GE EN
ბიზნესი
კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია

2007 წელს შექმნილი ბრენდს საფუძლად დაედო კორეული სილამაზის ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა. თუმცა Erborian მუდმივად ავითარებს ახალ მიდგომებს კანის მოვლისადმი, მიკრონემსებით შთაგონებული ტექნოლოგიებიდან ინოვაციურ დამატენიანებელ ფორმულებამდე მთავარი იდეის გარშემო - გახადოს კანის მოვლა კიდევ უფრო ეფექტური, თანამედროვე და სასიამოვნო.Erborian-ის საერთაშორისო წარმატებას საკულტო BB და CC კრემებმა ჩაუყარა საფუძველი. პროდუქტებმა, რომლებიც კანის მოვლასა და მაკიაჟის ფუნქციებს  აერთიანებს, ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თუმცა Erborian-ის განვითარება ამ პროდუქტებით არ შეჩერებულა და მუდმივად ავითარებს ახალ ფორმულებს.ბრენდის ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი კორეულ ინგრედიენტებს უჭირავს. ბუნებრივი აქტიური კომპონენტები - ჟენშენი, ცენტელა, ბამბუკი, იუზუ და კორეული თოვლის სოკო Erborian-ის ფორმულებში თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად მუშაობს. Erborian-ის ხელწერა სწორედ ამ სინთეზშია - კორეული ინგრედიენტები, ფრანგული დახვეწილობა და მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ.„PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას  თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ახალ ბრენდებს აცნობს. დღეიდან მომხმარებელს უკვე შეუძლია აღმოაჩინოს Erborian და შეარჩიოს სასურველი პროდუქტი“, - აცხადებენ PSP-ში.Erborian არის ბრენდი, რომელიც ორგანულად აერთიანებს კორეულ ცოდნას, ფრანგულ დახვეწილობას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და აზრიარებს აღმოსავლეთის თავის მოვლის ფილოსოფიას მთელ მსოფლიოში და ახლა უკვე საქართველოშიც.(R)

1793869921

BAG ბიზნეს კლიმატი 48.4 ქულამდე გაიზარდა - კომპანიების 68% ინვესტიციებ...

ინდექსის კომპონენტების მიხედვით, ბიზნესის მომავლის მოლოდინი მნიშვნელოვნად უსწრებს მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 29.7 ქულაზე დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის ინდექსმა 68.6 ქულა შეადგინა. ორივე მაჩვენებელი დადებით ზონაშია (+100-დან -100-მდე სკალაზე), რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიტიურად განწყობილი კომპანიების წილი უარყოფითად განწყობილებს აღემატება.სექტორულ ჭრილში, დასაქმების ბარომეტრი II კვარტალთან შედარებით 3.8 ქულით გაიზარდა. დასაქმების ზრდის ყველაზე მაღალი მოლოდინი მშენებლობის (+44.8) და მრეწველობის (+22.2) სექტორებში დაფიქსირდა. ამის საპირისპიროდ, დასაქმების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა მომსახურებისა (-9.8) და ვაჭრობის (-2.6) სფეროებში.კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა ოპტიმისტურად უყურებს საინვესტიციო საქმიანობასაც. 2026 წელს ჯამური ინვესტიციების ზრდას კომპანიების 68% ელოდება, 27%-ს მიაჩნია, რომ ინვესტიციები უცვლელი დარჩება, ხოლო კლებას მხოლოდ 4% პროგნოზირებს.BAG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და გერმანული ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველკვარტალურად ქვეყნდება. აღნიშნული გამოკითხვა 2026 წლის 1-16 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

1793799545

GCCA-მ შპს „ფერის“ მიერ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენა კონკურე...

კონცენტრაციის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრები. ასევე, შეფასდა მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე შესაძლო ჰორიზონტალური გადაფარვა.ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე სამიზნე კომპანია ამ ეტაპზე არ ოპერირებს და მხოლოდ სამომავლო პროექტი აქვს. შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსის ცვლილება მოსალოდნელი არ იყო. ამასთან, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებას შპს „ფერის“ მიერ 2025 წელს საქართველოში გაწეული მომსახურებების საერთო მოცულობაში მცირე წილი ეკავა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ ამ ბაზრის დეტალური შესწავლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 596 476 037 ლარი შეადგინა, ხოლო კონცენტრაციის HHI ინდექსი 525.8-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაცია აღნიშნულ მაჩვენებელს არ ცვლის.რაც შეეხება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარს, 2025 წელს ამ მიმართულებით 286 ეკონომიკური აგენტის ჯგუფი ოპერირებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 3 521 049 167 ლარი შეადგინა, ხოლო HHI ინდექსმა - 938.85. აღნიშნული მაჩვენებელი ბაზრის ზომიერ კონცენტრაციაზე მიუთითებს. სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია ამ მაჩვენებელზეც გავლენას არ ახდენს.ამრიგად, სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზრებზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია.სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე, შეტყობინების განხილვამდე ან სააგენტოს უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 13 კონცენტრაციაზე.

1793777379

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლე...

ბრენდის ისტორიის, ფილოსოფიისა და პროდუქციის შესახებ პრეზენტაცია ქართველ აუდიტორიას თავად Beauty of Joseon-ის კორეელმა სპეციალისტებმა წარუდგინეს. ღონისძიებას ქართველი ინფლუენსერები, კანის მოვლის სფეროს ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარაოების მასტერკლასი, პროდუქციის საპრეზენტაციო სივრცე და სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადებული საჩუქრები.Beauty of Joseon-ის პროდუქტები ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან არის ხელმისაწვდომი. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით პოპულარული პროდუქტები: Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და კიდევ 20-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.Beauty of Joseon-ის ასორტიმენტი კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს მოიცავს: გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი რუტინის გამარტივებულ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებას.“PSP - ჩვენს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მისი გამორჩეული ლიდერული პოზიციის, ქვეყნის მასშტაბით არსებული ფართო სააფთიაქო ქსელისა და ხარისხისა და მომხმარებელზე ორიენტაციის უმაღლესი სტანდარტებისადმი ერთგულების გამო შევარჩიეთ.დარწმუნებულები ვართ, რომ PSP-ს ძლიერი საბაზრო პოზიცია, მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია ჩვენს შორის წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი პარტნიორობის გარანტი იქნება”, - განაცხადა ჯეონგვუ სონმა (Jeongwoo Son), Beauty of Joseon-ის ევროპის ბიზნესის ხელმძღვანელმა.„PSP, როგორც საქართველოს ფარმაციის ლიდერი ბრენდი, ქართულ საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე K-Beauty-ის ტოპ ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს, საუკეთესო კორეული ასორტიმენტსა და მსოფლიო ბაზრის ყველაზე ტრენდულ პროდუქტებს, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კანის საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს ყოველდღიური მოვლის პროდუქტები. კორეელი სტუმრების შეხვედრა ქართველ აუდიტორიასთან მიზნად ისახავდა, მომხმარებლებს უფრო ახლოს გაეცნოთ ბრენდის ისტორია, ფილოსოფია და მისი პროდუქციის ეფექტურობის საფუძვლები.Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეის ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შექმნილი ბრენდი ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე და ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.PSP საქართველოში მომხმარებელს კორეული კოსმეტიკური ბრენდების პირველი დისტრიბუტორია. 2018 წელს პირველი კორეული ბრენდი -Mizon სწორედ PSP-მ გააცნო ქართველს მომხმარებელს. დღეს PSP 10-ზე მეტი K-Beauty-ს ბრენდის ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორია და Mizon, Missha, Mizon, A'pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX და Erborian-ის ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს“, - აცხადებენ PSP-ში.(R)

1793703875

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედ...

2022 წლიდან კომპანიის მართვაში საერთაშორისო დარგობრივი ინვესტორის, Aqualia-ს შემოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ:  უპრეცენდენტო ინვესტიციები: 2023–2026 წლებში კაპიტალდაბანდებამ 480 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა 4 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რეაბილიტირდა 300 კმ-ზე მეტი მაგისტრალური ქსელი, ხოლო წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ჯამური სიგრძე 22%-ით (1,337 კმ-ით) გაიზარდა. საოპერაციო ეფექტიანობა: წყლის დანაკარგები 29.2 მლნ მ³-ით შემცირდა, ხოლო წყლის რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ყოველ რეალიზებულ კუბურ მეტრზე ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა. პრევენციული მართვა: მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ავარიების სიხშირე, ასევე ყოველდღიური გარდამავალი ინციდენების რაოდენობა. შრომის უსაფრთხოება და კადრები: კადრების გადინება 10%-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაო ადგილზე ინციდენტების სიხშირე - 89%-ით. ციფრული სერვისები: ამოქმედდა განახლებული ვებგვერდი და მომხმარებლის პირადი კაბინეტი, ხოლო 2027 წლიდან მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციაც. Aqualia-ს გრძელვადიანი სტრატეგია ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

1792591544

S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუ...

სააგენტოს შეფასებით, „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგის ზრდა რამდენიმე სტრატეგიული ფაქტორმა განაპირობა.სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს კომპანიის მოდერნიზაციასა და გაზრდილ გამტარუნარიანობაზე და აღნიშნავს, რომ მთავარი მაგისტრალის მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ კომპანიის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა გაზარდა და ტრანზიტის დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში სს „საქართველოს რკინიგზის” ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, შედეგად, შემოსავლების ზრდისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, 2026 წლის პირველ ნახევარში ტვირთბრუნვა 10%-ით (6.9 მლნ ტონამდე) გაიზარდა, ხოლო 2026 წლის მოსალოდნელი საოპერაციო მოგების (EBITDA) მარჟამ კი 40%-ს მიაღწია.S&P Global Ratings-ი ასევე გამოყოფს კომპანიის ჯანსაღ ფინანსურ სტრუქტურას და აღნიშნავს, რომ სს “საქართველოს რკინიგზაში” მიმდინარე განახლებები უზრუნველყოფს ვალის ტვირთის შემცირებას. კერძოდ, ოპერაციებიდან მიღებული სახსრების (FFO) ვალთან შეფარდება 2026-2027 წლებში 16-17%-მდე გაიზრდება (2025 წლის 10%-თან შედარებით).

1792402506

სექტემბრის მდგომარეობით თელასის აბონენტთა რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

თელასის განცხადებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.თელასის აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.2%-ით (33,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 838.1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 750.8 ათასი  - ფიზიკური პირია, ხოლო 87.3 ათასი – იურიდიული პირი.9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7,867 კმ შეადგინა, რაც 5.6%-ით (414 კმ-ით) აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (7,453 კმ).კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა, - აცხადებენ კომპანიაში.კომპანია თელასმა 2026 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა:

1792060113

Forbes Georgia: საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანიის ჯამური საბაზრო ღი...

კვლევის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე კაპიტალის მაღალი კონცენტრაცია შეინიშნება: ასეულის საერთო ღირებულების 50%-ზე მეტი მხოლოდ 12 კომპანიაზე მოდის, ხოლო ₾1 მლრდ-ის ზღვარს სულ 22 სუბიექტი აჭარბებს.Forbes Georgia-ს რეიტინგის მიხედვით, 10 უმსხვილესი კომპანია და მათი მფლობელები შემდეგნაირად გადანაწილდნენ: ენერგო-პრო ჯორჯია - ₾7.65 მლრდ  (ენერგეტიკა; მფლობელი: იარომირ ტესარი - 100%) საქართველოს ბანკი - ₾6.61 მლრდ (ფინანსური მომსახურება; მფლობელი: Lion Finance Group PLC) თიბისი ბანკი - ₾4.54 მლრდ (ფინანსური მომსახურება; მფლობელი: TBC Bank Group PLC) საქართველოს კაპიტალი - ₾4.08 მლრდ (მულტისექტორული; აქციონერები: Lazard Asset Management, Allan Gray, Gemstock, ირაკლი გილაური) მაგთიკომი - ₾3.65 მლრდ ლარი (ტელეკომუნიკაციები; მფლობელები: გია ჯოხთაბერიძე - 75%, ირაკლი რუხაძე - 25%) არ ემ ჯი (RMG) - ₾2.96 მლრდ (მრეწველობა/წარმოება; მფლობელი: დმიტრი ტროიცკი) თელასი - ₾2.73 მლრდ (ენერგეტიკა; მფლობელები: ინტერ რაო - 75%, ხვიჩა მაქაცარია - 25%) სილქ როუდი - ₾2.50 მლრდ (მულტისექტორული; მფლობელები: გიორგი რამიშვილი - 61.8%, იერკინ ტატიშევი - 38.2%) ჰანიველ ცემენტი - ₾2.46 მლრდ (უძრავი ქონება/მშენებლობა; მფლობელი: Caucasus Cement Holding B.V. / ირაკლი რუხაძე - 41%) ქრისტალბეთი - ₾2.30 მლრდ (სათამაშო ბიზნესი; მფლობელი: Entain - 100%) სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ჯამური შეფასებით ბაზარზე ფინანსური სექტორი და ენერგეტიკა ლიდერობენ, ხოლო წარმოდგენილი კომპანიების რაოდენობით - საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია. გამოცემა აღნიშნავს, რომ სათამაშო ბიზნესის 7 კომპანიის ჯამური ღირებულება (₾8.3 მლრდ) თითქმის უთანაბრდება ჯანდაცვის სექტორის 14 კომპანიის ჯამურ შეფასებას (₾8.4 მლრდ).Forbes Georgia-ს განმარტებით, კომპანიების შეფასება ეფუძნება 2024 წლის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშგებებს. არაფინანსური სექტორისთვის გამოყენებული იყო EV/EBITDA და EV/Sales მულტიპლიკატორები, ხოლო ფინანსური ინსტიტუტებისთვის - P/B კოეფიციენტი.

1791892894

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიი...

15-17 სექტემბერს იტალიის ქალაქ სალსომაჯორეში PIC Solution-ის დისტრიბუტორთა 26-ე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 45 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის PIC Solution-ის სპეციალური ჯილდო - Best Sales Management გადაეცა.შეხვედრის ორგანიზატორების მიწვევით, PSP-მ ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარადგინა და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება - 25 მაისს PSP PIC Solution-ის ელჩად დასახელდა, რაც კომპანიებს შორის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.PIC Solution იტალიური წარმოშობის, ჯანმრთელობის სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პროდუქტებს ქმნის. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტში შედის არტერიული წნევის საზომი აპარატები, მათ შორის RAPID სერია, ციფრული და ინფრაწითელი თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, დიაბეტის მართვის მოწყობილობები, აეროზოლები, ნებულაიზერები და სხვა სამედიცინო პროდუქტები.„PIC-სა და PSP-ს მრავალწლიანი, წარმატებული ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და სიახლეებზე.PIC-ის საერთაშორისო შეკრებებზე PSP -ს აღიარება და ჯილდოები მოტივაციას გვმატებს, რომ გავაგრძელოთ  წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა დისტრიბუტორებს შორის ქართული კომპანიის სახელი მაქსიმალურად ხშირად დაუკავშირდეს საერთაშორისო აღიარებას მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ PSP-ში.

1791793500

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა

ახალი სასკოლო ავტობუსების ოფიციალური პრეზენტაცია ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ავტობუსების მონაცემებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს გაეცნო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად. პროგრამა სომხეთში ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივის ნაწილია, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგი“  სახელმწიფო და მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტებში დაგროვილი გამოცდილებით მონაწილეობს.ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „სატრანსპორტო პროექტებში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის არის უსაფრთხოება, საიმედოობა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. განსაკუთრებით მაღალია ეს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც საქმე ბავშვების ტრანსპორტირებას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტების ფარგლებში მომხმარებელს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არ შევთავაზოთ, არამედ უზრუნველვყოთ ის გამოცდილება და სერვისი, რომელიც ტრანსპორტის უსაფრთხო და ეფექტიან ექსპლუატაციას სჭირდება. სომხეთში სასკოლო ტრანსპორტის მიმართულების განვითარება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი გამოცდილებით ვმონაწილეობთ“.საპილოტე პროექტის ფარგლებში, Premium Machinery Armenia-ს მიერ მიწოდებული ავტობუსები ხუთი დასახლების მოსწავლეებს მოემსახურება  - ჯამში, 103 ბავშვის უსაფრთხო და რეგულარულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. Premium Machinery Armenia-მ საპილოტე პროგრამისთვის ავტობუსები თანამედროვე, უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია.გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მხოლოდ ავტობუსების მიწოდებას არ გულისხმობს და უფრო ფართო მიზანს, ბავშვების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. საპილოტე ეტაპზე ხუთი ავტობუსი ხუთ სხვადასხვა დასახლებაში ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოხარული ვარ, რომ Premium Machinery Armenia-ს გუნდს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში საკუთარი გამოცდილების შეტანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის ცოდნა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდეს“.პირველი ხუთი ავტობუსის მიწოდება საპილოტე ეტაპია. პროექტის შედეგების გათვალისწინებით, სამომავლოდ სომხეთის მიერ დაახლოებით 100 სასკოლო ავტობუსის შეძენის შესაძლებლობაც განიხილება. ამ მიმართულებით Premium Machinery Armenia აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მიმართულებების წარმომადგენლებთან.Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან ოპერირებს და მისი გამოცდილება, კერძო სექტორთან თანამშრომლობასთან ერთად, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში ჩართულობას მოიცავს. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული ერევნის მუნიციპალურ სატრანსპორტო პროექტშიც – 2022 წელს „თეგეტამ“ სომხეთის დედაქალაქს გერმანული ბრენდის, MAN-ის 87 ერთეული ავტობუსი მიაწოდა. Premium Machinery Armenia ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს.სასკოლო ტრანსპორტის პროექტში მონაწილეობა Premium Machinery Armenia-სთვის სომხეთის ბაზარზე სატრანსპორტო მიმართულების განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო ეტაპია. კომპანიის განცხადებით, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროექტებში დაგროვილი გამოცდილება მას შესაძლებლობას აძლევს, სომხეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მონაწილეობა განაგრძოს და სხვადასხვა სექტორს მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები შესთავაზოს.(R)

1791561401