, რაც დანგრეულია“, - აცხადებს ზელენსკი.მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, უკრაინის პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ, რომ საჰაერო თავდაცვა და დრონების წარმოებისთვის საჭირო დაფინანსება ყოველდღიურად არის საჭირო.„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არასდროს დაივიწყონ: საჰაერო თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო; დაფინანსება დრონების წარმოებისთვის ყოველდღიურადაა საჭიროა; აღჭურვილობა ენერგეტიკის სექტორისთვის ყოველდღიურადაა საჭირო. ამ კვირაში ვიმუშავებთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო დახმარება. მადლობელი ვარ ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს“, - წერს ზელენსკი. Last night, the Russian army “defeated” yet another hospital – in Kyiv, with a functioning inpatient unit. Patients had to be evacuated. There are casualties. Sadly, one person has been killed. My condolences to the family and loved ones. Everyone who needs assistance is… pic.twitter.com/qjCwy95MPc — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 5, 2026 უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. მათ ოთახების შემოწმებისას აღმოაჩინეს ერთი ადამიანის ცხედარი. 25 პირის ევაკუაცია განხორციელდა.5 იანვრის ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ფასტივის რაიონიც, დაიღუპა ერთი ადამიანი. დაზიანდა კერძო და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.ამასთან, რუსეთის კომბინირებული დარტყმის შედეგად კრამატორსკის თემში დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავდა.რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
1767608942
„მე არ მიყვარს პროცენტებით საუბარი. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე. ჩვენ შეიძლება, ძალიან ახლოს ვართ. არის ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი, ძალიან მძიმე საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.დონალდ ტრამპის თქმით, მიღწეული წინსვლა მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის.„ჩვენ დღეს დიდი წინსვლა გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ბოლო თვის განმავლობაში მოხდა. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა დონბასში დემილიტარიზებული ზონის შესახებ.„ეს არ არის შეთანხმებული, მაგრამ ჩვენ ვუახლოვდებით შეთანხმებას ამ საკითხზე. უდავოდ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყდება“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რაც შეეხება, მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ შესანიშნავი დისკუსია ყველა საკითხზე. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მათი ჩართულობისთვის, ასევე, უკრაინული გუნდის წევრებს, რუსტემ უმეროვსა და ანდრეი გნატოვს."ჩვენ განვიხილეთ სამშვიდობო ჩარჩო დოკუმენტის ყველა ასპექტი და გვაქვს შესანიშნავი მიღწევები, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია. შეთანხმებულია, აშშ-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით. აშშ-ევროპა-უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები თითქმის შეთანხმებულია. სამხედრო საკითხი 100%-ით შეთანხმებულია. კეთილდღეობის გეგმა საბოლოო ეტაპზეა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის მშვიდობის დამყარებისთვის მთავარი გასაღები და ჩვენი გუნდები გააგრძელებენ მუშაობას ყველა საკითხზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთანაც.„ჩვენ ასევე გვქონდა ერთობლივი სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთან. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, შევთანხმდით რომ მომდევნო კვირებში ჩვენი გუნდები შეხვდებიან, რომ დავასრულოთ ყველაფერი. ასევე, პრეზიდენტი ტრამპი და მე შევთანხმდით, რომ ის გვიმასპინძლებს, შეიძლება ვაშინგტონში, ევროპელ ლიდერებთან ერთად, იანვარში. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს თბილი დახვედრისა და მნიშვნელოვანი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.დონბასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რთული შეკითხვაა.„ჩვენ ვისაუბრეთ 20-პუნქტიან გეგმაზე და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ჩვენი გუნდები არაერთი დღის, კვირისა და თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს ძალიან რთული შეკითხვაა. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს, ჩვენს ხალხს და იმ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა ძალიან ნათელია. სწორედ ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ძალიან რთული შეკითხვაა და რა თქმა უნდა, ამ საკითხზე უკრაინასა და რუსეთს განსხვავებული პოზიცია აქვთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკის თქმით, როდესაც "ვსაუბრობთ რეფერენდუმზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთ-ერთი გზაა. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე. მე ვთქვი, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რეფერენდუმი ამ გეგმისთვის, ან ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს ერთ-ერთი გზაა. ჩვენ შეგვიძლია, კანონის შესაბამისად გამოვიყენოთ პარლამენტი ხმის მისაცემად ან რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ გეგმა იქნება ძალიან რთული ჩვენი საზოგადოებისთვის, რა თქმა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, მათ უნდა მისცენ ხმა, რადგან ეს მათი მიწაა, არა ერთი ადამიანის, არამედ ჩვენი ერის მიწაა".ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებსაც, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, რათა დამტკიცდეს ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმება, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.„მათ ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო.აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ალბათ მოუწევთ გეგმის დამტკიცება პარლამენტის ან სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით.„ვიცი, რომ მათ ჰქონდათ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 91%-ს ომის დასრულება სურს, ამიტომ მათაც სურთ ამის დასრულება, ისევე, როგორც ყველას. რუსეთს სურს მისი დასრულება და ყველას სურს მისი დასრულება. მე მინდა ამის დასრულება, რადგან არ მსურს ამდენი ადამიანის სიკვდილის ნახვა. ჩვენ გვსურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტრამპს ისიც ჰკითხეს, გეგმავდა თუ არა უკრაინაში ჩასვლას.„ჩვენ გვსურს შეთანხმების მიღწევა, წასვლა აუცილებელი არ არის. თუმცა, მე შევთავაზე მათ უკრაინაში ჩასვლა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. თუ ეს ხელს შეუწყობს. არ ვიცი, დაეხმარება თუ არა. ვფიქრობ, ალბათ დაეხმარება, მაგრამ არ ვიცი“, – განაცხადა ტრამპმა.ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მისი ნახვა ყოველთვის გაუხარდებათ, რაზეც ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, მზადაა, ეს გააკეთოს.„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა ტრამპმა.რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
1766988900
ზელენსკის ინფორმაციით, აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.„არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე - პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.მანამდე, გამოცემა Kyiv Post დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპი და ზელენსკი უახლოეს მომავალში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მაღალი ფსონების მოლაპარაკებებს გამართავენ. Kyiv Post-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ვიზიტი შესაძლოა 28 დეკემბერსაც შედგეს.
1766735099
სულხან გვალია LFG-სა და საქართველოს ბანკში პოსტს ტოვებს - მას შაგიძე ა...
1768467003
2025-ში შრომა TBC-ის მენეჯმენტს აქციებით დაუფასეს
1768304863
EU, UK, USA - მინისტრმა მთავარი დონორები ჩამოთვალა
1768310196
BOG $100-მილიონიანი ემისიის პროგრამას იწყებს
1769005688
სად გაივლის სომხური ტვირთები? – ალიევმა საქართველო ახსენა
1768983183