თბილისი (GBC) - 2 მარტის ვაჭრობის დაწყების შემდეგ, რუსული ნავთობკომპანიების - „გაზპრომის“, „ლუკოილის“, „როსნეფტისა“ და სხვების აქციებმა სწრაფი ზრდა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული რესურსი Smartlab ავრცელებს.

„გაზპრომ ნეფტის“ აქციები 5,2%-ით გაიზარდა, „ლუკოილის“ - 5,3%-ით, ხოლო „როსნეფტის“ - 8,64%-ით.

როგორ იზრდება სხვა რუსული აქციები:

  • „ნოვატეკი“ - 6,02%
  • „ბაშნეფტი“ - 5,23%
  • „სურგუტნეფტეგაზი“ - 4,54%
  • „რუსნეფტი“ - 8,73%
  • „ტატნეფტი“ - 5,66%

ბაზრის ანალიტიკოსების თქმით, ეს პროცესი გამოწვეულია ნავთობზე ფასების მატებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით არის განპირობებული.

28 თებერვალს, დილით, ისრაელმა და აშშ-მა იერიშები მიიტანეს ირანსა და ლიბანურ „ჰეზბოლაზე“. ამის შემდეგ ირანი თავს დაესხა ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ბლოკირება გაუკეთა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის მიწოდების მთავარ არტერიას - ჰორმუზის სრუტეს.

შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 13%-ით გაიზარდა და ბარელზე 82 დოლარს გადააჭარბა. ნავთობის ბაზრები ამჟამად ხანგრძლივი რყევებისა და ჰორმუზის სრუტის მუშაობაში მუდმივი შეფერხებებისთვის ემზადებიან.