თბილისი (GBC) – ქუვეითში რამდენიმე ამერიკული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი დილით მოხდა. ეკიპაჟების წევრებმა ევაკუაცია განახორციელეს და უსაფრთხოდ არიან.

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სამაშველო სამსახურებმა ოპერატიულად ჩაატარეს ძებნა–გადარჩენის ოპერაცია, რის შემდეგაც სამხედროები შემდგომი გამოკვლევების მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. აღინიშნება, რომ ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო ამერიკელ სამხედროებთან კოორდინირებულად მოქმედებს. მომხდარის მიზეზები დგინდება, მიმდინარეობს გამოძიება.

ირანმა ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ალი ას–სალემზე მიიტანა იერიში, წერს ირანული მედია.

დღესვე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ რას–ელ–ჰაიმში.