თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით.

მათ შორის:

  • საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.02%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით
  • არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.5%-ით
  • სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.4%-ით

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.7%-იანი ზრდით, რამაც 0.45 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2%-იანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად, 4.03 და 0.32 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.2%-ით.